Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ალჟირის საფეხბურთო კლუბის დაარსებასთან დაკავშირებული ვიდეო არასწორი კონტექსტით ვრცელდება

სოციალურ ქსელში ალჟირის საფეხბურთო კლუბის დაარსებასთან დაკავშირებული ვიდეო არასწორი კონტექსტით ვრცელდება

октябрь 4, 2024 · Проверенные факты · Вердикт: Ложь
Поделиться

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ცეცხლის განათებებით სავსე ცაა გამოსახული. პოსტის ავტორი ვიდეოს სათაურად წერს: „ირანმა ბალისტიკური რაკეტებით დაადუღა სიონისტური ისრაელი – ნამდვილი აპოკალიფსია!“. რეალურად, ვიდეო 7 აგვისტოს ალჟირში საფეხბურთო კლუბის მულუდიას დაარსებიდან 103 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ზეიმს და ფეიერვერკებს აღბეჭდავს.

პოსტის ავტორის მტკიცებით, ვიდეოში გამოსახული ცეცხლი, რომელიც მთელ სივრცეშია განფენილი და ცეცხლისფერ ატმოსფეროს ქმნის, ირანის მიერ ისრაელში გაშვებული ბალისტიკური რაკეტებია. ვიდეოს ადევს აუდიო მასალაც, რომელიც ადამიანების შეშფოთებულ ყვირილს, იარაღიდან გასროლის ხმასა და განგაშის სიგნალს მოიცავს და, სავარაუდოდ, ვიდეოს ხელოვნურად აქვს დადებული.  მსგავსი შინაარსის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა არამხოლოდ ქართულენოვან, არამედ უცხოენოვან სოციალურ ქსელებშიც (მაგალითისთვის იხ. 1, 2). აღსანიშნავია, რომ იგივე ვიდეო დაახლოებით ერთი წლის წინაც ვრცელდებოდა, ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვის კონტექსტით.

რეალურად, ვიდეო, რომელსაც პოსტის ავტორი იყენებს, სხვა ქვეყანაში სხვა დროსაა გადაღებული. კერძოდ, ვიდეო გადაღებულია ალჟირის დედაქალაქ ალჟირში (საერთაშორისო მედიის მიხედვით კოორდინატებით: 36.761023, 3.058008) 7 აგვისტოს. ალჟირის საფეხბურთო კლუბის მულუდიას (MC Alger) გულშემატკივრებმა კლუბის დაარსებიდან 103-ე წლისთავზე სადღესასწაულო ღონისძიება მოაწყვეს. ზეიმის დროს გულშემატკივრებმა ცაში გაუშვეს წითელი ფერის ფეიერვერკები, რამაც სწორედ ის ცეცხლით სავსე ცის ეფექტი გამოიწვია, რომელიც ავტორმა პოსტში ისრაელის დაბომბვის იმიტირებისთვის გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ ალჟირის საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები მსგავსი გზით აღნიშნავენ ყოველწლიურად 7 აგვისტოს MC Alger-ის დაარსების დღეს.

ამრიგად, პოსტის ავტორის მიერ გავრცელებული მტკიცება ტყუილია.

Все посты

Дезинформация: Россия передала Аляску США в 160-летнюю аренду, срок действия которой истекает через 2 года
Дезинформация: Россия передала Аляску США в 160-летнюю аренду, срок действия которой истекает через 2 года
сен 02, 2025
Дезинформация: Джонни Депп откроет ювелирный магазин в России
Дезинформация: Джонни Депп откроет ювелирный магазин в России
дек 19, 2024
Дезинформация: Бриджит Макрон — трансгендер
Дезинформация: Бриджит Макрон — трансгендер
фев 13, 2025
В социальных сетях распространяется фальшивая обложка «Charlie Hebdo»
В социальных сетях распространяется фальшивая обложка «Charlie Hebdo»
фев 02, 2026
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
авг 07, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.