Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ზურაბ ჯაფარიძის ინტერვიუ სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ზურაბ ჯაფარიძის ინტერვიუ სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ноябрь 8, 2024 · Проверенные факты, Выборы 2024 · Вердикт: Отсутствует Kонтекст
Поделиться

სოციალურ ქსელში პროსამთავრობო არხი „პოსტვ“ ზურაბ ჯაფარიძის ვიდეოს ავრცელებს, აღწერით „მიჰილიზმი“ (დაარქივებული ბმული). ვიდეოში ჯაფარიძე ამბობს: „თუ ვინმეს ქუჩაში გამოსვლა არ უნდა, თუ ვინმეს ქუჩაში გამოსვლა ეზარება, ვიღაცას სცივა, ვიღაცა ხასიათზე არ არის, ვიღაცა შეყვარებულია, ვიღაცა უხასიათოდაა, ვიღაცა აფექტშია… არაფერს აზრი არ აქვს, არაფერს აზრი არ აქვს“.

ინტერვიუდან მონაკვეთი შერჩევით, კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ქმნის წარმოდგენას, რომ ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საპროტესტო აქციებს აზრი არ აქვს. რეალურად, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ–ერთმა ლიდერმა გადაცემაში აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აზრი არ აქვს სხვადასხვა მიზეზს, რომელთა საშუალებითაც ადამიანები აქციებზე არ ყოფნას გაამართლებენ, რადგან აქცია ახლა არის  ერთადერთი  გამარჯვების ფორმულა  და  ხალხის გამოსვლა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

ზურაბ ჯაფარიძემ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციასა და ოპოზიციური კოალიციების სამოქმედო გეგმაზე გადაცემაში (02:15 წუთიდან) „გიორგი თარგამაძის ფორმულა“, 6 ნოემბერს ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში დადგება კონკრეტული კულმინაციური მომენტი, როდესაც მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე და გამოვიდეს ქუჩაში. სწორედ ამ მონაკვეთში პოლიტიკოსი ამბობს: ფიზიკურად უნდა გამოვიდეთ ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში და ხელი შევუშალოთ ყველანაირად, როგორც შეგვიძლია, რომ ისინი პარლამენტში არ შევიდნენ, საკუთარ თავს ლეგიტიმაცია არ მისცენ. ეს არის ერთადერთი გასაგები გამარჯვების ფორმულა, რომელიც ახლა ჩვენს ხელშია. თუ ვინმეს ქუჩაში გამოსვლა არ უნდა, თუ ვინმეს ქუჩაში გამოსვლა ეზარება, ვიღაცას სცივა, ვიღაცა ხასიათზე არ არის, ვიღაცა შეყვარებულია, ვიღაცა უხასიათოდაა, ვიღაცა აფექტშია… არაფერს აზრი არ აქვს, არაფერს აზრი არ აქვს, ეს არის კრიტიკული მომენტი, რომლის იქითაც ეს ქვეყანა ხდება ბელორუსი. როგორც კი ესენი ლეგიტიმაციას მიიღებენ, ამის შემდეგ რუსული კანონი ამუშავდება სრული ძალით. ამის შემდეგ ის ანტიკორუფციული ბიურო ისევ განაახლებს, თავის რაღაცა ნაგაზივით რომ დასდევს პარტიებს და ენჯეოებს“.

ამდენად, სრული ვიდეოდან ნათელია, სოციალურ ქსელში გავრცელებული მონაკვეთი მანიპულაციურადაა მოჭრილი და სინამდვილეში, ზურაბ ჯაფარიძე საპროტესტო აქციებს ბრძოლის მთავარ გზად ასახელებს.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და ცესკოს მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა (53.93%) მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადეს. 4 ნოემბერს ოპოზიციურმა კოალიციებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს და მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა წარუდგინეს.

Все посты

Дезинформация: Бриджит Макрон — трансгендер
Дезинформация: Бриджит Макрон — трансгендер
фев 13, 2025
Дезинформация: Родители Владимира Зеленского продают виллу в Израиле и планируют переехать в Майами
Дезинформация: Родители Владимира Зеленского продают виллу в Израиле и планируют переехать в Майами
ноя 10, 2025
Дезинформация: Компания «Кока кола» прислала в Украину мобильные морги
Дезинформация: Компания «Кока кола» прислала в Украину мобильные морги
ноя 21, 2024
Дезинформация: Майя Санду незаконно приобрела сперму, полученную от гей-знаменитостей
Дезинформация: Майя Санду незаконно приобрела сперму, полученную от гей-знаменитостей
авг 05, 2025
Кадры в эфире катарского телеканала «Аль-Джазира», где видна крыса, на самом деле созданы искусственным интеллектом (ИИ)
Кадры в эфире катарского телеканала «Аль-Джазира», где видна крыса, на самом деле созданы искусственным интеллектом (ИИ)
окт 16, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.