Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ტელეკომპანია „იმედი“  ეუთო/ოდირის შეფასებას სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებით მანიპულაციურად ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედი“ ეუთო/ოდირის შეფასებას სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებით მანიპულაციურად ავრცელებს

декабрь 26, 2024 · Проверенные факты, Выборы 2024 · Вердикт: Отсутствует Kонтекст

ტელეკომპანია „იმედი“ სოციალურ ქსელში ქარდს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული), რომელზეც ვკითხულობთ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით,  „სამართლებრივი ჩარჩო საკმარის საფუძველს უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის“. იმავე ტექსტით ქარდები „ნიუსჰაბის“ და „ინფო 9“-ის გამოცემებმაც გაავრცელეს.

რა წერია სინამდვილეში ეუთო/ოდირის დასკვნაში, „ჯეოფაქტსმა“ გადაამოწმა.

ეუთო/ოდირმა საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა 20 დეკემბერს გამოაქვეყნა. ეუთო/ოდირის დასკვნაში სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებით „იმედის“ და ონლაინ გამოცემების „ნიუსჰაბი“ და „ინფო 9“ მიერ გავრცელებული ციტატა შემაჯამებელ ნაწილში ორჯერ გვხვდება,  ხოლო ძირითად ნაწილში- ერთხელ.

პირველ შემთხვევაში, დასკვნის შემაჯამებელ ნაწილში ვკითხულობთ: „საკანონმდებლო ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ადეკვატურ ბაზას იძლევა, მაგრამ ბოლოდროინდელი ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, და კანონმდებლობის პოტენციურად პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენების კუთხით შეშფოთებას ზრდის.

მეორე შემთხვევაში, იმავე გვერდზე დასკვნაში ვკითხულობთ: „მთლიანობაში, საკანონმდებლო ბაზა ადეკვატურ საფუძველს იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. თუმცა, ის ზედმეტად რთულია და მასში რჩება ხარვეზები და შეუსაბამობები. უფრო მეტიც, 2020 წლიდან ჩარჩომ 20-ზე მეტი ცვლილება განიცადა, აქედან რამდენიმე უკან გადადგმული ნაბიჯია, მათ შორის ისინი, რომლებიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პარტიებს შორის არსებული მხარდაჭერის გარეშე იქნა მიღებული.  ასეთი ხშირი და ბოლო წუთებში მიღებული ცვლილებები ძირს უთხრის საკანონმდებლო სტაბილურობას და იწვევს შეშფოთებას მათი პოლიტიკური მიზნებისთვის შესაძლო ბოროტად გამოყენების შესახებ, ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებებისა და საერთაშორისო კარგი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ.  მიუხედავად იმისა, რომ ადრე არსებული შესწორებები მიემართებოდა ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციას და მიღებულ იქნა საჯარო კონსულტაციების შემდეგ, უახლესი 2024 წლის შესწორებები, მათ შორის ის ცვლილებები, რომლებმაც გააუქმეს გენდერული კვოტა დეპუტატობის კანდიდატთა სიებზე და შეცვალეს ცესკოს შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი ორი მესამედის უმრავლესობის გვერდის ავლით, შემოღებულ იქნა ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის ან  ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე“.

გარდა ამისა, ეუთო/ოდირის დასკვნაში ცალკე თავადაცაა განხილული  სამართლებრივ ჩარჩოსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები, რომელშიც დეტალურად არის  წარმოდგენილი შეფასებები და ხარვეზები.  დასკვნის მიხედვით, წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საარჩევნო კოდექსი 20-ჯერ შეიცვალა, ბოლოს 2024 წლის ივნისში, თუმცა აღნიშნული ცვლილებები ყოვლისმომცველ სამართლებრივ რეფორმის უზრუნველსაყოფად ეუთო/ოდირის  გრძელვადიან რეკომენდაციებს არ პასუხობს.

აღნიშნული თავი მიმოიხილავს 2022 და 2023  წლის შესწორებებს, რომლებიც დასკვნის მიხედვით, კონსულტაციებისა და პარტიებს შორის არსებული მხარდაჭერის შედეგად  იქნა მიღებული. ამის საპირისპიროდ, ეუთო/ოდირის  მიხედვით, 2024 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა „ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის ან ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე“. დასკვნის მიხედვით, ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა წარსულში მოქმედი ზოგიერთი კონსენსუსზე დაფუძნებული ნორმა, მათ შორის: გენდერული კვოტები, განმეორებითი კენჭისყრისას საარჩევნო ადმინისტრაციის შიგნით გადაწყვეტილების 2/3-ით მიღების მოთხოვნა, ოპოზიციის ნომინირებული თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია, და შეიცვალა ცესკოს წევრების დანიშვნის პროცედურა, ასევე ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებები გაფართოვდა. მეტიც, ეუთო/ოდირი დასკვნით, ცვლილებები ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის კვოტირებასთან, ცესკოში წევრების კონსენსუსზე დაფუძნებით არჩევასა და გადაწყვეტილების მიღების საკითხებზე გაცემულ რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

აღნიშნული თავის ბოლოს,  ეუთო/ოდირი კვლავ იმეორებს, რომ „მთლიანობაში, საკანონმდებლო ბაზა იძლევა ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. თუმცა, საკანონმდებლო ბაზის ხშირმა გადახედვამ, ზოგიერთ შემთხვევაში, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე და ფართო პარტიული მხარდაჭერის გარეშე, შეარყია მისი სტაბილურობა და გააჩინა შეშფოთება პოლიტიკური მანიპულაციის პოტენციალის შესახებ, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და საერთაშორისო კარგ პრაქტიკას“.

ამდენად, ის საკითხი, რაზეც ტელეკომპანია „იმედი“ და ონლაინ გამოცემები გავრცელებულ ქარდში წერენ, ეუთო/ოდირის დასკვნის შემაჯამებელ ნაწილში ორჯერ და ძირითად ნაწილში ერთხელ გვხვდებაეუთო/ოდირი  სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებით მხოლოდ მის დემოკრატიული არჩევნებისთვის „საკმარისობაზე“ არ წერს და საკანონმდებლო დონეზე განხორციელებულ პრობლემურ საკითხებზე მიუთითებს.  ტელეკომპანია „იმედმა“ და ონლაინ გამოცემებმა ეუთო/ოდირის ანგარიშის შეფასებიდან მხოლოდ ერთი ნაწილი გამოიტანეს ქარდზე, სადაც სამართლებრივი ჩარჩოს დადებით ნაწილზეა საუბარი, და მეორე ნაწილი, სადაც პრობლემებზეა ხაზგასმა, უგულებელყვეს.  შესაბამისად, გავრცელებული ქარდები მანიპულაციურია და საქართველოს საარჩევნო სამართლებრივ ჩარჩოზე ეუთო/ოდირის შეფასების შესახებ მომხმარებლებს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს ის პოზიტიურია.

 

Все посты

В социальных сетях распространяется вырванное из контекста видео Владимира Зеленского
В социальных сетях распространяется вырванное из контекста видео Владимира Зеленского
дек 04, 2025
Дезинформация: на видео показаны кадры премьер-министра Израиля Беньямина Нетаньяху, бегущего в бункер
Дезинформация: на видео показаны кадры премьер-министра Израиля Беньямина Нетаньяху, бегущего в бункер
окт 05, 2024
Дезинформация: Герб Украины на самом деле является хазарским родовым знаком, который ставился на скоте и имуществе
Дезинформация: Герб Украины на самом деле является хазарским родовым знаком, который ставился на скоте и имуществе
мар 31, 2025
В социальных сетях распространяется редактированное видео с Зеленским и Шольцем
В социальных сетях распространяется редактированное видео с Зеленским и Шольцем
дек 12, 2024
Подлинность видео, в котором Путин  утверждает, что министры грабили Россию за его спиной, не подтверждается
Подлинность видео, в котором Путин утверждает, что министры грабили Россию за его спиной, не подтверждается
янв 26, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.