Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: უკრაინაში მოკლეს ქალი, რომელმაც ოდესაში რუსეთის დროშა აღმართა

დეზინფორმაცია: უკრაინაში მოკლეს ქალი, რომელმაც ოდესაში რუსეთის დროშა აღმართა

октябрь 18, 2024 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში პოსტს ავრცელებს, რომლის თანახმადაც ელენა ჩესაკოვა, ქალი, რომელმაც ოდესაში ეკატერინე II-ის ქანდაკებასთან რუსეთის დროშა აღმართა, უკრაინელებმა მოკლეს: „მხოლოდ ამის გამო  მისი პოზიციის გამო  ის ჯერ დაიჭირეს და როგორც ვრცელდება  ოფიციალური ინფორმაცით გულის შეტევით. არაოფიციალურად კი ,,ჭკუა ასწავლეს” – რა დროსაც ვერ გაუძლო და გარდაიცვალა!!!!“, „კიევის რეჟიმს ისე სძულს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები რომ უბრალოდ ხოცავს“, – ვკითხულობთ პოსტში. (არქივირებული ბმული)

სინამდვილეში, ელენა ჩესაკოვა არც ციხეში ჩაუსვამთ და არც მოუკლავთ.

2024 წლის 7 ოქტომბერს უკრაინის ქალაქ ოდესაში ელენა ჩესაკოვამ ეკატერინე II-ის ქანდაკებაზე რუსეთის დროშის აღმართვა სცადა.

რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა მალევე აიტაცეს ეს ამბავი და იმგვარად გააშუქეს, თითქოს ჩესაკოვა უკრაინელებმა დააკავეს, შემდგომ კი მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ციხეში გარდაიცვალა (1; 2). თუმცა მალევე ისევ რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა, როგორებიცაა: RT (Russia Today), Lenta.ru, EADaily აღიარეს, რომ ჩესაკოვა ცოცხალი იყო და ის სასჯელს არა ციხეში, არამედ სახლში, შიდა პატიმრობაში იხდიდა.

RT ელენა ჩესაკოვას დედას დაუკავშირდა. ქალმა განაცხადა, რომ მისი შვილი შიდა პატიმრობაშია და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. გარდა ამისა, მან თქვა, რომ ისინი რუსეთიდან, ქალაქ პერმიდან არიან. ელენამ ბავშვობა რუსეთში გაატარა. ჩესაკოვას დედა საუბრისას ამბობს, „ბედმა უკრაინაში წამოგვიყვანა, სულით ჩვენ რუსები ვართ“. ჟურნალისტის კითხვაზე უფიქრიათ, თუ – არა [რუსეთში] დაბრუნება, ქალი ამბობს, რომ უკვე გვიანია, ვინაიდან 60 წლისაა, თუმცა შემდეგ ამბობს, რომ შვილის გვერდით არ არის, ვინაიდან ამ ეტაპზე ჩეხეთშია. მისივე ინფორმაციით, ადვოკატმა ჩესაკოვას უთხრა, რომ საჭიროა ბოდიშის მოხდა და იმის თქმა, რომ მან აზრი შეიცვალა. თუმცა ჩესაკოვა უარზეა და აცდადებს, რომ ის აზრს არ იცვლის და რაც ადრე თქვა, ისევ იმავეს გაიმეორებს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს საქმეს გაართულებს.

შესაბამისად, პოსტში გაჟღერებული მტკიცება იმის შესახებ, რომ ელენა ჩესაკოვა უკრაინელებმა მოკლეს, ყალბია და რუსული პროპაგანდისტული მედიის ნარატივს პირდაპირ იმეორებს.

 

Все посты

Приказывал ли Зеленский уничтожать русскоязычные книги?
Приказывал ли Зеленский уничтожать русскоязычные книги?
янв 23, 2026
Дезинформация: на видео показаны кадры премьер-министра Израиля Беньямина Нетаньяху, бегущего в бункер
Дезинформация: на видео показаны кадры премьер-министра Израиля Беньямина Нетаньяху, бегущего в бункер
окт 05, 2024
Дезинформация: Кадры врача из больницы «Охматдет» оказались постановочными
Дезинформация: Кадры врача из больницы «Охматдет» оказались постановочными
июл 26, 2024
Ложная информация, что младший сын Donald Trump разыскивается для военной мобилизации
Ложная информация, что младший сын Donald Trump разыскивается для военной мобилизации
мар 16, 2026
Ложный перевод высказывания Алисы Вайдель вновь распространяется в социальных сетях
Ложный перевод высказывания Алисы Вайдель вновь распространяется в социальных сетях
апр 06, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.