Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ფოტო უკრაინის პრეზიდენტის საახალწლო მიმართვიდან მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში ფოტო უკრაინის პრეზიდენტის საახალწლო მიმართვიდან მანიპულაციურად ვრცელდება

январь 9, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Отсутствует Kонтекст

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „David Tordia”, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია, (1, 2, 3) უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს ავრცელებს, რომლის ფონზეც ამერიკის დროშის ფერებში განათებული „დედა-სამშობლოს“ ძეგლი ჩანს. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ: „უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საახალწლო მიმართვისას კიევში, სამშობლოს ძეგლი ამერიკის დროშის ფერებში განათდა.“ მოცემული აღწერა მანიპულაციურია და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ძეგლი მხოლოდ ამერიკის დროშის ფერებში იყო განათებული, რაც მცდარია. (არქივირებული ბმული)

2025 წლის 1 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიმართა და ახალი წელი მიულოცა. 20-წუთიან ვიდეოში ზელენსკიმ გასული წლის მნიშვნელოვანი მოვნელები გაიხსენა – ტყვეების დაბრუნება, რუსების მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა, უკრაინელი მებრძოლების, ენერგეტიკოსებისა და ექიმების გმირობები და ა.შ.

ვიდეოში უკრაინის პრეზიდენტი ძეგლის „დედა-სამშობლო“ ფონზე საუბრობს, პარალელურად, 2024 წლის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენის ვიდეოების ჩანართებიც ჩანს, მაგალითად, ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდეტის“ დაბომბვის კადრები, უკრაინელი სპორტსმენები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადიდან, ზელენსკის შეხვედრა დონალდ ტრამპთან და სხვა. ვიდეოს უმეტესი ნაწილის განმავლობაში „დედა-სამშობლოს“ ძეგლი უკრაინის დროშის ფერებშია განათებული. ბოლოსკენ (15:22-დან) ძეგლი იმ ქვეყნის დროშის ფერებით ნათდება, რომლებსაც ზელენსკი მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის: „მადლობას ვუხდი ყველას, ვინც წელს ჩვენ გვერდით იდგა. ჩვენი პარტნიორები, მოკავშირეები, მეგობრები, ლიდერები. მართლაც ლიდერები, არა იმიტომ, რომ მათ ზოგადად ასე ვუწოდებთ, არამედ იმიტომ, რომ ისინი თავიანთი ქმედებებით ამტკიცებენ საკუთარ ლიდერობას. მათ, ვისაც არ ეშინოდათ უკრაინაში ჩამოსვლის, იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი გვერდიგვერდ დგომა. მათთან, ვისთანაც, მანძილისა და დროის სხვაობის მიუხედავად, ერთად ვიმუშავეთ, ვიპოვეთ გამოსავალი და მივაღწიეთ შედეგებს“, ამის შემდეგ მან კონკრეტული ქვეყნების დახმარებებზე ისაუბრა. პარალელურად, „დედა-სამშობლოს“ ძეგლი იაპონიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ფინეთის, პოლონეთის, შვედეთის, აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების, ასევე ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა (იხ. ფოტოები ქვემოთ).

ამდენად, სინამდვილეში, პრეზიდენტ ზელენსკის მილოცვის დროს „დედა-სამშობლოს“ ძეგლი აშშ-ის გარდა, უკრაინის მხარდამჭერ სხვა ქვეყნების დროშების ფერებში ნათდებოდა.

Все посты

Дезинформация: В Украине планируется начать мобилизацию студентов
Дезинформация: В Украине планируется начать мобилизацию студентов
окт 25, 2024
В социальных сетях распространяется отредактированная фотография Зеленского
В социальных сетях распространяется отредактированная фотография Зеленского
мар 11, 2026
Дезинформация: Российские войска находят склады с химическим оружием в Украине
Дезинформация: Российские войска находят склады с химическим оружием в Украине
июл 25, 2025
Дезинформация: Дональд Трамп сделал заявление о договоре между Россией и Украиной
Дезинформация: Дональд Трамп сделал заявление о договоре между Россией и Украиной
июл 25, 2025
Дезинформация: Алжирка Имане Халиф — трансгендер и участвует в женской категории в Олимпийских играх в Париже
Дезинформация: Алжирка Имане Халиф — трансгендер и участвует в женской категории в Олимпийских играх в Париже
сен 09, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.