Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: 2024 წელს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში 20 მლნ დოლარად სასახლე შეიძინა

დეზინფორმაცია: 2024 წელს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში 20 მლნ დოლარად სასახლე შეიძინა

январь 21, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელ Threads-ზე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2024 წელს 20 მილიონ დოლარად ლონდონში სასახლე შეიძინა. პოსტს თან ახლავს ინგლისურენოვანი ვებგვერდის The Intel Drop-ის ბმული. მათ სტატიაში, რომელიც 2024 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა, წერია, რომ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის, ყოფილი რეზიდენცია Highgrove House შეიძინა.

ზელენსკის მიერ მეფე ჩარლზის ყოფილი რეზიდენციის ყიდვის შესახებ ინფორმაცია გასული წლის აპრილში როგორც უცხოური ანგარიშების, ისე რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ (Первый Канал; Российская газета; Lenta.ru) აქტიურად ვრცელდებოდა. შესაბამისად, ინფორმაცია ფაქტების გადამმოწმებელმა სხვადასხვა ორგანიზაციამ გადაამოწმა (ამერიკული Snopes, უკრაინული VoxUkraine; გერმანული DPA და Deutsche Welle).

როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია წერდა, ინფორმაციის პირველწყარო გამოცემა The London Crier იყო. ამჟამად, 2025 წლის 17 იანვრის მონაცემებით, არც ვებგვერდი და, შესაბამისად, არც სტატია არ იძებნება. თუმცა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Snopes-ის ვებგვერდზე სტატიის არქივირებული ბმულია ხელმისაწვდომი.

ვებგვერდის whois.com-ის თანახმად (Whois არის საჯარო მონაცემთა ბაზა, რომელიც დომენის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას აგროვებს), აღნიშნული მედიასაშუალების ვებგვერდი 2024 წლის 26 მარტს, სტატიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, შეიქმნა.

The London Crier-ის სტატიაში, რომელიც ამ ინფორმაციის პირველწყაროა, აღნიშნულია, რომ ინფორმაციას სამეფო ოჯახის ყოფილი მსახურთუფროსი გრანტ ჰაროლდი ადასტურებს. თუმცა არანაირი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ზელენსკის მიერ სასახლის შესყიდვას დაადასტურებდა, სტატიაში არ ფიგურირებს. გერმანული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია DPA ჰაროლდს დაუკავშირდა. მის კომენტარში აღნიშნულია, რომ ინტერვიუ და ამბავი სრულად გამოგონილია. გრანტ ჰაროლდს მსგავსი კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც ფაქტების გადამმოწმებლები წერდნენ, ვებგვერდი The London Crier საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურებოდა. კერძოდ, როგორც DW წერს, London Crier-ის საიტთან დაკავშირებული სოციალური მედიის არხებზე (X; Instagram) გადასვლისას, მათი ბმულები გადადიოდა ვებგვერდზე, სახელწოდებით, „Codetipi“, რომელიც WordPress-ის შაბლონია და ვებგვერდების შესაქმნელად გამოიყენება.

The London Crier-ის ვებგვერდზე არ იძებნებოდა არც საკონტაქტო ინფორმაცია. ამასთან, სტატიები, ავტორების სახელების ნაცვლად, ქვეყნდებოდა „admin“ ანგარიშიდან ან უცნაური მომხმარებლების სახელებით, როგორიცაა „dennis.marshall10“ ან „xavier.parker7“.

The London Crier-ის სტატიაში დამატებით მტკიცებულებად მოყვანილია ვიდეო, რომელშიც მამაკაცი სასახლის გაყიდვაზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ სახლის მომსახურე პერსონალმა, მათ შორის, გრანტ ჰაროლდმა, სახლის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ამჟამად არც ეს ვიდეოა ხელმისაწვდომი, თუმცა Deutsche Welle-ს სტატიაში მოცემულია ვიდეოს არქივირებული ბმული. ვიდეო 2024 წლის 31 მარტს გაავრცელა YouTube-ის მომხმარებელმა Sam Murphy-მ, რომელსაც იმ მომენტისთვის 304 გამომწერი ჰყავდა. გერმანული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია DPA-ის მიხედვით, აღნიშნული YouTube არხი 2024 წლის 5 თებერვალს შეიქმნა და 3 ვიდეო ჰქონდა გამოქვეყნებული, სამივე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ.

Highgrove House-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია ზელენსკის მიერ სასახლის შეძენასთან დაკავშირებით, არც 2024 წელს და არც ამჟამად არ იძებნება. Highgrove House კორნუოლის საჰერცოგოს ეკუთვნის. მას შემდეგ, რაც ჩარლზ III გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა, სახლზე კონტროლი პრინც უილიამს გადაეცა, ვინაიდან მამის გამეფების შემდეგ, 2022 წლიდან, ის კორნუოლის ჰერცოგი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია პრეზიდენტ ზელენსკის მიერ სასახლის შეძენის შესახებ უარყო უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმაც. „ჯეოფაქტსს“ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ძვირადღირებული ქონების შეძენასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია. მაგალითად, 2024 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ მომღერალ სტინგისგან იტალიაში ღვინის მამული იყიდა. 2024 წლის დეკემბერში გავრცელებული მტკიცების თანახმად, ზელენსკიმ საფრანგეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეიძინა. 2025 წლის იანვარში კი გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ კარიბის ზღვაში „მილიარდერთა კუნძულზე“ ვილა იყიდა და ბუნკერს აწყობდა. ყველა ეს მტკიცება, ზემოაღნიშნულის მსგავსად, ყალბი აღმოჩნდა.

 

 

Все посты

Дезинформация: Дональд Трамп-младший считает, что США должны были поставлять оружие не Украине, а России
Дезинформация: Дональд Трамп-младший считает, что США должны были поставлять оружие не Украине, а России
фев 27, 2025
Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
фев 10, 2024
Приказывал ли Зеленский уничтожать русскоязычные книги?
Приказывал ли Зеленский уничтожать русскоязычные книги?
янв 23, 2026
Дезинформация: Зеленский надел штаны задом наперед во время встречи с западными лидерами
Дезинформация: Зеленский надел штаны задом наперед во время встречи с западными лидерами
май 22, 2025
Что мы знаем о ставшем вирусным в соцсетях видео, согласно которому в Гамбурге в школах запрещены уроки музыки?
Что мы знаем о ставшем вирусным в соцсетях видео, согласно которому в Гамбурге в школах запрещены уроки музыки?
окт 08, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.