Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
მტკიცება, რომ 18 ათას ბავშვზე ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ვაცინირებულ ბავშვებს ქრონიკული დაავადებები უფრო მეტად უვითარდებათ, მცდარია

მტკიცება, რომ 18 ათას ბავშვზე ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ვაცინირებულ ბავშვებს ქრონიკული დაავადებები უფრო მეტად უვითარდებათ, მცდარია

октябрь 7, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Неправда · Здравоохранение
Поделиться

მოკლედ საკითხავი

  • სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცება, თითქოს კვლევით დადასტურდა, რომ აცრილ ბავშვებს უფრო მეტად უვითარდებათ ქრონიკული დაავადებები;
  • სინამდვილეში კვლევის პროექტი, რომელსაც ეს მტკიცება ეყრდნობა, მეთოდოლოგიურად გაუმართავი იყო და ის სამეცნიერო წრეების განხილვის პირველივე ეტაპზე დაიწუნეს.
  • ვაქცინა მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა და ის მილიონობით ადამიანს ისეთი მძიმე ინფექციური დაავადებებისგან და მისგან გამოწვეული სიკვდილისგან იცავს, როგორებიცაა: პოლიომიელიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა, ტეტანუსი, დიფთერია, ჩუტყვავილა, ყბაყურა, B ჰეპატიტი, გრიპი და ა.შ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო (არქივირებული ბმული), რომელშიც ნათქვამია, რომ "18,000 ბავშვზე ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც აუცრელ და აცრილ ბავშვებს ადარებდა, აჩვენა, რომ აცრილები გაცილებით უფრო მეტად ავადდებიან 22 ქრონიკული ავადმყოფობით".

ვაქცინაციის საწინააღმდეგო მტკიცებები წლებია, რაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება. "ჯეოფაქტსი" ამ საკითხზე ადრეც წერდა (ბმული 1, 2). ამჯერად გავრცელებული მტკიცება 2025 წლიდან იღებს საფუძველს, როდესაც ამერიკაში სოციალურ ქსელებში (ბმული 1, 2) გამოქვეყნდა ინფორმაცია "შოკისმომგვრელი კვლევის შესახებ", რომელიც თითქოს ადასტურებდა, რომ "ვაქცინირებულ ბავშვებს აუცრელებთან შედარებით ქრონიკული დაავადების განვითარების 2,5-ჯერ გაზრდილი ალბათობა ჰქონდათ". გავრცელებული პოსტების თანახმად, კვლევას დოქტორი მარკუს ზევროსი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მიზანმიმართულად დაბლოკა კვლევა, რათა ის არ გასაჯაროვებულიყო.

აღნიშნულ საკითხს ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია LeadStories რამდენჯერმე გამოეხმაურა (ბმული 1, 2).

გავრცელებულ პოსტებში საუბარია ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის "ჰენრი ფორდის ჯანდაცვა" (Henry Ford Health) 2020 წელს მომზადებული კვლევის სამუშოა პროექტზე, რომელიც როგორც ამ ორგანიზაციის, ასევე სხვა მედიცინის მკვლევრების მტკიცებით, სამეცნიერო რეცენზირებისას სერიოზული პრობლემების გამო დაუყოვნებლივ შეჩერდა. ხსენებული პროექტში საჯაროდაც გავრცელდა (არქივი).

როგორც "ჰენრი ფორდის ჯანდაცვის" კვლევითი ორგანიზაცია აღნიშნავს (არქივი), რომ პირველივე შიდა სამეცნიერო განხილვისას პროექტში შემდეგი ხარვეზები გამოვლინდა:

  • არავაქცინირებული პაციენტების შერჩევა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ვაქცინირებული პაციენტების შერჩევისგან — არავაქცინირებულ ჯგუფში მეტი იყო მამრობითი სქესის ბავშვები და თეთრკანიანი ბავშვები, ხოლო ნაადრევი მშობიარობისა და დაბადებისას სუნთქვის დისტრესის შემთხვევები ნაკლები იყო.
  • არავაქცინირებული ჯგუფის შერჩევა ვაქცინირებულ ჯგუფთან შედარებით ძალიან მცირე იყო.
  • დაავადებების გამოვლენის მონიტორინგის პერიოდი არავაქცინირებულ ბავშვებში გაცილებით მოკლე იყო. ბავშვების მეოთხედს მხოლოდ 6 თვის ასაკამდე აკვირდებოდნენ, ხოლო 75%-ს — მხოლოდ 3 წლამდე, რაც ის ასაკია, რომლის დადგომამდე ექიმებს ბავშვთა ქრონიკული დაავადებების სანდოდ დიაგნოსტირება არ შეუძლიათ.
  • პროექტში ერთმანეთს ადარებდნენ რამდენიმე ვაქცინის მიღებას ვაქცინების საერთოდ არ მიღებასთან შედარებით, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული ვაქცინა შეედარებინათ მის არმიღებასთან. ასევე, მხედველობაში არ იყო მიღებული არც მიღებული ვაქცინების რაოდენობა და არც ვაქცინაციასა და დაავადების გამოვლენას შორის გასული დრო.
  • ვაქცინაციის რეკომენდაციები დროთა განმავლობაში შეიცვალა, თუმცა ეს ცვლილება გათვალისწინებული არ ყოფილა.

ორგანიზაციის განმარტებით, ნაშრომის პროექტი არასოდეს ყოფილა ჟურნალში წარსადგენად განხილული, რადგან ის ვერ აკმაყოფილებდა იმ მკაცრ სამეცნიერო სტანდარტებს, რომლებსაც ორგანიზაცია მოითხოვს — და იმავე სტანდარტებს, რომლებსაც სამეცნიერო ჟურნალებიც იყენებენ.

აღნიშნულ საკითხის განხილვა 2025 წლის სექტემბერს აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის ფარგლებში მოხდა, სადაც მოსმენა სახელწოდებით "ვაქცინები: აღქმა და პოლიტიკა" გაიმართა. აღნიშნული მოსმენის ფარგლებში მათ შორის დაიკითხა დოქტორი ჯეიკ სკოტი, რომელიც ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტია და სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის წარმომადგენელი. როგორც მოსმენაზე სკოტმა განაცხადა, კვლევა "ფუნდამენტურად ხარვეზიანი იყო" და აღნიშნა, რომ მისი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ "ვაქცინირებულ ბავშვებზე დაკვირვების პერიოდი ორჯერ უფრო ხანგრძლივი იყო და ისინი მნიშვნელოვნად უფრო ხშირად მიმართავდნენ სამედიცინო მომსახურებას, ვიდრე არავაქცინირებული ბავშვები". სამედიცინო მომსახურებისთვის უფრო ხშირად მიმართვა კი ნიშნავს, რომ სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირების მეტი შესაძლებლობა არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე დოქტორმა სკოტმა ცალკე კომენტარიც გამოაქვეყნა substack-ზე, სადაც უფრო დეტალურად განმარტა (არქივი), რომ კვლევის პროექტს მნიშვნელოვანი პრობლემები ახლდა: ვაქცინირებული და არავაქცინირებული ჯგუფები საწყისი მახასიათებლებით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ, მათ შორის სქესით, რასით, დაბადების წონით, ნაადრევად დაბადებითა და დაბადებისას სუნთქვის დისტრესით. შესაძლოა, ჯგუფები სხვა, კვლევაში გაუთვალისწინებელი ფაქტორებითაც განსხვავდებოდნენ, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და გარემო პირობები. შესაბამისად, ეს მონაცემები ვერ ადასტურებს, რომ დაავადებებს ვაქცინები იწვევს — ისინი შესაძლოა უბრალოდ მიუთითებდეს, რომ შესადარებელი ჯგუფები ერთმანეთთან თავიდანვე არ იყო შედარებადი.

კვლევის პროექტის პრობლემებზე ისაუბრა (არქივი) ასევე ჯეფრი მორისმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის მედიცინის სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის პროფესორმა. მორისის თანახმად, კვლევის დიზაინს მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა. მორისმა დამატებით მიუთითა კვლევის პროცესში დაკვირვების ობიექტებზე განსხვავებულ დროის პერიოდებზე:

"ბავშვებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განვითარებადი დაავადებების შესასწავლად აუცილებელია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი იმ ასაკამდე, როდესაც მსგავსი პრობლემები იჩენს თავს. კვლევაში განხილული მრავალი მდგომარეობა, მათ შორის ასთმა, ADHD, სწავლის პრობლემები და ქცევითი დარღვევები, ძირითადად 5 წლის შემდეგ, ბავშვების სკოლაში შესვლის პერიოდში დიაგნოსტირდება. თუ ბავშვებზე ამ ასაკამდე არ ხდება დაკვირვება, დაავადების მრავალი შემთხვევა შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. თუმცა, სწორედ ასე მოხდა ამ კვლევაში,

განსაკუთრებით არავაქცინირებულ ბავშვთა ჯგუფში: არავაქცინირებული ბავშვების დაახლოებით 25%-ს 6 თვემდე ასაკამდე აკვირდებოდნენ, 50%-ს — 15 თვემდე, ხოლო მხოლოდ 25%-ს — 3 წლის შემდეგაც. ეს პერიოდი ზედმეტად მოკლეა მსგავსი მდგომარეობების უმეტესობის გამოსავლენად. ამის საპირისპიროდ, ვაქცინირებულ ბავშვებზე დაკვირვების პერიოდი გაცილებით ხანგრძლივი იყო: 75%-ს 15 თვის შემდეგაც აკვირდებოდნენ, 50%-ს — 2,7 წლის შემდეგაც, ხოლო 25%-ს — 5,7 წლის შემდეგაც."

ამდენად, სინამდვილეში მტკიცება, რომ ვაქცინირებულ ბავშვებს უფრო მეტად უვითარდებათ ქრონიკული დაავადებები ეფუძნება კვლევის პროექტს, რომელიც მეთოდოლოგიურად გაუმართავი იყო, პროექტში მიმოხილული მონაცემები შედარებადი არ იყო, ამდენად, მისი დასვკნებიც უსაფუძვლოა.

რა სამეცნიერო მტკიცებულბები არსებობს აუტიზმსა და აცრებს შორის კავშირზე?

ერთ-ერთი დაავადება, რომელიც ზემოხსენებული კვლევის პროექტში განიხილებოდა, აუტიზმია. ამ საკითხზე ერთ-ერთი ბოლო ფართომასშტაბიანი კვლევა 2019 წლის მარტში ჟურნალ Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა. კვლევა მყარად ადასტურებს, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას (MMR) ვაქცინაცია არ იწვევს აუტიზმს და არ ზრდის აუტიზმის განვითარების რისკს. ვაქცინები არც აუტიზმის გამოვლენასთანაა რაიმე კავშირში. აღნიშნული შედეგი თანხვედრაშია წინამორბედ კვლევებთან.

მეცნიერებმა 1999-2010 წლების შუალედში დანიაში დაბადებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს. კვლევის განმავლობაში შესწავლილი 657,461 ბავშვიდან აუტიზმის დიაგნოზი 6,517-ს განუვითარდა.  MMR-ვაქცინირებული შემთხვევები შეადარეს არავაქცინირებულებს, მათი რისკების ფარდობა იყო 0.93 (95% CI, 0.85-დან 1.02-მდე). ასევე, აუტიზმის მომატებული რისკი არ აღმოჩნდა იმ ქვეჯგუფშიც, რომელთა და-ძმასაც ჰქონდა აუტიზმი ან სხვა რისკ-ფაქტორი.

ამრიგად, სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ ვაქცინებსა და აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) განვითარებას შორის კავშირი არ არსებობს. რეალურად, ვაქცინა მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა და ის მილიონობით ადამიანს ისეთი მძიმე ინფექციური დაავადებებისგან და მისგან გამოწვეული სიკვდილისგან იცავს, როგორებიცაა: პოლიომიელიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა, ტეტანუსი, დიფთერია, ჩუტყვავილა, ყბაყურა, B ჰეპატიტი, გრიპი და ა.შ.

Все посты

Дезинформация: Российские войска не обстреливали ракетами детскую площадку в Кривом Роге
Дезинформация: Российские войска не обстреливали ракетами детскую площадку в Кривом Роге
апр 16, 2025
Дезинформация: В Виннице в православном храме проводится дискотека
Дезинформация: В Виннице в православном храме проводится дискотека
окт 17, 2024
Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
фев 10, 2024
[исправлено] В социальных сетях распространяется поддельный рекламный плакат, приписываемый правительству Украины
[исправлено] В социальных сетях распространяется поддельный рекламный плакат, приписываемый правительству Украины
июн 30, 2026
Дезинформация: Владимир Зеленский купил у певца Стинга винодельческое хозяйство в Италии
Дезинформация: Владимир Зеленский купил у певца Стинга винодельческое хозяйство в Италии
авг 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.