Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების შინაარსი იქამდე გამოაცხადა, ვიდრე ამას თავად მოსამართლე სხდომის დარბაზში გაახმოვანებდა

დეზინფორმაცია: ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების შინაარსი იქამდე გამოაცხადა, ვიდრე ამას თავად მოსამართლე სხდომის დარბაზში გაახმოვანებდა

ноябрь 6, 2024 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა საინფორმაციო ბარათი, სადაც აღნიშნულია: „ალეკო ელისაშვილი 21:11: გაბედა თეთრიწყაროს მოსამართლემ და თქვა, რომ ფარულობა იყო დარღვეული. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება 22:08-ზე დაიწყო“. ამავდროულად, ტელეკომპანიამ საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტიც გამოაქვეყნა შემდეგი აღწერით: „სკანდალი! ალეკო ელისაშვილმა წინასწარ იცოდა გადაწყვეტილება, რაც რამდენიმე საათის შემდეგ მოსამართლე ხუჭუამ გამოაცხადა“. მოგვიანებით, აღნიშნული სიუჟეტი „TV იმედის“ გვერდზე აღარ მოიძებნა (არქივირებული ბმული 1, ბმული 2)

2024 წლის 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი დააკმაყოფილა. (სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად იხ. ბმულზე.) საზოგადოებას გადაწყვეტილების შესახებ 22:00 საათის შემდეგ ეცნობა (იხ. ბმული 1, ბმული 2).

სხდომის მიმდინარეობისას, ჯერ კიდევ 18:50 საათიდან, საიას ინფორმაციით, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ  მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები გამოითხოვა, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია. ამასთან, საიამ აღნიშნა, რომ მოსამართლემ, თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.

„ადამიანი, რომელიც მივიდოდა საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის პროცედურა ფარულობას ვერ უზრუნველყოფდა და ვერ უზრუნველყოფდა კონკრეტული საარჩევნო ბიულეტენის და ჩარჩო კონვერტის გამოყენება“, – განაცხადა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სხდომის მიმდინარეობის დროს.

მედიის მეშვეობით, სხდომის აღნიშნულ მომენტს საზოგადოება ჯერ კიდევ 20:37 საათზე ანუ ალეკო ელისაშვილის მიერ განცხადების გაკეთებამდე (20:58 საათი) გაეცნო.

ალეკო ელისაშვილი, დაახლოებით 20:58 საათზე აღნიშნავს – „ხომ ხედავთ, რა მაგარი ამბავია, პირველი სერიოზული შედეგი იმისა, რომ გაბედა თეთრიწყაროში მოსამართლემ და თქვა რომ ფარულობა იყო დარღვეული“. პოლიტიკოსი საკუთარ განცხადებაში იმ ინფორმაციას აჟღერებს, რაც სხდომის მიმდინარეობისას, ტექნიკური შემოწმების პროცესში დადგინდა. მოსამართლემ საკუთარი პოზიცია, იმის შესახებ, რომ პროცედურა ხმის მიცემის ფარულობას ვერ უზრუნველყოფდა, ჯერ კიდევ სხდომის დროს გააჟღერა, რის შესახებაც პოლიტიკოსი, ცხადია, ინფორმირებული იყო. აღნიშნულის საპირისპიროდ, „TV იმედი“ ირწმუნება, რომ პოლიტიკოსმა „თეთრიწყაროს მოსამართლის პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე“, მანამდე ისაუბრა, სანამ გადაწყვეტილებას თავად მოსამართლე გაახმოვანებდა.

ამრიგად, „TV იმედის“ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 21:11-ზე ალეკო ელისაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილების შინაარსი იქამდე გაახმოვანა, ვიდრე თავად მოსამართლე სხდომათა დარბაზში გამოაცხადებდა, მცდარია.

Все посты

Дезинформация: Елена Зеленская отдыхает в Швейцарии
Дезинформация: Елена Зеленская отдыхает в Швейцарии
янв 23, 2025
Дезинформация: Алжирка Имане Халиф — трансгендер и участвует в женской категории в Олимпийских играх в Париже
Дезинформация: Алжирка Имане Халиф — трансгендер и участвует в женской категории в Олимпийских играх в Париже
сен 09, 2024
В социальных сетях распространяется редактированное видео с Зеленским и Шольцем
В социальных сетях распространяется редактированное видео с Зеленским и Шольцем
дек 12, 2024
Дезинформация: Илон Маск опубликовал фото 1-долларовой купюры с подзаголовком- «Последний доллар для Зеленского»
Дезинформация: Илон Маск опубликовал фото 1-долларовой купюры с подзаголовком- «Последний доллар для Зеленского»
ноя 08, 2024
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатуры на Зеленского и Анжелину Джоли
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатуры на Зеленского и Анжелину Джоли
дек 25, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.