Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
არ დასტურდება, რომ CIA 1968 წელს საფრანგეთში მიმდინარე აქციების ორგანიზებაში მონაწილეობდა

არ დასტურდება, რომ CIA 1968 წელს საფრანგეთში მიმდინარე აქციების ორგანიზებაში მონაწილეობდა

октябрь 27, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · Политика, Международное
Поделиться

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეოში ავტორი ვრცლად საუბრობს საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ საკუთარ შეხედულებებზე და პასუხობს, მისი აზრით, არასწორ შეფასებებს, რომლებიც საქართველოში მცხოვრებთაგან ესმის (ვიდეო ასევე ხელმისაწვდომია YouTube-ზე).

ვიდეოს ერთ-ერთ მომენტში (მიახლოებით 11:10-ზე) ავტორი აცხადებს, რომ 1968 წლის „ხავერდოვანი რევოლუცია“ საფრანგეთში, რომლის დროსაც შარლ დე გოლი გერმანიაში გაიქცა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ იყო ორგანიზებული.

სინამდვილეში არ არსებობს არანაირი ისტორიული მტკიცებულება იმისა, რომ CIA-ს რაიმე კავშირი ჰქონდა საფრანგეთში 1968 წლის მაისის არეულობასთან, რომელმაც მართლაც აიძულა პრეზიდენტი შარლ დე გოლი, დროებით დაეტოვებინა ქვეყანა და წასულიყო გერმანიაში, სადაც საფრანგეთის არმიის ნაწილი იყო განთავსებული.

სპიკერი ვარაუდს 1968 წლის მაისის არეულობაში CIA-ს ჩართულობის შესახებ იმ ფაქტიდან გამომდინარე გამოთქვამს, რომ აშშ დე გოლის მთავრობისადმი კეთილგანწყობილი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს, სავარაუდოდ, სიმართლეა, აღნიშნული არ ადასტურებს, რომ CIA საფრანგეთში არეულობის პროვოცირებით დე გოლის ჩამოგდებას ეცადა.

როგორც ფრანგმა ჟურნალისტმა ვენსან ჟოვერმა (Vincent Jauvert) საარქივო კვლევით გამოავლინა, არსებობს გარკვეული ისტორიული მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებს, რომ CIA მართლაც ადევნებდა თვალს 1968 წლის მაისის მოვლენებს საფრანგეთში. მან აღმოაჩინა, რომ 1968 წლის 30 მაისს CIA-ს ხელმძღვანელმა, რიჩარდ ჰელმსმა, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს ხუთგვერდიანი საიდუმლო მემორანდუმი გაუგზავნა.

ჰელმსი აკრიტიკებდა დე გოლს. „გოლისტებმა არაერთხელ დაარღვიეს და დაამახინჯეს საკუთარი კონსტიტუცია“, — ატყობინებდა ის პრეზიდენტ ჯონსონს. — „ისინი ზომიერ ოპოზიციასაც კი აგდებულად და გულგრილად ეპყრობოდნენ.“ საფრანგეთი „კატასტროფის პირას“ იმყოფება, აცხადებდა ჰელმსი. „გადადგომაზე უარის თქმით, დე გოლი პირდაპირ დაუპირისპირდა მუშებსა და სტუდენტებს. იგი დაუბრუნდა თავის ჩვეულ ტიპაჟს — ძლიერ, გამომწვევ ავტოკრატს... მან თავისი კუთხიდან გამოაბიჯა და გამომწვევად შეუტია ოპონენტებს, რომლებსაც ეგონათ, რომ ის კუთხეში ჰყავდათ მიმწყვდეული.“ ჰელმსი შეშფოთებით აღნიშნავდა, რომ საფრანგეთში უკიდურესად არასტაბილური ვითარება იყო, რაც დე გოლის მხრიდან ვითარების არასწორად მართვის შემთხვევაში, შესაძლოა, სამოქალაქო ომში გადაზრდილიყო.

მტკიცება დონალდ ტუსკისა და უკრაინის შესახებ

გავრცელებულ ვიდეოში ავტორი ასევე აცხადებს (მიახლოებით 38:00-ზე), რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა თქვა, თითქოს ყველა ევროპელი ვალდებულია უკრაინა საკუთარ სამშობლოზე მეტად უყვარდეს. სპიკერს არ მოჰყავს დამატებითი დეტალები იმის შესახებ, თუ სად და როდის გაკეთდა მსგავსი განცხადება.

ღია წყაროებში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ასეთი განცხადება არ იძებნება; ამასთან, მოსალოდნელიც არ არის, რომ პოლიტიკურმა ლიდერმა მოუწოდოს თავისი თუ სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს, სხვა სახელმწიფო საკუთარზე მეტად უყვარდეთ. ეს განცხადება, სავარაუდოდ, აზვიადებს იმ ფაქტს, რომ დონალდ ტუსკის მმართველობისას პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდანვე. ტუსკს უკრაინისადმი მხარდაჭერა უფრო ადრეც აქვს გამოხატული, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას.

მაგალითად, ტუსკს ნათქვამი აქვს: „არ არის აუცილებელი უკრაინა გიყვარდეთ ან სოლიდარობასა და შერიგებაზე ამაღლებული სიტყვებით ილაპარაკოთ. პოლონეთისა და ევროპის ცივი, გათვლილი ინტერესიც საკმარისია იმისთვის, რომ უკრაინის დახმარება გავაგრძელოთ“, და რომ „ჩვენს ინტერესებშია, უკრაინამ გაძლოს და გამარჯვებული გამოვიდეს რუსეთთან ამ დაპირისპირებიდან“.

ტუსკს უკრაინასთან დაკავშირებით სიტყვა „სიყვარულიც“ აქვს გამოყენებული, თუმცა არა იმ კონტექსტში, როგორც ეს ვიდეოშია ნათქვამი: 2019 წელს, ლვოვის ივან ფრანკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მიღებისას, ევროპული საბჭოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა: „მე პოლონეთის პატრიოტი ვარ და, ამავდროულად ევროპელიც. ამაში ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ — პირიქით. მე პოლონეთის პატრიოტი ვარ, ძალიან მიყვარს პოლონეთი და ასევე ძალიან მიყვარს უკრაინაც, და ამაში არანაირი პარადოქსი არ არის. პირადად ჩემთვის — და გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ — ერთდროულად პოლონეთისა და უკრაინის სიყვარული დედის სიყვარულსა და გოგოს შეყვარებას ჰგავს — დარწმუნებული ვარ, ხვდებით, რასაც ვგულისხმობ.“

Все посты

Дезинформация: Трамп и Джеффри Эпштейн зафиксированы на видео на фоне малолетних девочек
Дезинформация: Трамп и Джеффри Эпштейн зафиксированы на видео на фоне малолетних девочек
июл 23, 2025
Послом Украины в США не является женщина, забравшая шампанское со стола во время нападения на Трампа
Послом Украины в США не является женщина, забравшая шампанское со стола во время нападения на Трампа
май 04, 2026
Не подтверждается, что в Латвии пациентам отказывают в экстренной медицинской помощи из-за того, что они говорят на русском языке
Не подтверждается, что в Латвии пациентам отказывают в экстренной медицинской помощи из-за того, что они говорят на русском языке
авг 21, 2026
Дезинформация: Встреча Трампа и Путина на Аляске была предсказана в сериале о Симпсонах
Дезинформация: Встреча Трампа и Путина на Аляске была предсказана в сериале о Симпсонах
сен 02, 2025
Премьер-министр Японии не возлагала венок на могилу пилота, сбросившего атомную бомбу на Нагасаки
Премьер-министр Японии не возлагала венок на могилу пилота, сбросившего атомную бомбу на Нагасаки
мар 31, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.