Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: თემურ თათარაშვილი ხაშურის მუსიკალური სკოლის დირექტორად დაინიშნა

დეზინფორმაცია: თემურ თათარაშვილი ხაშურის მუსიკალური სკოლის დირექტორად დაინიშნა

ноябрь 18, 2024 · Проверенные факты · Вердикт: Ложь
Поделиться

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „რადიო თბილისი / FM 93.5 / Radio Tbilisi” ავრცელებს პოსტს სათაურით: „ქართული ოცნების” მხარდამჭერი მომღერალი თემურ თათარაშვილი, ხაშურის მუსიკალური სკოლის დირექტორად  დაინიშნა – ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „ვულოცავთ ბატონ თემურს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ ხაშურის და სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ!”, – წერს მუნიციპალიტეტის გვერდი“. რეალურად,  ინფორმაცია თემურ თათარაშვილის დანიშვნის შესახებ სატირულმა Facebook გვერდმა „ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality“  გაავრცელა და ის სინამდვილეს არ შეესაბამება.

სინამდვილეში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გვერდზე განთავსებული იურიდიული პირების რეესტრიდან საჯარო ამონაწერის მიხედვით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების, იგივე სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი ლილი რუხაძეა და აღნიშნული მონაცემი საჯარო რეესტრში 2017 წლის შემდეგ არ შეცვლილა. გარდა ამისა, ხაშურის მუსიკალური სკოლის დირექტორად თემურ თათარაშვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ გვხვდება არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში. ინფორმაციას არ ადასტურებს არც თავად თემურ თათარაშვილი და აღნიშნულის შესახებ მისი განცხადება მის ოფიციალურ Facebook-გვერდზე არ იძებნება.

თავდაპირველ ინფორმაციას მხოლოდ Facebook-გვერდი „ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality“  ავრცელებს. რეალურად, აღნიშნული პოსტი სატირული ხასიათისაა  და რეალობას არ შეესაბამება. ზოგადად, აღნიშნული გვერდი სატირული შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს, მაგალითად, ამავე გვერდმა გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ ხაშურში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდა (ინფორმაცია Geofacts-მა გადაამოწმა და სატირად შეაფასა, იხილეთ სტატიის ბმული). თუმცა გვერდის სახელწოდებიდან გამომდინარე, მომხმარებლებმა შესაძლოა ის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდად აღიქვან.

 

Все посты

Дезинформация: Елена Зеленская отдыхает в Швейцарии
Дезинформация: Елена Зеленская отдыхает в Швейцарии
янв 23, 2025
Видеокадры приветствия короля Швеции и Зеленского во время визита в Украину распространяются манипулятивно
Видеокадры приветствия короля Швеции и Зеленского во время визита в Украину распространяются манипулятивно
апр 20, 2026
Что мы знаем о налоговых документах Брижит Макрон, где она фигурирует как Жан Мишель?
Что мы знаем о налоговых документах Брижит Макрон, где она фигурирует как Жан Мишель?
ноя 19, 2025
Дезинформация: Человек на фото – официальный представитель правительства Испании
Дезинформация: Человек на фото – официальный представитель правительства Испании
окт 08, 2024
Дезинформация: Датских учеников заставляют посещать мечети и изучать Коран
Дезинформация: Датских учеников заставляют посещать мечети и изучать Коран
авг 06, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.