Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში გრეტა თუნბერგის სახელით გამოგონილი ციტატა გავრცელდა

სოციალურ ქსელში გრეტა თუნბერგის სახელით გამოგონილი ციტატა გავრცელდა

ноябрь 11, 2024 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელმა და TikTok-ანგარიშმა citizen000007 გამოაქვეყნეს ფოტო და ვიდეო, სადაც მოცემულია შვედი გარემოსდამცველი აქტივისტის, გრეტა თუნბერგის ფოტო და ციტატა „საქართველოდან მანამ არ წავალ, სანამ ამ მთავრობას ჭადრაკის დაფასავით არ ავაყირავებ. თამაში დაიწყო“ (დაარქივებული პოსტი).

პოსტების მიხედვით, აღნიშნული ციტატა გრეტა თუნბერგს ეკუთვნის და შესაბამისად, ის საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების მოწოდებით გამოდის.

სინამდვილეში, აღნიშნული ციტატა გამოგონილია და გრეტა თუნბერგს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ გარემოსდამცველმა აქტივისტმა საქართველოს შესახებ ან რეგიონული კონტექსტით, განცხადებები ნამდვილად გააკეთა, თუმცა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ციტატა, თითქოს მან საქართველოს მთავრობის „აყირავების“ პირობა დადო, მათ შორის არ ყოფილა.

კერძოდ, გრეტა თუნბერგი 2024 წლის 4 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა. მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ აქციაზე მისი შეერთების მიზეზი იმ აქტივისტებისა და მოქალაქეებისთვის მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა იყო, რომლებიც თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის დასაცავად გამოდიან. „აქ ვიმყოფები, რათა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველა აქტივისტისა და მოქალაქის მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და დემოკრატია, დასაცავად გამოდიან. ეს აღმაშფოთებელი განვითარებაა, ავტორიტარული განვითარებაა, რომელიც ახლა საქართველოში ხდება და მე დიდ პატივს ვცემ იმ ხალხს, ვინც ისევ და ისევ ქუჩებს ავსებს და დემონსტრაციის უფლებას იყენებს, რათა ჩაგვრის მიუხედავად, არსებული მდგომარეობის მიმართ, თავიანთი უკმაყოფილება გამოხატოს“, – აღნიშნა გრეტა თუნბერგმა.

10 ნოემბერს გრეტა თუნბერგმა საკუთარ Instagram ანგარიშზე თბილისში 11 ნოემბრის 19:00 საათზე კავკასიაში ავტორიტარიზმის ტალღის წინააღმდეგ აქციაც დააანონსა.

პოსტი ძირითადად აზერბაიჯანს და იქ არსებულ მდგომარეობას ეძღვნება და მასში სოციალური ქსელის მომხმარებლების მიმართ გაჟღერებულია მოწოდება, რომ კავკასიაში გავრცელებად ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ მსვლელობას შეუერთდნენ.  კერძოდ, პოსტში გრეტა თუნბერგმა აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანი, რომელიც ფასადად იყენებს [გაეროს კლიმატის კონფერენცია] COP29-ს, აძლიერებს კონტროლს ყალბი „მწვანე“ დღის წესრიგით, აძლიერებს კონტროლს ძალაუფლებაზე და ამწვავებს რეგიონულ დაძაბულობას“.

აქვე აღნიშნულია ისიც, რომ „ავტორიტარული ტენდენცია არ არის იზოლირებული შემთხვევა – რეგიონის მასშტაბით ადამიანები, როგორიცაა ივანიშვილი, პუტინი, ერდოღანი, ირანის თეოკრატიული რეჟიმი აძლიერებენ კონტროლს, ახშობენ წინააღმდეგობას, ავიწროებენ საკუთარ ხალხს და იყენებენ ომსა და ეთნიკურ წმენდას სომხების, უკრაინელების, ქურთებისა და სხვა ეთნიკურ უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობრივი პოლიტიკის გასამართლებლად“.

ამდენად, გრეტა თუნბერგის მიერ საქართველოში გაკეთებული განცხადებებში, მათ შორის მათში, რომელიც საქართველოს პირდაპირ თუ ირიბად ეხებოდა, არსად ვხვდებით ციტატას, სადაც ის საქართველოს მთავრობის „ჭადრაკის დაფასავით აყირავების“ მოწოდებით გამოდის.

მეტიც, მსგავსი ციტატა სანდო და ავტორიტეტულ მედიასაშუალებებსა და საძიებო სისტემების ძიების შედეგებშიც არ მოიძებნა. რეალურად, გრეტა თუნბერგს მსგავსი განცხადება რომ გაეკეთებინა, ლოგიკურია, რომ მას ბევრი მედია გააშუქებდა. რადგან მსგავსი შინაარსის ახალი ამბები არცერთ მედიას გამოუქვეყნებია, სავარაუდოა, რომ აღნიშნული ციტატა სწორედ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა შექმნეს და აქტივისტს მიაწერეს.

ამდენად, მტკიცება, რომ გრეტა თუნბერგის განცხადებით, ის საქართველოდან მანამ არ წავა, სანამ საქართველოს მთავრობას „ჭადრაკის დაფასავით არ ააყირავებს“, ყალბია.

Все посты

В социальных сетях распространяется ложная цитата Илона Маска
В социальных сетях распространяется ложная цитата Илона Маска
янв 30, 2025
Дезинформация: Родители Владимира Зеленского продают виллу в Израиле и планируют переехать в Майами
Дезинформация: Родители Владимира Зеленского продают виллу в Израиле и планируют переехать в Майами
ноя 10, 2025
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
дек 18, 2024
Дезинформация: Зеленский надел штаны задом наперед во время встречи с западными лидерами
Дезинформация: Зеленский надел штаны задом наперед во время встречи с западными лидерами
май 22, 2025
Дезинформация: Немецкая газета «Die welt» опубликовала интервью экс-супруги Путина о смерти президента РФ
Дезинформация: Немецкая газета «Die welt» опубликовала интервью экс-супруги Путина о смерти президента РФ
авг 08, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.