Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
მცდარია მტკიცება, თითქოს CIA-მ დაადასტურა რომ კიბოს დამარცხება ანტიპარაზიტული მედიკამენტებით შესაძლებელია

მცდარია მტკიცება, თითქოს CIA-მ დაადასტურა რომ კიბოს დამარცხება ანტიპარაზიტული მედიკამენტებით შესაძლებელია

август 18, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · Здравоохранение

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა და აშშ-ის დაზვერვამ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან იცოდნენ კიბოს მკურნალობის ანტიპარაზიტული მედიკამენტის შესახებ, თუმცა მას მალავდნენ (არქივირებული ბმული). პოსტში აღნიშნულია, რომ 1951 წლის თებერვალში, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა დოკუმენტი, რომელშიც "შეჯამებული იყო პროფესორ ვ.ვ. ალპატოვის რევოლუციური საბჭოთა სამეცნიერო სტატია", თუმცა დაზვერვამ ის „სრულიად საიდუმლოდ“ მიიჩნია და არქივში დამალა. პოსტის ავტორის თქმით, ეს დოკუმენტი ამტკიცებდა, რომ იაფი ანტიპარაზიტული პრეპარატები სიმსივნეებს ანადგურებენ.

აღსანიშნავია, რომ იდენტური მტკიცება სოციალურ ქსელებში სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, ამერიკაშიც გავრცელდა და მას ავტორიტეტული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.

მტკიცება, თითქოს CIA-ის გასაჯაროვებულმა დოკუმენტმა კიბოს დამალული სამკურნალო საშუალება გამოავლინა, მცდარია. პოსტებში აღნიშნული დოკუმენტი სახელწოდებით „ბიოქიმიური მსგავსება ენდოპარაზიტებსა და ავთვისებიან სიმსივნეებს შორის“ (Biochemical Resemblance Between Endoparasites and Malignant Tumors) ნამდვილად არსებობს. CIA-ის Reading Room-ის მონაცემებით, დოკუმენტი საჯაროდ 2011 წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნდა, ხოლო მისი ციფრული ჩანაწერი მონაცემთა ბაზაში 2016 წლის 22 დეკემბერს შეიქმნა.

CIA-ის დოკუმენტში აღწერილია საბჭოთა კვლევა, რომლის თანახმადაც, გარკვეულ პარაზიტულ ჭიებსა და კიბოს უჯრედებს ბიოქიმიური მახასიათებლები აქვთ საერთო, განსაკუთრებით ენერგიის გამომუშავებისა და გარკვეული ქიმიური ნივთიერებების მიმართ რეაგირების თვალსაზრისით. საბჭოთა მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ ეს მსგავსებები შესაძლოა პარაზიტებსა და ავთვისებიან უჯრედებში მიმდინარე საერთო ბიოქიმიურ პროცესებზე მიუთითებდეს. ანგარიშში ასევე მოხსენიებულია რამდენიმე ექსპერიმენტული ნაერთი, რომლებიც პარაზიტებისა და სიმსივნეების კვლევის კონტექსტში იყო შესწავლილი: "1938 წელს ჰ. ნაუსმა მოახდინა ალკილირებული ამინოქსანტონის Myracyl D-ის სინთეზი, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა როგორც ბილჰარზიის, ისე ავთვისებიანი სიმსივნეების წინააღმდეგ.“ კვლევა ძირითადად ავთვისებიან სიმსივნეებსა და პარაზიტებს შორის არსებულ მსგავსებებზეა ფოკუსირებული და კიბოს შესაძლო სამკურნალო საშუალების შესახებ სიღრმისეული კვლევა ან ანალიზი არ არის წარმოდგენილი.

თავად CIA-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია საბჭოთა სამეცნიერო პუბლიკაციიდან იყო მიღებული, თუმცა CIA ამ კვლევას მხოლოდ მიმოიხილავს და მასში მოცემული მიგნებების ნამდვილობას არ ამოწმებს. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ დოკუმენტზე CIA-ს მითითებული აქვს, რომ ეს ინფორმაცია თავად არ შეუფასებია "unevaluated information".

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც კიბოს სამკურნალო საშუალებებზე დეზინფორმაცია ვრცელდება. ხშირად სოციალურ ქსელებში ვრცელდება მტკიცება, რომ ივერმექტინი, რომელიც ანტიპარაზიტული საშუალებაა, კიბოს "სამკურნალოდ" გამოდგება, თუმცა, მას პაციენტებს მიზანმიმართულად არ აძლევენ.

ამერიკის კიბოს საზოგადოების თანახმად, ივერმექტინი პარაზიტებითა და ჭიებით გამოწვეული გარკვეული ინფექციების სამკურნალოდ და პრევენციისთვის გამოიყენება. თავდაპირველად ის ცხოველებისთვის შეიქმნა, მათ შორის ძაღლების, კატების, ცხენების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და სხვა ფერმის ცხოველებისთვის.

თუმცა, ივერმექტინი ადამიანებში ან ცხოველებში კიბოს არც ერთი ტიპის სამკურნალოდ არ არის დამტკიცებული. არც ერთი კლინიკური გაიდლაინი ივერმექტინს კიბოს სამკურნალოდ რეკომენდაციას არ უწევს. ივერმექტინს არ გაუვლია ის მკაცრი კლინიკური კვლევები, რომლებიც აუცილებელია იმის დასადგენად, არის თუ არა ის უსაფრთხო ადამიანებში კიბოს სამკურნალოდ. ივერმექტინთან დაკავშირებული მტკიცებები სოციალურ ქსელში ხშირად ეფუძნება ივერმექტინის ზემოქმედების ადრეულ კვლევებს ცხოველებზე და ლაბორატორიულ პირობებში. არსებული კვლევების შედეგები საკმარისი არ არის იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა ივერმექტინი ადამიანებში ეფექტური პრეპარატი იყოს.

ამერიკის კიბოს საზოგადოებასთან საუბარში, დოქტორი მარკჰემი ივერმექტინზე ჩატარებულ კვლევებზე შემდეგ განმარტებას აკეთებს: „დიდი განსხვავებაა მიკროსკოპის ქვეშ მიმდინარე პროცესსა და ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესს შორის. ჩვენ ჯერ კიდევ მრავალი ნაბიჯი გვაშორებს იმის გარკვევას, რამდენად უსაფრთხო ან ეფექტურია ივერმექტინი კიბოს მკურნალობისას. კარგი მეცნიერება დროს მოითხოვს, რადგან პაციენტების უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია.“

დამატებით, გავრცელებულ პოსტი ირიბად ასევე მიუთითებს, თითქოს კიბო ერთი დაავადებაა და მის წინააღმდეგ ერთი სამკურნალო პრეპარატი არსებობს. სინამდვილეში, ამერიკის კიბოს ეროვნული ცენტრის თანახმად, კიბოს 100-ზე მეტი ტიპი არსებობს. კიბოს ტიპებს, როგორც წესი, იმ ორგანოს ან ქსოვილის მიხედვით უწოდებენ, სადაც სიმსივნე წარმოიქმნება. მაგალითად, ფილტვის კიბო ფილტვებში იწყება, ხოლო ტვინის კიბო — ტვინში. კიბოს ასევე შეიძლება აღწერდნენ იმ უჯრედის ტიპის მიხედვით, რომლისგანაც ის წარმოიქმნა, მაგალითად, ეპითელური ან ბრტყელუჯრედოვანი უჯრედის მიხედვით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, კიბოს მკურნალობა, როგორც წესი, მოიცავს ქირურგიულ ჩარევას, სხივურ თერაპიას და/ან სისტემურ თერაპიას (ქიმიოთერაპიას, ჰორმონულ მკურნალობას, მიზანმიმართულ ბიოლოგიურ თერაპიას). მკურნალობის სქემის სწორად შერჩევისას გათვალისწინებულია როგორც კიბოს ტიპი, ისე კონკრეტული პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობა.

Все посты

Дезинформация: Джонни Депп откроет ювелирный магазин в России
Дезинформация: Джонни Депп откроет ювелирный магазин в России
дек 19, 2024
Дезинформация: Кадры врача из больницы «Охматдет» оказались постановочными
Дезинформация: Кадры врача из больницы «Охматдет» оказались постановочными
июл 26, 2024
Изображение, на котором Арсений Яценюк находится на Мальдивских островах сгенерировано Искусственным интеллектом
Изображение, на котором Арсений Яценюк находится на Мальдивских островах сгенерировано Искусственным интеллектом
май 05, 2026
Дезинформация: Агентство USAID заплатило американским актерам за визит в Украину
Дезинформация: Агентство USAID заплатило американским актерам за визит в Украину
авг 07, 2024
Дезинформация: После прибытия освобожденных заключенных Джо Байден сел в пустой самолет
Дезинформация: После прибытия освобожденных заключенных Джо Байден сел в пустой самолет
сен 17, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.