Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების დისკრედიტაციისკენ მიმართული ვიდეო ვრცელდება, რომლებიც კადრების მანიპულაციურად შერჩევით არის შექმნილი

სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების დისკრედიტაციისკენ მიმართული ვიდეო ვრცელდება, რომლებიც კადრების მანიპულაციურად შერჩევით არის შექმნილი

январь 24, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Отсутствует Kонтекст

19 იანვარს სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელმა „ნაცი ხვიტია“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი და „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობებისა და მაყურებლების მარშის მონაწილე ლეო ანთაძე, რომელიც ამბობს: „ესენი არიან გმირები, დიდი პატრიოტები თავისი ქვეყნის. საოცარი გონიერი ხალხი, როგორ მეტყველებენ, როგორ მსჯელობენ. რა განათლებულები არიან“. ამის შემდეგ ვიდეოში ნაჩვენები ის კადრები, სადაც აქციების მონაწილეები იგინებიან, ან უცენზურო სიტყვების გამოყენებით საუბრობენ (დაარქივებული ვიდეო).

სინამდვილეში, ვიდეოში კადრები მანიპულაციურადაა შერჩეული და აქციების მონაწილეების დისკრედიტაციას ემსახურება. თავად მსახიობი ლეო ანთაძე ამ სიტყვებს პროტესტის დროს დაკავებული ადამიანების შესახებ ამბობს.

კერძოდ, 11 იანვარს რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობებისა და მაყურებლების მარში გაიმართა. ამ მარშის დაწყებამდე „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ლეო ანთაძეს კითხვა იმ ადამიანების შესახებ დაუსვა, რომელთა დაკავება საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

სწორედ კითხვაზე: „რა გაქვთ სათქმელი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც რეჟიმის ტყვეები არიან [და რომლებიც] დატოვა ისევ პატიმრობაში არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ. მათ რას ეტყოდით უპირველესად?“, ლეო ანთაძემ უპასუხა: „ესენი არიან გმირები, დიდი პატრიოტები თავისი ქვეყნის. საოცარი, გონიერი ხალხი. როგორ მეტყველებენ, როგორ მსჯელობენ, რა განათლებულები არიან. ყველაფერი კარგად დამთავრდება მათთვის. მე დარწმუნებული ვართ. არჩევნებიც დაინიშნება, ისინი განთავისუფლდებიან და მათ ადგილს სხვები დაიჭერენ. ასე მგონია მე. ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია. როგორც შოთამ ბრძანა ეს, ასე მოხდება ყველაფერი“.

მსახიობის კონკრეტული დახასიათება „ესენი არიან გმირები, დიდი პატრიოტები თავისი ქვეყნის. საოცარი გონიერი ხალხი, როგორ მეტყველებენ, როგორ მსჯელობენ. რა განათლებულები არიან“ მიემართება საპროტესტო აქციებთან დაკავებულ იმ ადამიანებს, რომელთა სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 და 11 იანვარს გაიმართა.

11 იანვარს გამართულ სხდომაზე 8 პირის (ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, გიორგი გორგაძის, ვასილ კაძელაშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის) აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი განიხილებოდა.

10 იანვარს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირის (ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, რევაზ კიკნაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის და სერგეი კუხარჩუკის) აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხის განიხილებოდა. ორივე შემთხვევაში, მოსამართლეებმა მათი პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება გამოიტანეს.

თავად სასამართლო პროცესებზე ბრალდებულთა ნაწილმა სასამართლოზე მოსამართლეს სიტყვით მიმართა.

მაგალითად, რევაზ კიკნაძემ განაცხადა: „ჩვენ ვისჯებით რისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის? რუსეთი რომ არ გვინდა მაგისთვის ვისჯებით? პუტინის დაკრულს რომ ტაშით არ ვპასუხობთ, მაგისთვის ვისჯებით? ბნელეთს რომ ევროპა გვირჩევნია მაგისთვის? 6 წლის მერე ცირკში არ ვყოფილვარ და არ მეგონა 27 წლისას თუ მომიწევდა აქ ყოფნა“.

ანდრო ჭიჭინაძემ კი აღნიშნა: „ძალიან უცნაური პროცესია და ვერ ვხვდები რა ხდება. ახლა გამახსენდა, იოზეფ კ, არის კაფკას ასეთი პერსონაჟი, რომელსაც სასამართლო პროცესი აქვს და არ იცის, რა ხდება მის თავს. ეს რომანი არის გაურკვევლობაზე. თვითონ წიგნი აბსურდია და გაურკვევლობაზეა. სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ეს შეგრძნება პრაქტიკაში გაცოცხლდეს-თქო. რაღაცნაირად მოხერხდა და ძალიან უცნაური არის. უცნაური და ერთი მხრივ საინტერესო. ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს“.

ამდენად ლეო ანთაძის სიტყვები აქციაზე დაკავებულ იმ ადამიანებს მიემართება, რომლებმაც სასამართლო სხდომებზე მოსამართლეს სიტყვით მიმართეს.

Все посты

Дезинформация: Adidas возвращается в Россию
Дезинформация: Adidas возвращается в Россию
май 24, 2025
В социальных сетях распространяется фотография президента Украины, сгенерированная искусственным интеллектом
В социальных сетях распространяется фотография президента Украины, сгенерированная искусственным интеллектом
окт 29, 2025
Дезинформация: В Украине «Арку дружбы» перекрасили в цвета ЛГБТ
Дезинформация: В Украине «Арку дружбы» перекрасили в цвета ЛГБТ
июн 07, 2024
Дезинформация: Президент Молдовы критикует демократов за то, что они допустили победу Трампа на выборах
Дезинформация: Президент Молдовы критикует демократов за то, что они допустили победу Трампа на выборах
ноя 13, 2024
Дезинформация: Елена Зеленская купила последнюю модель Bugatti за €4,5 млн
Дезинформация: Елена Зеленская купила последнюю модель Bugatti за €4,5 млн
июл 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.