Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში სიკვდილით დასჯის კადრები ვირუსულად ვრცელდება

სოციალურ ქსელში სიკვდილით დასჯის კადრები ვირუსულად ვრცელდება

декабрь 27, 2024 · Проверенные факты · Вердикт: Отсутствует Kонтекст

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი „პაატა ანტილიბერასტი აბულაძე“ ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენები საზოგადოება ამწეზე ჩამოკიდებულ ადამიანსა და მისი საჯარო სიკვდილით დასჯის სცენას უყურებს. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი: „დაიწყეს. ხო კინაღამ დამავიწყდა. ტრამპმა ამ ტერორისტებს, როგორც ოპოზიციას ისე მოიხსენიებს. ჯერ სად ვართ“[სტილი დაცულია]. კონტექსტიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ Facebook-ანგარიში ოპოზიციაში სირიის მეამბოხეებს გულისხმობს და ბაშარ ალ-ასყადის რეჟიმის დაცემის შემდეგ მოვლენებზე მიუთითებს, თითქოს ვიდეოზე მეამბოხეების მიერ დაწყებული რეპრესიებია ასახული. რეალურად, ვიდეოში გამოსახული კადრები ამარ ალ-ასყადის სიკვდილით დასჯის პროცესიდანაა, თუმცა მას სირიის ამბოხებულებთან ან რეპრესიებთან კავშირი არ აქვს.

შენიშვნა: სტატიის შემდეგი სურათები სიკვდილით დასჯის გრაფიკულ დეტალებს ასახავს.

სირიაში 13-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ 2024 წლის 8 დეკემბერს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაეცა და დამასკო, სირიის დედაქალაქი, ამბოხებულების კონტროლის ქვეშ გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ამბოხებულებმა 30 ნოემბერი-8 დეკემბრის პერიოდში სირიის სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი „გაათავისუფლეს“ ასადის კონტროლისგან, მაგალითად, 30 ნოემბერს – ალეპო, 5 დეკემბერს – ჰამა, 6 დეკემბერს – დარა, ხოლო 7 დეკემბერს ალ-კუნაიტრა, ას-სუვაიდა და ჰომსი, საბოლოოდ კი 8 დეკემბერს დამასკოც ამბოხებულების კონტროლქვეშ გადავიდა. ბაშარ ალ-ასადის 24-წლიანი რეჟიმის დამხობა და 13-წლიანი სამოქალაქო ომის მნიშვნელოვანი ესკალაცია აქტუალურ თემად იქცა, მათ შორის დეზინფორმაციის გამავრცელებლებისთვისაც.

სირიაში რეჟიმის დამხობის შემდეგ, როგორც ქართულენოვან, ისე უცხოურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო (1, 2, 3, 4), რომელშიც საჯაროდ შეკრებილი ხალხი მამაკაცის სიკვდილით დასჯის სცენას უყურებს. აღნიშნულ ვიდეოს უცხოენოვან პოსტებში თან ახლდა მტკიცებაც, რომ სიკვდილით ბაშარ ალ-ასადის ბიძაშვილს სჯიდნენ, რაც ტყუილია. ქართულენოვან მედიაში პირდაპირი მითითება არ არის სირიაზე, თუმცა კონტექსტის, „ტერორისტებისა“ და „ოპოზიციის“ ერთობლიობა მიმდინარე მოვლენების ფონზე, სავარაუდოდ, სწორედ სირიაში მეამბოხეების დისკრედიტაციას მიემართება. აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით სტატიები გამოაქვეყნეს ფაქტების გადამმოწმებელმა მედიებმაც, მაგალითად NewsMeter, DFRAC.

სინამდვილეში, ვიდეოში არა მეამბოხეების მიერ ადამიანის მკვლელობის, არამედ ამარ ალ-ასყადის სიკვდილით დასჯის კადრებს ვხედავთ. Facebook-მომხმარებელმა 7 დეკემბერს გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით: „ამარ ალ-ას’ადის სიკვდილით დასჯა ქალაქ ხირბათ-ღაზალში საჯარო მოედანზე, დარას აღმოსავლეთით, ახალგაზრდა მამაკაცის მუჰამად ზიად ალ-ჰაჯ ალის მკვლელობაში ბრალდებისთვის“. მიუხედავად იმისა, რომ ქართულენოვან პოსტში  გავრცელებული ვიდეო და 7 დეკემბერს გამოქვეყნებული ვიდეო სხვადასხვა რაკურსიდანაა გადაღებული, მამაკაცის სილუეტზე, მისი ტანისამოსის დეტალებსა და გარემოზე დაკვირვებით დგინდება, რომ ყველა მათგანი სწორედ ამარ ალ-ასყადის სიკვდილით დასჯის შემთხვევას მიემართება.

დამატებით, მედია „Daraa24”-მა 2024 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნა მედიაანგარიში, რომელშიც წერდა: „სასიკვდილო განაჩენის აღსრულება ამარ ალ-ასყადის და დიანას, მოკლული მუჰამად ზიად ალ-ჰაჯ ალის მეუღლის წინააღმდეგ, ახალგაზრდა მამაკაცის ჰაჯ ალის მკვლელობაში ბრალდებისთვის“. ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამარ ალ-ასყადის, დიანასთან ერთად 2024 წლის 14 ნოემბერს დარას სისხლის სამართლის სასამართლომ მოსამართლე მუჰამად ალ-ათმას ხელმძღვანელობით სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. რაც შეეხება დანაშაულის დეტალებს, 2024 წლის აგვისტოში ალ-ჰაჯ ალის მკვლელობა წინასწარ განზრახული და ორკესტრირებული იყო მისი მეუღლისა და ამარ ალ-ასყადის მიერ. ამ უკანასკნელს მსხვერპლთან გარკვეული ტიპის სამსახურებრივი დაპირისპირება ჰქონდა და დანაშაულის ჩადენაში მსხვერპლის მეუღლე დაეხმარა.

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთ არაბულენოვან სტატიაში, რომელიც ამ ვირუსულად გავრცელებულ დეზინფორმაციას განიხილავს და მას ტყუილად აფასებს, ვიდეოდან სწორედ ის კადრია ამოჭრილი, რომელსაც ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში ვხვდებით.

როგორც უკვე აღინიშნა, ვიდეოში გამოსახული ამარ ალ-ასყადის სიკვდილით დასჯის ვერდიქტი მკვლელობისთვის დარას სისხლის სამართლის სასამართლომ 2024 წლის 14 ნოემბერს გამოიტანა და 7 დეკემბერს აღსრულდა. სირიაში კი მეამბოხეებმა ახალი შეტევა 27 ნოემბერს დაიწყეს, ხოლო წინსვლა და მნიშვნელოვანი კონტროლის დამყარება სხვადასხვა რეგიონზე მხოლოდ 30 ნოემბრიდან შეძლეს, მათ შორის, 7 დეკემბრისთვის დარას რეგიონის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ. შესაბამისად, იმგვარი მტკიცება, თითქოს ამარის სიკვდილით დასჯა მეამბოხეების მიერ სირიის მნიშვნელოვან ქალაქებზე კონტროლის მოპოვებას და მათ მიერ თითქოს რეპრესიების დაწყებას უკავშირდება, უსაფუძვლოა. სურათზე ნაჩვენებ მამაკაცს აგვისტოში ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით სიკვდილით დასჯის განაჩენი სასამართლომ იმ დროს გამოუტანა, როდესაც ტერიტორიას ასადის რეჟიმი აკონტროლებდა.

ამდენად, ვიდეო აღწერასთან ერთად კონტექსტის გარეშე ვრცელდება და შეცდომაში შემყვანია.

Все посты

Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» напечатана карикатура на президента Молдовы Майю Санду
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» напечатана карикатура на президента Молдовы Майю Санду
авг 11, 2025
Дезинформация: Россия передала Аляску США в 160-летнюю аренду, срок действия которой истекает через 2 года
Дезинформация: Россия передала Аляску США в 160-летнюю аренду, срок действия которой истекает через 2 года
авг 20, 2025
Дезинформация: Кадры врача из больницы «Охматдет» оказались постановочными
Дезинформация: Кадры врача из больницы «Охматдет» оказались постановочными
июл 26, 2024
Молодая женщина на видео не является дочерью Фридриха Мерца
Молодая женщина на видео не является дочерью Фридриха Мерца
янв 27, 2026
Дезинформация: Человек на фото – официальный представитель правительства Испании
Дезинформация: Человек на фото – официальный представитель правительства Испании
окт 08, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.