Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ჩინურ-რუსული დეზინფორმაცია, რომ მსოფლიო კონფლიქტების 80%-ზე მეტი აშშ-ის ინიცირებულია

ჩინურ-რუსული დეზინფორმაცია, რომ მსოფლიო კონფლიქტების 80%-ზე მეტი აშშ-ის ინიცირებულია

август 18, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · Международное

სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება მტკიცება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული (ან, ზოგიერთი მტკიცების მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ) მსოფლიო ომების, ინტრვენციების და კონფლქიტების 80%-ზე მეტის ინიციატორი იყო (არქივირებული ბმული). ეს მტკიცება ყალბია.

უკანასკნელი 120 წლის განმავლობაში აშშ-მა მართლაც არაერთი ომი, ინტერვენცია, გადატრიალების მხარდაჭერა, ფარული ოპერაცია და სამხედრო განლაგება განახორციელა. ამ ისტორიის კრიტიკული შეფასება აუცილებელია და მას ამერიკელი მეცნიერები, ჟურნალისტები და ოფიციალური კვლევითი ინსტიტუტებიც დეტალურად აღწერენ. თუმცა აქედან არ გამომდინარეობს სოციალურ ქსელებსა და რუსეთის და ჩინეთის სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებული მტკიცება, თითქოს შეიარაღებული კონფლიქტების 80%-ზე მეტი აშშ-მა დაიწყო. ასეთი დასკვნა არც ერთ შესაბამის აკადემიურ მონაცემთა ბაზაში არ იძებნება და არც ჩაღრმავებული კვლევით დგინდება. სამაგიეროდ, კვლევის შედეგად აშკარად იკვეთება თუ როგორ გახდა ეს მტკიცება ჩინური და შემდეგ რუსული პროპაგანდისტული ნარატივების ერთ-ერთი მთავარი ხაზი.

როგორ მოხდა რეალური კვლევების დამახინჯება

2012 წელს უპსალას უნივერსიტეტის კონფლიქტების მონაცემების პროგრამის (UCDP - Uppsala Conflict Data Program-ის) მკვლევარებმა 1946–2011 წლებში მსოფლიოში 248 შეიარაღებული კონფლიქტი აღრიცხეს. ლოტა თემნერმა და პიტერ ვალენსტინმა 2012 წელს Journal of Peace Research-ში გამოაქვეყნეს მიმოხილვა სახელად - Armed Conflicts, 1946–2011 (არქივი). ამ ნაშრომში ნამდვილად წერია, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 153 ლოკაციაზე 248 კონფლიქტი იყო აქტიური. კვლევის მონაცემები მოიცავს 1946 და 2011 წლებს შორის პერიოდს.

უპსალას უნივერსიტეტის კვლევა „შეიარაღებულ კონფლიქტს“ განსაზღვრავს, როგორც სახელმწიფოს ხელისუფლებასთან ან ტერიტორიასთან დაკავშირებული განსხვავებული მოსაზრების გამო მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას, რომელშიც ერთ-ერთი მხარე მაინც ქვეყნის მთავრობაა და რომელშიც კალენდარულ წელიწადში მინიმუმ 25 ბრძოლასთან დაკავშირებული სიკვდილი ფიქსირდება. „ომად“ კი ეს კვლევა მხოლოდ იმ კონფლიქტს მიიჩნევს, რომელშიც ერთ წელიწადში მინიმუმ 1,000 ბრძოლასთან დაკავშირებული სიკვდილი ფიქსირდება. ამდენად, 248 არც „ყველა ძალადობრივი მოვლენის“ და არც მხოლოდ „ომების“ რაოდენობაა. ეს რიცხვი წარმოადგენს კონკრეტული მონაცემთა ბაზის ფარგლებში კოდირებულ კონფლიქტების რაოდენობას. UCDP-ის მონაცემები საჯაროა (არქივი), რაც საშუალებას აძლევს ყველა დამოუკიდებელ მკვლევარს რომ შეამოწმოს, როგორ მოხდა კალკულაცია და რა მეთოდოლოგიით იქნა შერჩეული შემთხვევები.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი განმარტება. ამ კვლევის მიხედვით, „ლოკაცია“ და „კონფლიქტი“ ერთი და იგივე არ არის, რადგან ერთ ქვეყანაში რამდენიმე განსხვავებული კონფლიქტი შეიძლება მიმდინარეობდეს, ხოლო სახელმწიფოთაშორის კონფლიქტს ორი ან მეტი ლოკაცია ჰქონდეს. სწორედ ამიტომაა 248 კონფლიქტი და 153 ლოკაცია. აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ უპსალას კვლევაში არაფერია ნახსენები აშშ-ის როლზე ამ კონფლიქტებში.

ამ კვლევის პარალელურად არსებობს სხვა წყარო, სადაც მითითებულია, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 2001 წლამდე აშშ-მა 201 სამხედრო ოპერაცია განახორციელა. ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა და ესეისტმა გორ ვიდალმა 2002 წელს გამოცემულ წიგნში “Perpetual War for Perpetual Peace,” დაეყრდნო რა Federation of American Scientists-ის მიერ შედგენილ სიას, გამოაქვეყნა აშშ-ის მიერ საზღვაგარეთ ჩატარებული სამხედრო ოპერაციები, რომელიც, თუ დავთვლით, 201 სამხედრო ოპერაციას მოიცავს (თავად ავტორს სია დანომრილი არ აქვს.) მოგვიანებით, თავის ნაშრომში ასევე გამოჩენილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჩალმერს ჯონსონმა იგივე სიაზე მიუთითა (არქივი) და აღნიშნა, რომ აშშ 201 სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობდა, რომელიც ან ვაშინგტონის გამო დაიწყო, ან რომელშიც მან თავად გამოიყენა პირველად ძალა.

ვიდალი და ჯონსონი ამერიკულ ინტერვენციონიზმს მკაცრად აკრიტიკებდნენ. მათ ტექსტებში გვხვდება შეფასება, რომ ბევრ შემთხვევაში აშშ პირველი იყენებდა ძალას. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში გამოყენებული ტერმინი არის “სამხედრო ოპერაცია” და არა “სამხედრო კონფლიქტი” (როგორც ამას UCDP-ის კვლევა აღწერდა). არც ვიდალი და არც ჯონსონი არ წერენ, რომ აშშ-მა მსოფლიოში 248 კონფლიქტიდან 201 დაიწყო, ან რომ მსოფლიო კონფლიქტების 80%-ზე მეტი აშშ-მ დაიწყო.

აქ აღსანიშნავია, რომ ამ ავტორების მიერ ჩამოთვლილი ოპერაციების სიაში ფიგურირებს როგორც სრულმასშტაბიანი ომი, ისე საჰაერო დარტყმა, ძალების დროებითი განლაგება, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია, ჰუმანიტარული მისია ან მრავალეროვნული სამშვიდობო ოპერაცია. ამგვარი ჩამონათვალი მნიშვნელოვანი და სასარგებლოა იმის საჩვენებლად, რამდენად ხშირად იყენებს ქვეყანა სამხედრო ინსტრუმენტს საზღვარგარეთ, მაგრამ იგი ვერ პასუხობს კითხვას, მსოფლიოს რამდენი დამოუკიდებელი კონფლიქტი დაიწყო ამერიკამ.

2014 წელს American Journal of Public Health-ში (AJPH) გამოქვეყნებულმა სტატიამ ეს ორი რიცხვი ერთმანეთს უნებლიედ დაუკავშირა. ან ნაშრომში რიცხვები 248 და 201 ერთმანეთის მომდევნო წინადადებებშია მოყვანილი, მაგრამ ავტორებს 201 არასოდეს გაუყვიათ 248-ზე და არ უთქვამთ, რომ აშშ-მა ამ კონფლიქტებიდან 201 დაიწყო. უილიამ უილსტის და თანაავტორების სტატიაში “საზოგადოებრივი ჯანდაცვის როლი ომის პრევენციაში: რაციონალი და კომპეტენციები” (The Role of Public Health in the Prevention of War: Rationale and Competencies) აღნიშნულია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში 153 ლოკაციაში 248 შეიარაღებული კონფლიქტი იყო, მომდევნო წინადადებაში კი წერია, რომ აშშ-მა 2001 წლამდე 201 სამხედრო ოპერაცია განახორციელა. პირველი წინადადება UCDP-ის კვლევას იყენებს წყაროდ, მეორე კი — გორ ვიდალს.

“Since the end of World War II, there have been 248 armed conflicts in 153 locations around the world.3 The United States launched 201 overseas military operations between the end of World War II and 2001,4 and since then, others, including Afghanistan and Iraq. During the 20th century, 190 million deaths could be directly and indirectly related to war—more than in the previous 4 centuries.5–8”

ხაზგასასმელია, რომ AJPH-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორები ამ რიცხვებს ერთმანეთზე არ ყოფენ და არ ამტკიცებენ, რომ 248 კონფლიქტიდან 201 კონფლიქტი აშშ-მა დაიწყო. თუმცა, ამ ორი რიცხვის გვერდიგვერდ განთავსებამ შექმნა ვიზუალური ცდუნება და კარგი საკვები მომდევნო წლებში ჩინური და რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული წყაროებისთვის, რომ ემტკიცებინათ, რომ აშშ პასუხისმგებელია მსოფლიო კონფლქტების 80 პროცენტზე მეტის დაწყებაზე.

ჩინური და რუსული პროპაგანდა

2021 წლის აპრილში ადამიანის უფლებების კვლევების ჩინეთის საზოგადოებამ (China Society for Human Rights Studies - CSHRS) გამოაქვეყნა ანგარიში (არქივი) სახელით “მწვავე ჰუმანიტარული კატასტროფები, რომლებიც გამოიწვია აშშ-ის აგრესიულმა ომებმა უცხო ქვეყნების წინააღმდეგ” (Severe Humanitarian Disasters Caused by U.S. Aggressive Wars against Foreign Countries.) ამ კვლევის შესავალში ავტორები „არასრული სტატისტიკის“ საფუძველზე აცხადებენ, რომ 1945 წლიდან 2001 წლამდე მსოფლიოს 153 რეგიონში 248 შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა, მათგან 201 კი (81%) აშშ-მა დაიწყო.

რა თქმა უნდა, ეს ანგარიში არ უთითებს, რომ რიცხვი 248 სინამდვილეში UCDP-ის 1946–2011 წლების მაჩვენებელია, ხოლო 201 გორ ვიდალის წიგნიდან აღებული რიცხვი. ამ კვლევაში შემდეგ აღწერილია კორეის, ვიეტნამის, ერაყის, ავღანეთისა და სხვა ომები, ასევე გადატრიალებები, ფარული ჩარევა, შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერა, სამხედრო სწავლებები და იარაღის მიწოდება. ნაშრომის მიზანი ცალსახად არის აშშ-ის სამხედრო ინტერვენციების და საგარეო პოლიტიკის კრიტიკა და ვაშინგტონის აგრესორად წარმოჩენა.

ადამიანის უფლებების კვლევების ჩინეთის საზოგადოება თავს ეროვნულ, არაკომერციულ აკადემიურ ორგანიზაციად წარმოაჩენს, თუმცა ჩინეთის მედია პროექტი (China Media Project) ადამიანის უფლებების კვლევების ჩინეთის საზოგადოების წესდებაზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ ამ ორგანიზაციის ზედამხედველი ერთეული ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური პროპაგანდის დეპარტამენტია, რომელიც სახელმწიფო საბჭოს საინფორმაციო ოფისის (State Council Information Office) სახელითაც მოქმედებს. ადამიანის უფლებების კვლევების ჩინეთის საზოგადოებას ადამიანის უფლებების საერთაშორისო სერვისიც (International Service for Human Rights) მთავრობის მიერ ორგანიზებულ არასამთავრობო სტრუქტურად (GONGO) აფასებს. ამიტომ მარტივად ფაქტებით დასტურდება, რომ ეს ორგანიზაცია ჩინეთის მთავრობასთან და კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებული ორგანიზაციაა და არა დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტი.

CSHRS-ის ანგარიშის შემდეგ ეს დამახინჯებული სტატისტიკა სწრაფად გავრცელდა ჩინეთის სახელმწიფო მედიისა და ჩინური დიპლომატიის განცხადებებში. 2021 წლის ივლისში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალურმა გაზეთმა People’s Daily-მ გაიმეორა (არქივი) 201/248-ის ფორმულა და აშშ საერთაშორისო წესრიგის დამრღვევ მთავარ ძალად წარმოაჩინა. იმავე წლის სექტემბერში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიციანმა პრესკონფერენციაზე იგივე რიცხვი დაასახელა. (არქივი)

2021 წელს ჩინეთის გლობალურმა სატელევიზიო ქსელმა (CGTN) CSHRS-ის ანგარიშზე დაყრდნობით გაავრცელა იგივე მტკიცება (არქივი), ხოლო ჩინეთის სამხედრო უწყებასთან დაკავშირებულმა გამოცემა China Military Online-მ მოგვიანებით ეს სტატისტიკა ამერიკული ჰეგემონიის დამადასტურებელ არგუმენტებად გამოიყენა. 2022 წელს ჩინეთის სახელმწიფო მედია სააგენტო Xinhua-მ „აშშ-ის მიერ დაწყებული ომების მოკლე ისტორიაში“ 81% კვლავ გამოიყენა (არქივი). ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იგივე რიცხვები ტაივანის კრიზისთან დაკავშირებულ განცხადებაშიც გაიმეორა, რათა აშშ ქრონიკულ პროვოკატორად და საერთაშორისო სამართლის დამრღვევად წარმოეჩინა.

2023 წელს Xinhua-სთან დაკავშირებულმა კვლევითმა სტრუქტურამ ვრცელი ტექსტი “აშშ-ის სამხედრო ჰეგემონიის საფუძვლები, ფაქტები და ნეგატიური გავლენა (Origins, Facts and Perils of U.S. Military Hegemony) გამოაქვეყნა (არქივი) და 81%-ის წყაროდ უკვე CSHRS-ის 2021 წლის ანგარიში მიუთითა. შესაბამისად, ბოლო წლებში თავად ჩინური ანგარიში იქცა პირველწყაროდ. 2024 წელს People’s Daily-მ იგივე „არასრული სტატისტიკა“ კვლავ გაიმეორა (არქივი).

ჩინური პროპაგანდისტული ნარატივი განსაკუთრებით პოპულარული გახდა რუსეთში 2021–2022 წლებში, უკრაინაში შეჭრამდე და შეჭრის შემდეგ პირველ თვეებში. 2021 წლის აპრილში TASS-ის წყაროდ მონიშნულ მასალაში CSHRS-ის ანგარიში გავრცელდა ფორმულირებით, რომ აშშ-მა 248 კონფლიქტიდან 201 დაიწყო. TASS რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული მედიაა, რომლის ხელმძღვანელი პირები არა ერთი ქვეყნის მიერ არიან სანქცირებული უკრაინაში რუსეთის სრულმასმასშტაბიანი შეჭრის კონტექსტში.

2022 წლის აპრილში Российская Газета-მ, რომლის ოფიციალური დამფუძნებელი რუსეთის მთავრობაა, Global Times-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ დემოკრატიის საბაბით ქაოსს თესავს და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიარაღებული კონფლიქტების 80%-ზე მეტი წამოიწყო. იმავე წლის აგვისტოში გაზეთმა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტაივანთან დაკავშირებული განცხადება გაიმეორა. Российская Газета-ს ოფიციალური ვებ-გვერდი რუსეთის მთავრობის მიერ მის დაფუძნებას ადასტურებს. იგივე ინფორმაცია სხვადასხვა დროს გავრცელებული აქვს Парламентская Газета-ს, საინფორმაციო სააგენტო Красная Весна-ს, Московский Комсомолец-ს, ჟურნალ Международная Жизнь-ს და ა.შ. ეს მტკიცება ასევე ხშირად ხვდება რუსეთის ხელმძღვანელი პირების განცხადებებშიც. მაგალითად, 2023 წელს Российская Газета-სთან ინტერვიუში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ „ვაშინგტონი დიდი ხანია გახდა ჩემპიონი გაჩაღებული ომების და კონფლიქტების რაოდენობის გათვალისწინებით.“

რუსულ წყაროებში გამქრალია ამ რიცხვების პირველწყაროები. მკითხველი უკვე ვეღარ ხედავს UCDP-ის 1946–2011 წლების მონაცემებს და ვიდალის მიერ ჩამოთვლილ სამხედრო ოპერაციებს. რუსულ და ჩინურ პროპაგანდაში დარჩა მხოლოდ მარტივი გზავნილი, რომ „აშშ-მა ყველა ომის 80% დაიწყო.“ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამ ფორმულამ ყურადღების გადატანის კლასიკური ფუნქცია შეასრულა, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პარალელურად ბრალეულობის გადატანა აშშ-ზე.

ამასთან, ცალკე ხაზგასასმელია, რომ ჩინურ და რუსულ ნარატივში აშშ-ის როლი მრავალგვარად არის წარმოჩენილი. ზოგ განცხადებებში აშშ კონფლიქტების ინიციატორი იყო (initiated), ზოგგან დამწყები (launched), რუსულ ფრაზეოლოგიაში კი - გამჩაღებელი (развязал).

ამერიკელი ავტორების წყაროებად მოშველიება

აშშ-ის ინტერვენციონისტული პოლიტიკის უფრო დამაჯერებლად წარმოსაჩენად ზოგჯერ ავტორები თავად ამერიკელ მეცნიერებს, კონკრეტულად კი რობერტ ჯერვისს ახსენებენ. ჯერვისი გავლენიანი ამერიკელი საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი იყო, რომელსაც ეკუთვნის ნაშრომი ახალი ამერიკული ინტერვენციონიზმი (The New American Interventionism).

ამ ნაშრომის შესავალში ჯერვისი წერს, რომ ინტერვენცია ისეთივე ამერიკული ფენომენია, როგორც ვაშლის ღვეზელი (intervention is as American as apple pie) და აღწერს ცივი ომის განმავლობაში აშშ-ის მხრიდან სხვა ქვეყნების საქმეებში ხშირ ფარულ ჩარებას. ნაშრომში იგი განიხილავს ძალის გამოყენებას, რეჟიმების მხარდაჭერას, საიდუმლო ოპერაციებს, პროპაგანდას, ეკონომიკურ ზეწოლას და ადგილობრივი ჯგუფების დახმარებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერვისი აშშ-ს ინტერვენციებს ქეისების მიხედვით განიხილავს და მისი კვლევა უფრო ხარისხობრივია, ვიდრე რაოდენობრივი. ის არ ასახელებს 248 კონფლიქტს, 201 ოპერაციას ან 80%-ს. პირიქით, ჯერვისი ხშირად უსვამს ხაზს, რომ „ინტერვენციას“ ერთიანი ზუსტი განმარტება და საზღვარი არ აქვს და საერთაშორისო ურთიერთობებში ჩარევა მრავალგვარ ქმედებას მოიცავს.

აშშ-ს ინტერვენციებზე და კონფლიქტებში მონაწილეობაზე მრავალი კვლევაა, რომელთაგან რამდენიმეს აღნიშვნა აქაც ღირს. კერძოდ, აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის ანგარიშში - “Instances of Use of United States Armed Forces Abroad, 1798–2023” - ჩამოთვლილია ასობით შემთხვევა, როდესაც ამერიამ შეიარაღებული ძალები გამოიყენა ქვეყნის გარეთ. თუმცა, ამ კვლევაში აშშ-ის ინტერვენციული ნაბიჯების მასშტაბი და ხარისხი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ჩამონათვალში შედის ომები, შეზღუდული დარტყმები, ევაკუაციები, საელჩოების დაცვა, ჰუმანიტარული დახმარება, სამშვიდობო განლაგებები და მრავალეროვნული ოპერაციები.

სიდიტა კუშიმ და მონიკა დაფი ტოფტმა, რომელთა კვლევა სამხედრო ინტერვენციების პროექტის (Military Intervention Project) საფუძველზე მომზადდა, თითქმის 400 ამერიკული სამხედრო ინტერვენცია აღრიცხეს (1776–2019 წლებში). ამ ნაშრომის მიხედვით, შემთხვევების დაახლოებით ნახევარი 1950 წლის შემდეგ მოხდა, ხოლო მეოთხედზე მეტი — ცივი ომის დასრულების შემდეგ. ეს მონაცემები მნიშვნელოვანია ამერიკული ძალის გამოყენების სიხშირისა და ცვლილების გასაანალიზებლად. მაგრამ არც ერთი ეს ავტორი არ ამტკიცებს, რომ აშშ-მა მსოფლიოს კონფლიქტების 80%-ზე მეტი დაიწყო.

დასკვნა

ამდენად მიუხედავად იმისა, რომ სანდო მონაცემები ვაშინგტონის მხრიდან ფართო ინტერვენციონიზმს ადასტურებს, არ არსებობს არც ერთი კვლევა, რომელიც დაადგენდა, რომ მსოფლიოში დროის კონკრეტულ მონაკვეთში, ან მე-20 საუკუნეში, ან 21-ე საუკუნის დასაწყისის ჩათვლით მიმდინარე კონფლიქტების 80%-ზე მეტი აშშ-ის მიერ იყო ინიცირებული. ეს მტკიცება, როგორც სტატიაშია ახსნილი, ჩინური და რუსული პროპაგანდის მიერ შექმნილი გზავნილია.

Все посты

Дезинформация: В Лос-Анджелесе сгорела всемирно известная надпись «Hollywood»
Дезинформация: В Лос-Анджелесе сгорела всемирно известная надпись «Hollywood»
фев 01, 2025
В социальных сетях распространяется фейковая обложка Charlie Hebdo
В социальных сетях распространяется фейковая обложка Charlie Hebdo
дек 12, 2024
В социальный сетях распространяется ложная цитата Фиделя Кастро
В социальный сетях распространяется ложная цитата Фиделя Кастро
сен 02, 2024
Дезинформация: Родители Владимира Зеленского продают виллу в Израиле и планируют переехать в Майами
Дезинформация: Родители Владимира Зеленского продают виллу в Израиле и планируют переехать в Майами
ноя 10, 2025
Дезинформация: Датских учеников заставляют посещать мечети и изучать Коран
Дезинформация: Датских учеников заставляют посещать мечети и изучать Коран
авг 06, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.