Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ჟურნალის The Economist ყალბი გარეკანი ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჟურნალის The Economist ყალბი გარეკანი ვრცელდება

ноябрь 20, 2024 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია, (1; 2) ამჯერად ბრიტანული ჟურნალის The Economist გარეკანს ავრცელებს, რომელზეც აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არიან გამოსახულნი. გარეკანზე ჩანს წარწერა APOCALYPSE (აპოკალიფსი). პოსტის აღწერაში ვკითხულობთ: „რუსეთის სიღრმეში სარაკეტო დარტყმის ნებართვა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისია“, – გვაფრთხილებს საკულტო წინასწარმეტყველური ჟურნალი The Economist.“ სინამდვილეში, ჟურნალი მსგავსი გარეკანით არ გამოქვეყნებულა (არქივირებული ბმული).

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ The Economist-ის ვებგვერდზე, სადაც ყველა ნომრის გარეკანია წარმოდგენილი, მსგავსი ყდა არ გვხვდება. გარდა ამისა, ფოტოს ძიების ინსტრუმენტი (Reverse image search) ამ ფოტოს ძირითადად არასანდო და საეჭვო რუსულენოვან მედიებსა და გვერდებზე (1; 2), ასევე X-ის პლატფორმაზე პოულობს.

The Economist-ის ბოლო 4 ნომერი (2024 წლის 20 ნოემბრის მონაცემით):

გარდა ამისა, გარეკანზე ჩამოწერილი სათაურები სხვადასხვა გრამატიკულ შეცდომას შეიცავს, მაგალითად, მე-4 სათაურში Oil Industry-ის (ნავთობის ინდუსტრია) ნაცვლად Oil Industy წერია. ბუნებრივია, The Economist-ის მსგავსი ავტორიტეტული გამოცემა ასეთ შეცდომას გარეკანზე არ დაუშვებდა. ასევე, ჟურნალის ყველა ნომრის გარეკანზე გვხვდება გამოსვლის თარიღი, თუ რომელ კვირას მოიცავს კონკრეტული გამოშვება, თუმცა გავრცელებულ გარეკანზე თარიღი არ წერია.

The Economist-ის უახლესი ნომერი (2024 წლის 20 ნოემბრის მონაცემით):

შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული გარეკანი ყალბია.

 

Все посты

Дезинформация: Зеленский купил «Мерседес» Гитлера
Дезинформация: Зеленский купил «Мерседес» Гитлера
окт 10, 2024
Дезинформация: Владимир Зеленский купил особняк у американского шоумена
Дезинформация: Владимир Зеленский купил особняк у американского шоумена
дек 09, 2025
В социальный сетях распространяется ложная цитата Фиделя Кастро
В социальный сетях распространяется ложная цитата Фиделя Кастро
сен 02, 2024
Дезинформация: Камалла Харрис в молодости занималась проституцией
Дезинформация: Камалла Харрис в молодости занималась проституцией
июн 26, 2024
Дезинформация: Алжирка Имане Халиф — трансгендер и участвует в женской категории в Олимпийских играх в Париже
Дезинформация: Алжирка Имане Халиф — трансгендер и участвует в женской категории в Олимпийских играх в Париже
сен 09, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.