Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში „ახალი მსოფლიო წესრიგის“ კონსპირაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში „ახალი მსოფლიო წესრიგის“ კონსპირაცია ვრცელდება

февраль 6, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4, 5), აქვეყნებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც თითქოს ე.წ. „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ამსახველი მონეტაა გამოსახული. პოსტს თან ერთვის აღწერა: „ახალი მსოფლიო წესრიგის  მონეტა 2009 წელი. ყურადღება მიაქციეთ რეგიონებს და მათ როლს. მათ ყველაფერი წინასწარ დაგეგმეს“. რეალურად, მონეტა 2009 წელს ამერიკელმა ხელოვანმა შექმნა, ახალი მსოფლიო წესრიგის თეორია კი ფართოდ გავრცელებულ კონსპირაციას წარმოადგენს.

პოსტზე თანდართულ ვიდეოში მთხრობელი რუსულ ენაზე აღწერს მონეტის დიზაინს. კერძოდ, ამბობს, რომ მონეტაზე მსოფლიო 10 რეგიონადაა დაყოფილი და ზოგიერთ მათგანს ასახელებს: ისრაელი, ზომაში შემცირებული ევროპა, გაფართოებული რუსეთი, კანადისა და აშშ-ის გაერთიანებული რეგიონი, ჩინეთი, ნომერი 8, რომლის სავარაუდო გაფართოებაც მონეტაზე „666-ითაა“ აღნიშნული. ამასთანავე, ვიდეოში საუბარია მონეტაზე გამოსახულ 12-სართულიან პირამიდაზე და ასევე მზეზე, რომელიც ღრუბლებში იმალება. მთხრობლის თქმით, აღნიშნული სიბნელის უზენაესობაზე მიუთითებს, ეს ყველაფერი კი წინასწარ კარგადაა დაგეგმილი. სწორედ აღნიშნულ მონეტაზე აცხადებს პოსტის ავტორი – „ახალი მსოფლიო წესრიგის  მონეტა“.

სინამდვილეში, მონეტა სან-ფრანცისკოელმა არტისტმა, ტერბო ტედმა, იგივე თეოდორ ტერბოლიზარდმა 2009 წელს შექმნა. აღსანიშნავია, რომ თეოდორის პორტფოლიოში კონსპირაციული თეორიების ინსპირაციით შექმნილ სხვა ნამუშევრებსაც ვხვდებით.

ხელოვანმა მონეტა 2009 წელს გამოუშვა ლიმიტირებულად, მხოლოდ 5000 ცალი, როგორც 1 უნცია ვერცხლის შემცველი. მისი ოფიციალური სახელწოდებაა „ახალი მსოფლიო წესრიგი, ვერცხლის მრგვალი მონეტა, მსოფლიოს ათი რეგიონი, ილუმინატი“ (NEW WORLD ORDER 1 OZ .999 SILVER COIN ROUND TEN WORLD REGIONS NWO ILLUMINATI). მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლო ონლაინ აუქციონების საშუალებით ისეთ ონლაინ მარკეტებზე, როგორიცაა, მაგალითად Ebay და Amazon.

რაც შეეხება „ახალ მსოფლიო წესრიგს“, რომელსაც პოსტის ავტორი მონეტას უკავშირებს, ეს ფართოდ გავრცელებულ კონსპირაციას წარმოადგენს. კერძოდ, დიდი ხანია არსებობს თეორიები იმის შესახებ, რომ მსოფლიოს საიდუმლო ძალები ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას ცდილობენ.

თავად ტერმინი – „ახალი მსოფლიო წესრიგი“ (New World Order) ვუდრო უილსონის ინიციატივას უკავშირდება, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ახალი საერთაშორისო წესრიგი უნდა შექმნილიყო, რომელიც „ერთა ლიგის“ გარშემო გაერთიანებოდა. მისი აღქმით, პირველმა მსოფლიო ომმა საერთაშორისო დიპლომატიისა და პოლიტიკის მარცხი გამოააშკარავა და „ერთა ლიგა“ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საშუალება იქნებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა 1918 წლის ზაფხულში აღნიშნული ინიციატივა ახალი მსოფლიო წესრიგის მისაღებად წარადგინა.

სხვადასხვა დროს ტერმინი „ახალი მსოფლიო წესრიგი“ სხვადასხვა გლობალურ პოლიტიკურ ცვლილებაზე მიუთითებდა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯ ბუშ უფროსმა პოლიტიკაში კვლავ დაამკვიდრა ტერმინი „ახალი მსოფლიო წესრიგი“, ყურის ომის დასრულებისა და ამერიკელი ჯარისკაცების ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან დაბრუნების შემდეგ სამყაროში ახალი პოლიტიკური გარემოს შექმნის კონტექსტში. აღსანიშნავია, რომ ამერიკელი პოლიტიკის მეცნიერი ჯოზეფ ნაი უმცროსი მიიჩნევს, რომ რეალურად, ახალი მსოფლიო წესრიგი საბჭოთა კავშირის კოლაფსით შეიქმნა, რადგან თავად ტერმინი მსოფლიოში სახელმწიფოთა შორის ძალების გადანაწილების ცვლილებას მიემართება.

მიუხედავად ისტორიული ფაქტებისა, ტერმინი „ახალი მსოფლიო წესრიგი“, ყველაზე აქტუალურია კონსპიროლოგებში. მაგალითად, შეთქმულების თეორიებში გვხვდება მტკიცებები, რომ გაეროს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ მიღებული დოკუმენტი „პროგრამა 2030“ სწორედ ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას ემსახურება (იხ. „ჯეოფაქტსის“ სტატია); არსებობს მტკიცებაც, რომ საქართველოში 2024 წელს დაგეგმილი საყოველთაო აღწერა ახალი მსოფლიო წესრიგის შესაქმნელად მონაცემების შეგროვებისთვის ჩატარდა (იხ. „ჯეოფაქტსის“ სტატია); კონსპიროლოგები ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებასთან დაკავშირებით ხშირად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) შესახებ ავრცელებენ დეზინფორმაციას (იხ. „ჯეოფაქტსის“ სტატია) და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 1991 წელს მარიონ გორდონ „პეტ“ რობერტსონმა გამოაქვეყნა წიგნი „ახალი მსოფლიო წესრიგი“. წიგნი ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა მასონები, უოლ სტრიტი, საგარეო ურთიერთობების საბჭო (CFR) და სხვა.  აღნიშნულმა წიგნმა, გაერთიანებული იმ ანტი-ელიტურ კონსპირაციებთან, რომლებიც 1960-იან და 1970-იანი წლების ამერიკაში ვრცელდებოდა, აშშ-ში  კონსპირაციული კულტურის ქვაკუთხედად ახალი მსოფლიო წესრიგის თეორია აქცია.  ამერიკაში გავრცელებულ ერთ-ერთ თეორიას წარმოადგენს ილუმინატის საიდუმლო საზოგადოების არსებობა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანებითაა დაკომპლექტებული და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას ცდილობს.

ილუმინატის ისტორია ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, 1776 წელს იწყება, როდესაც ბავარიული საიდუმლო საზოგადოება ჩამოყალიბდა, რომელსაც ილუმინატის ორდენი (Illuminatenorden (გერმ.,Order of Illuminati ინგ.) ეწოდა. საზოგადოება თავდაპირვლად არსებობდა, როგორც მკითხველთა ჯგუფი, სადაც ინგოლსტადტის უნივერსიტეტის პროფესორის, საიდუმლო საზოგადოების დამფუძნებლის, ადამ ვაისჰოფტის სტუდენტები ფარულად იკრიბებოდნენ და დისკუსიებს მართავდნენ განმანათლებლობის შესახებ. აღნიშნულის შესახებ სტუდენტები საკუთარი შეხედულებების ჩანაწერებს აწარმოებდნენ და მოგვიანებით, შეხვედრებზე განიხილავდნენ. შესაბამისად, ილუმინატი, როგორც საიდუმლო საზოგადოება მე-18 საუკუნეში ბავარიაში შეიქმნა, როგორც მეცნიერებასა და რაციონალიზმზე, და არა რელიგიაზე, დაფუძნებული გაერთიანება. ილუმინატი სტრუქტურულად მალევე გაიზარდა, ბევრი თანამდებობის პირი ან სხვა მსგავსი ორგანიზაციების წევრი გაწევრიანდა მასში. თუმცა საიდუმლო საზოგადოება პოლიტიკურ სკანდალში გაეხვა, კერძოდ, ვაისჰოფტი ბავარიაში უფრო მეტი მოაზროვნის მოზიდვის მიზნით ჩაერთო გეგმაში, რომელიც ავსტრიას ბავარიის ანექსიის საშუალებას აძლევდა. საბოლოოდ, ვაისჰოფტი გაიშიფრა და ილუმინატი 1785 წელს კანონის ძალით აკრძალეს. კონსპირაციული თეორიები ჯერ კიდევ ილუმინატის გაქრობიდან 2 წელიწადში გავრცელდა, თითქოს სწორედ ამ საზოგადოებამ წამოიწყო ის პროტესტები, რომლებმაც საბოლოოდ საფრანგეთის რევოლუცია გამოიწვია.  ილუმინატის გაქრობის შემდეგ არაერთი მცდელობა არსებობდა მსგავსი საიდუმლო საზოგადოების შექმნისა, თუმცა ყველა წარუმატებელი.

დევიდ ბრემველის თქმით, რომელიც ილუმინატის კონსპირაციის წარმოშობას იკვლევდა, თანამედროვე გაგებით ილუმინატის ტერმინის შეთქმულების თეორიების დაკავშირება 1960-იან წლებში „ქაოსის მოძრაობის“ (Discordian movement) შექმნის შემდეგ დაიწყო, ამავე დროს იწყება ამერიკაში ჰიპის, ბიტნიკებისა და სხვა ალტერნატიული კულტურის მოძრაობების შექმნა.

კერძოდ, გრეგ ჰილმა და კელი თორნლიმ გამოაქვეყნეს მოძრაობის სახელმძღვანელო ტექსტი Principia Discordia, პაროდიული ტექსტი, რომელიც პაროდიული რწმენისთვის Discordianism-ისთვის მსახურებაზე საუბრობდა. „ქაოსის მოძრაობა“ მალევე იქცა დაუმორჩილებლობის, პაროდიის და ხუმრობების მხარდამჭერ საზოგადოებად.

მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ აქტივობას წარმოადგენდა დეზინფორმაციების გავრცელება სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით: მეინსტრიმული მედია, კულტურული აქტივობები და სხვა. მათი თქმით, მსოფლიო ზედმეტად ავტორიტარული, ჩაკეტილი და კონტროლირებული ხდებოდა. მათ მსგავს აქტივობებს კი ადამიანების კრიტიკული აზროვნებისთვის უნდა შეეწყოთ ხელი.

აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციის გავრცელება თორნლიმ და მწერალმა რობერტ ანტონ უილსონმა ილუმინატზე ისტორიების მოყოლით დაიწყეს. კერძოდ, ამ დროისთვის უილსონი ჟურნალ PlayBoy-ში მუშაობდა და სწორედ ამ გამოცემაში თორნლი და უილსონი, მკითხველების სახელით, ყალბ წერილებს აგზავნიდნენ. წერილებში საიდუმლო, ელიტისტურ ორგანიზაციაზე, ილუმინატზე იყო საუბარი. შემდეგ კი, კვლავ თავად წერდნენ საპასუხო წერილებს, რომლებიც წინა წერილებში გამოთქმულ მცდარ ინფორმაციას აბათილებდა.

დამატებით, უილსონმა და მისმა მეგობარმა რობერტ შიმ დაწერეს ნოველა (მოგვიანებით ტრილოგია), რომელშიც იმ დროისთვის არსებული ყველა კონსპირაცია ერთიანდებოდა, ნოველას კი Illuminatus ეწოდა. ტრილოგიაში გამოთქმული შეთქმულების თეორიების დიდი ნაწილი წარმოსახვითია, თუმცა რეალურ ფაქტებთან იმდენად იყო შერწყმული, რომ დამაჯერებლად ჟღერდა. სწორედ ასე შეიქმნა ილუმინატის შესახებ თეორიები, რომლებიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ კონსპირაციებს წარმოადგენს.

რეალურად, შეთქმულების თეორიას „ახალი მსოფლიო წესრიგისა“ თუ ილუმინატის შესახებ ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.

ვიდეოში ასევე საუბარია მსოფლიოს 10 რეგიონად დაყოფის წინასწარ გეგმაზე. რეალურად, 10 რეგიონად დაყოფილი მსოფლიო რომის კლუბის ინიციირებულ სიმულაციურ სცენარს წარმოადგენს. რომის კლუბი (Club of Rome) არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპელმა ბიზნესმენებმა და  მეცნიერებმა დააარსეს 1968 წელს. ორგანიზაცია კონფერენციებისა თუ კვლევების დაფინანსებით გლობალური გამოწვევების გრძელვადიან გადაწყვეტაზე მუშაობს. კლუბის მხარდაჭერით, შეიქმნა მსოფლიოს ინტეგრირებული მოდელი (WIM), რომელზეც პარალელურად ორი ჯგუფი მუშაობდა: მიჰაილო მეზაროვიჩისა და ედუარდ პესტელის. WIM ერთი ჰომოგენური მსოფლიოს ნაცვლად, წარმოაჩენს 10 რეგიონს, რომლებიც მსგავს ქვეყნებს აჯგუფებს. შედეგად, მსოფლიოს ინტეგრირებული მოდელი განვითარებისა და რესურსებზე წვდომის დონეების, კულტურულ და გარემოსდაცვით განსხვავებებს წარმოაჩენს. შედეგად კი, პოტენციური რეგიონული (და არა გლობალური) პრობლემებისა და კრიზისების აღმოჩენას ხდის შესაძლებელს. დამატებით, რამდენადაც ეს რეგიონები ერთმანეთთან სავაჭრო ქსელით არიან დაკავშირებული, WIM საერთაშორისო ვაჭრობის პოტენციური შემამსუბუქებელი ეფექტების აღმოჩენასაც ამარტივებს.  ეკონომიკური თვალსაზრისით, WIM რეგიონული ეკონომიკური მოდელების ერთობლიობას წარმოადგენს. მოდელის ავტორების თქმით: „ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიმღებებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მივაწვდიდით ყოვლისმომცველ გლობალური დაგეგმვის ინსტრუმენტს, რომელიც მათ დაეხმარებოდა, ნაცვლად მოკლევადიანი პრაგმატული გადაწყვეტილებებისა, ემოქმედათ რეალური კრიზისებისა და იმ კრიზისების შესაბამისად, რომლებიც სამომავლოდ გაჩნდება“. შესაბამისად, მსოფლიოს 10 რეგიონად დაყოფის იდეა სიმულაციური მოდელია, რომელიც პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების აღსაქმელად და გადაწყვეტილებების მიღების გასამარტივებლად შეიქმნა. მას კონსპირაციულ თეორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მონეტა ხელოვანის მიერ შექმნილი ნამუშევარია და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ მონეტას არ წარმოადგენს.

Все посты

Дезинформация: В Украине планируется начать мобилизацию студентов
Дезинформация: В Украине планируется начать мобилизацию студентов
окт 25, 2024
Дезинформация: Американская телеведушая смеется при виде украинского военного кладбища
Дезинформация: Американская телеведушая смеется при виде украинского военного кладбища
дек 16, 2024
Дезинформация: Владимир Зеленский купил особняк у американского шоумена
Дезинформация: Владимир Зеленский купил особняк у американского шоумена
дек 09, 2025
Дезинформация: Президент Молдовы критикует демократов за то, что они допустили победу Трампа на выборах
Дезинформация: Президент Молдовы критикует демократов за то, что они допустили победу Трампа на выборах
ноя 13, 2024
Манипуляция: Зеленский выступил перед народом Украины на фоне американского флага
Манипуляция: Зеленский выступил перед народом Украины на фоне американского флага
янв 09, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.