Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტინგისგან იტალიაში ღვინის მამული იყიდა

დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტინგისგან იტალიაში ღვინის მამული იყიდა

август 13, 2024 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია (1; 2; 3),  რომლის თანახმადაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომღერალი სტინგისგან ღვინის მამული იყიდა, რომელშიც 75 მილიონი ევრო გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა DatabaseItalia ავრცელებს. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. (არქივირებული ბმული)

აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში სხვადასხვა ენაზე გავრცელდა. ის ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ LeadStories და იტალიურმა Open.online გადაამოწმეს.

DatabaseItalia-მ სტატია 2024 წლის 5 აგვისტოს გამოაქვეყნა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ გორდონ სამნერმა (სტინგი) ვილა ტოსკანაში 2024 წლის ივნისში გაყიდა. მისი ახალი მესაკუთრე კი იტალიური კომპანია San Tommaso SRL-ია, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ფლობს.

სტატიაში მოყვანილია დოკუმენტებიც, რომლებიც, გამოცემის მტკიცებით, გაყიდვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. DatabaseItalia-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი 2024 წლის 24 ივლისით თარიღდება. მასში ნახსენებია, როგორც გორდონ სამნერი და მისი მეუღლე ტრუდი სტაილერი, ასევე იტალიური კომპანია San Tommaso SRL.

LeadStories-მა იტალიის მიწის რეესტრის მონაცემთა ბაზაში უძრავი ქონების ჩანაწერები გამოითხოვა. 9 აგვისტოს მონაცემებით, დოკუმენტებში მის გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ წერია. ხოლო მფლობელები მხოლოდ გორდონ სამნერი (სტინგი) და მისი მეუღლე არიან.

1.DatabaseItalia-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი:

2. LeadStories-ის მიერ რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტი:

რაც შეეხება კომპანიას სახელად San Tommaso SRL, ის ნამდვილად ვოლოდიმირ ზელენსკის ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის დეკლარაციაშიც ხელმისაწვდომია.

იტალიური გამოცემა Corriere Fiorentino, Figline-ს (რეგიონი, სადაც ვილა მდებარეობს) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. მათ განაცხადეს, რომ ამის შესახებ არაფერი იციან. მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, ინფორმაცია აუცილებლად ექნებოდათ, ვინაიდან ქონების გაყიდვა ისე, რომ მუნიციპალიტეტმა ამის შესახებ არ იცოდეს, არ ხდება.

ინფორმაციას უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრიც გამოეხმაურა და მტკიცებას ყალბი უწოდა.

Open.online-ის მკვლევარი დავიდ პუენტე X-ზე (წარსულში twitter) წერს, რომ DatabaseItalia ადრეც შემჩნეულია ყალბი ამბების გავრცელებაში.

ამგვარად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტინგისგან 75 მილიონ ევროდ ვილა იყიდა, ყალბია.

Все посты

Дезинформация: Дональд Трамп закрывает базу НАТО в Александруполисе, Греция
Дезинформация: Дональд Трамп закрывает базу НАТО в Александруполисе, Греция
фев 26, 2025
Дезинформация: Владимир Зеленский приобрел 5-звездочный отель во Франции
Дезинформация: Владимир Зеленский приобрел 5-звездочный отель во Франции
дек 10, 2024
Дезинформация: Человек на фото – официальный представитель правительства Испании
Дезинформация: Человек на фото – официальный представитель правительства Испании
окт 08, 2024
Что нам известно о фотографии, на которой якобы молодых британцев учат молиться аллаху
Что нам известно о фотографии, на которой якобы молодых британцев учат молиться аллаху
дек 25, 2025
Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
окт 04, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.