Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
მაკკეინის ინსტიტუტის საინფორმაციო ბარათზე სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრეზიდენტად არის მოხსენიებული

მაკკეინის ინსტიტუტის საინფორმაციო ბარათზე სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრეზიდენტად არის მოხსენიებული

январь 30, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь
Поделиться

27 იანვარს Facebook-მომხმარებელმა „სა ქართველო“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც  მაკკეინის ინსტიტუტის მიერ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელების ამსახველი ფოტო ჩანს. ფოტოზე წერია „Ex-President Salome Zourabichvili“ („ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“).

პოსტის აღწერაშიც გვხვდება მითითება, რომ მაკკეინის ინსტიტუტის საინფორმაციო ბარათზე სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტად არის მოხსენიებული (დაარქივებული პოსტი).

სინამდვილეში, აღნიშნული ფოტო რედაქტირებულია და სიტყვა „პრეზიდენტის“ (President) წინ დამატებულია პრეფიქსი EX, რომელიც ქართულ ენაში ითარგმნება, როგორც „ყოფილი“.

ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მაკკეინის ინსტიტუტის ოფიციალურ გვერდზე 6 იანვარს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, სადაც მოცემული იყო გადაწყვეტილება ზურაბიშვილისთვის 2025 წლის კისინჯერის სტიპენდიატის წოდების მინიჭების შესახებ, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად არის მოხსენიებული. აქვე აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2018 წლიდან მსახურობს.

ფოტო: ამონარიდი მაკკეინის ინსტიტუტის ვებგვერდიდან

ამასთანავე 2025 წლის 6 იანვარს პოსტი, სადაც აღნიშნული იყო ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილისთვის 2025 წლის კისინჯერის სტიპენდიის მინიჭების შესახებ, ინსტიტუტის Facebook-ანგარიშზეც გამოქვეყნდა. პოსტში თანდართულ ფოტოზე სალომე ზურაბიშვილის წოდებად არა ყოფილი პრეზიდენტი (Ex-President), არამედ „პრეზიდენტია“ (President) მითითებული.

ფოტო: მაკკეინის ინსტიტუტის Facebook-ანგარიშის პოსტი

იგივე ინფორმაცია მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშზეც გამოქვეყნდა. აქაც, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად არის მოხსენიებული.

ამასთანავე, ფოტოზე, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელეს და რომელზე დაყრდნობითაც აცხადებენ, რომ მაკკეინის ინსტიტუტმა სალომე ზურაბიშვილს ყოფილი პრეზიდენტი უწოდა, რედაქტირების კვალი შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია.

მაგალითად, შესამჩნევია განსხვავება წარწერებს შორის. კერძოდ, განსხვავებულია სიტყვების ფერები, ფონტი და მათი ზომა.

ამდენად, ფოტო, სადაც მაკკეინის ინსტიტუტის საინფორმაციო ბარათზე სალომე ზურაბიშვილს ყოფილ პრეზიდენტს უწოდებენ, რედაქტირებულია. მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ნამდვილ ფოტოზე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად არის მოხსენიებული.

Все посты

Дезинформация: Мужчины, пришедшие в храм на Пасху в Украине, были вынуждены покинуть его из-за появления сотрудников военного комиссариата
Дезинформация: Мужчины, пришедшие в храм на Пасху в Украине, были вынуждены покинуть его из-за появления сотрудников военного комиссариата
апр 23, 2025
Дезинформация: Видео показывает, как украинцы танцуют с иконами
Дезинформация: Видео показывает, как украинцы танцуют с иконами
янв 14, 2025
Дезинформация: В Украине убили женщину, поднявшую российский флаг в Одессе
Дезинформация: В Украине убили женщину, поднявшую российский флаг в Одессе
окт 18, 2024
Ложь, что украинских школьников заставляли носить шлемы в поддержку олимпийцев
Ложь, что украинских школьников заставляли носить шлемы в поддержку олимпийцев
фев 25, 2026
Украинская православная церковь не призывала своих прихожан принять иудаизм
Украинская православная церковь не призывала своих прихожан принять иудаизм
янв 21, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.