Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: FBI-მ  P. Diddy-ის წვეულებიდან  ჰილარი კლინტონის სკანდალური  ჩანაწერი ამოიღო

დეზინფორმაცია: FBI-მ P. Diddy-ის წვეულებიდან ჰილარი კლინტონის სკანდალური ჩანაწერი ამოიღო

октябрь 9, 2024 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია, გამოცემა The People’s Voice-ის სტატიის ფოტოანაბეჭდს ავრცელებს (დაარქივებული ბმული) და  წერს „FBI-მ ჩამოართვა P. Diddy-ს  ვიდეო, სადაც ჰილარი კლინტონი ბავშვს კლავს „Freak Off“ წვეულებაზე.  შონ “დიდი” კომბის სამარცხვინო წვეულებებიდან ამოღებული კადრები, როგორც ჩანს, შეიცავს ჰილარი კლინტონის სცენებს, რომლებიც არღვევს ვაშინგტონში პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და შოკისმომგვრელ ტალღებს გამოიწვევს მთელ მსოფლიოში“. რეალურად, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ FBI-მ მსგავსი ჩანაწერი მოიპოვა. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს კიდევ ერთ ყალბ ამბავთან, რომელიც წარსულში არაერთი დეზინფორმაციის გამავრცელებელმა გამოცემამ, The People’s Voice-მა, გამოიგონა.

პირველ რიგში,  არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ FBI-მ ჰილარი კლინტონთან დაკავშირებული ჩანაწერი მოიპოვა. კლინტონის მიერ „Freak Off“ წვეულებაზე ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია FBI-ის, რომელიმე ოფიციალურ საგამოძიებო სტრუქტურას, Diddy-ს საქმის პროკურორს ან Diddy-ს წინააღმდეგ მომჩივანთა ადვოკატს. აღნიშნული მტკიცება რომ სიმართლე იყოს, მედიის ყურადღების ცენტრში მალევე მოექცეოდა, თუმცა, ინფორმაცია არცერთი სანდო წყაროს მიერ არ ვრცელდება. თანაც, FBI-ის მიერ მსგავსი ჩანაწერის მოპოვების შემთხვევაში,  ჰილარი კლინტონი, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, უკვე დაკავებული იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ანგარიში ეყრდნობა The People Voice-ის სტატიას, რომელიც 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა. The People’s Voice წარმოადგენს გამოცემას, რომელიც   Media Bias/Fact Check-ის (გამოცემა, რომელიც მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება) თანახმად, ყალბ ამბებს ხშირად ავრცელებს და არასანდო წყაროდ ითვლება. გამოცემის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია აქამდე „ჯეოფაქტსაც“ გადაუმოწმებია. ამავდროულად, სტატიაში არ არის მოყვანილი რაიმე მტკიცებულება, სამხილი, ან ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა ჰილარი კლინტონის მიერ „Freak Off“ წვეულებაზე ბავშვის მოკვლას ან მის რაიმე სახის ჩართულობას Diddy-ს წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში.

The People’s Voice-ის სტატიაში მოცემულია ფოტოანაბეჭდიც, რომელიც თითქოს კლინტონისა და Diddy-ს მიმოწერას ასახავს. ფოტოანაბეჭდზე იკითხება შეტყობინება: „Diddy, ორი ბიჭი მჭირდება… მოდი, მისი სახე ფილედ ვაქციოთ“. გამოცემა არ უთითებს წყაროს და ფარავს შეტყობინების დანარჩენ ნაწილს. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი ფაქტი, რომელიც აღნიშნული ფოტოანაბეჭდის ავთენტურობას დაამტკიცებდა.

ცნობისთვის, 2024 წლის 16 სექტემბერს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში დააპატიმრეს ცნობილი მილიარდერი რეპერი და მუსიკალური პროდიუსერი შონ კომბსი, იგივე Diddy, რომელსაც სამი ბრალდება წაუყენეს: რეკეტი, სექსუალური ტრეფიკინგი იძულებით, ძალით ან მოტყუებით, ტრანსპორტირება პროსტიტუციის მიზნით. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, Diddy აწყობდა წვეულებებს სახელწოდებით Freak Off-ს, სადაც, გამომძიებლების მიხედვით, ადგილი ჰქონდა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებზე არაკონსესუალურ სექსუალურ აქტებს, რომელთა ვიდეო ჩანაწერებსაც Diddy მსხვერპლების გასაჩუმებლად იყენებდა. ბრალდების თანახმად, ბრალდებული და მისი პარტნიორები, სავარაუდოდ, ტყუილითა და მუქარით აუპატიურებდნენ ქალებს, რომლებიც, ასევე იძულებით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შონ კომბსმა თავი უდანაშაულოდ ცნო, სასამართლო მას გირაოთი გათავისუფლების უფლებას არ აძლევს. კომბსს 15 წლიდან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც ირკვევა, რეპერი ასევე აწყობდა ე.წ White Parties, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. რეპერის დაკავებიდან მალევე სოციალურ ქსელში  ვირუსულად სწორედ აღნიშნულ წვეულებებზე დამსწრე ცნობილი სახეების სიები გავრცელდა. ადამიანები, რომლებიც  აღნიშნულ სიაში მოხვდნენ, საზოგადოების მხრიდან არაერთი კონსპირაციული თეორიის ნაწილნი გახდნენ. თეორიის მიხედვით, ყველა ადამიანი, რომელიც Diddy-ს ნებისმიერ წვეულებაზე ყოფილა, ასევე იყო ჩართული „Freak Off“ წვეულებების დროს ჩადენილ დანაშაულებში. თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება ან დასაბუთებული ეჭვი, რომ White Parties-ის სტუმარი ვარსკვლავები რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში იყვნენ შემჩნეულნი.

ამდენად,  სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება. აღნიშნული მტკიცებას გამოცემა The People’s Voice ყოველგვარი წყაროსა და  დადასტურებული ინფორმაციის გარეშე ავრცელებს.

Все посты

В социальных сетях распространяется фальшивая цитата министра иностранных дел Латвии Байбы Браже
В социальных сетях распространяется фальшивая цитата министра иностранных дел Латвии Байбы Браже
май 21, 2025
В социальных сетях распространяется вырванное из контекста  выступление Владимира Зеленского в программе «Квартал 95»
В социальных сетях распространяется вырванное из контекста выступление Владимира Зеленского в программе «Квартал 95»
окт 24, 2025
Манипуляция: Зеленский выступил перед народом Украины на фоне американского флага
Манипуляция: Зеленский выступил перед народом Украины на фоне американского флага
янв 09, 2025
Дезинформация: В Польше распространяются  листовки против президента Украины
Дезинформация: В Польше распространяются листовки против президента Украины
фев 07, 2025
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
май 20, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.