Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. "ჩატის კონტროლის" რეგულაცია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემცველი ონლაინ მასალის წინააღმდეგ მიმართული დროებითი ზომაა

ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. "ჩატის კონტროლის" რეგულაცია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემცველი ონლაინ მასალის წინააღმდეგ მიმართული დროებითი ზომაა

июль 28, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · Здравоохранение

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცება, რომ ევროკავშირში მოქალაქეების ონლაინ კომუნიკაცია დაცული აღარ იქნება.
სინამდვილეში გავრცელებული პოსტები უგულებელყოფს, რომ მიღებული რეგულირება არა ზოგადად მოქალაქეების "თვალთვალის", არამედ ბავშვებზე ონლაინ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში იქნა მიღებული.
ევროპარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება ელექტრონული კომუნიკაციის სერვისებს პროაქტიულად ბავშვთა სექსუალური ძალადობის შემცველი მასალის აღმოსაჩენად სკანირების ნებართვას აძლევს.
მიღებული რეგულაცია დროებითი ხასიათისაა და ის ამ ეტაპზე დაშიფრულ საკომუნიკაციო არხებს არ მოიცავს.

სოციალურ ქსელებში "ფეისბუქსა" (ბმული 1, 2) და "ტიკტოკზე" (ბმული 1, 2) გავრცელდა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია: "წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი (ჩატის კონტროლის შესახებ), რომლის მიხედვითაც, პირადი მიმოწერა დაცული აღარ იქნება!" (არქივირებული ბმული 1, 2).

გავრცელებულ პოსტებში უგულებელყოფილია მნიშვნელოვანი კოტექსტი. მათში გამოტოვებულია ინფორმაცია მიღებული რეგულაციის მიზნის, რეგულირების არეალისა და ხანგრძლივობის შესახებ, რაც სოციალური ქსელების მომხმარებლებს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს "მოქალაქეების მონაცემებზე პირდაპირი წვდომა ექნებათ".

2026 წლის 9 ივლისს ევროპარლამენტმა კონფიდენციალურობის წესებიდან გამონაკლისის შესახებ ცვლილება მართლაც მიიღო (არქივი), რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სერვისებს (მაგალითად, Facebook, Google, Microsoft) ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გამოვლენის მიზნით შესაძლებლობას აძლევს საკუთარ პლატფორმებზე, მათ შორის პირად მიმოწერაში არსებულ მასალებზე წვდომა იქონიონ და მსგავსი დარღვევები გამოავლინონ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში აღნიშნული საკითხის რეგულირება წლების წინ დაიწყო და 2026 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით მისი გახანგრძლივება მოხდა.

ევროკავშირმა 2021 წლის 14 ივლისს მიიღო პირველად აღნიშნული ცვლილება, რომლითაც დააწესა დროებითი და მკაცრად შეზღუდული გამონაკლისი ePrivacy-ის დირექტივის [1] ზოგიერთი დებულების მოქმედებიდან. ამ გამონაკლისის მიზანი იყო ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გამოვლენა, შესაბამისი შემთხვევების შეტყობინება და ასეთი მასალის წაშლა.

ეს რეგულაცია თავდაპირველად 2024 წლის 3 აგვისტოს უნდა ამოწურულიყო, თუმცა მისი მოქმედება 2026 წლის 3 აპრილამდე გახანგრძლივდა (არქივი), რათა ბავშვებზე ონლაინ სექსუალური ძალადობის ნებაყოფლობით გამოვლენაში სამართლებრივი ვაკუუმი არ შექმნილიყო.

წელს, აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ევროპარლამენტმა ამ რეგულაციის გახანგრძლივებაზე იმსჯელა და პირველ ჯერზე, 2026 წლის 26 მარტს პარლამენტმა მას მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულით პირველი მოსმენა დასრულდა, რის შედეგადაც დროებითი კანონის მოქმედება 2026 წლის 3 აპრილს ამოიწურა. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტში დეპუტატთა ნაწილის წინააღმდეგობა სწორედ მოქალაქეების პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის საკითხზე წუხილს ეხება.

პირველ მოსმენაზე ჩავარდნის შემდეგ შემდეგ ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა წინადადება მეორე მოსმენისთვის კვლავ ევროპარლამენტში დაებრუნებინა. როგორც ევროპარლამენტი განმარტავს, მეორე მოსმენისას, იმისთვის რომ რეგულაციის გახანგრძლივება ჩავარდნილიყო საჭირო იყო ევროპარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა, რაც 360 ხმით განისაზღვრება. კენჭისყრისას საკითხის ჩაგდებას მხარი 314 დეპუტატმა დაუჭირა და ამდენად, საკითხი გავიდა. აღსანიშნავია, რომ მეორე მოსმენაზე დაბრუნებულ ვერსიაში საგამონაკლისო წესი არ ეხება ე.წ. დაშიფრულ ჩატებს (Signal, Messanger, Whatsapp).

პროცედურულად ახლა შესწორებული ტექსტი ევროკავშირის საბჭოს გადაეგზავნა და ამ ორგანოს სამი თვე ექნება იმისთვის, რომ ცვლილებები დაამტკიცოს ან უარყოს. თუ საბჭო ყველა ცვლილებას არ დაეთანხმება, ევროპარლამენტი და საბჭო გადავლენ შეთანხმების (conciliation) პროცედურაზე, რათა საბოლოო კანონზე შეთანხმდნენ.

პარალელურად, ევროკავშირში ასევე მიმდინარეობს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემცველი მასალების წინააღმდეგ ბრძოლის ფართო რეგულირებაზე (ე.წ Chat Control 2.0) მუშაობა (არქივი), რომელსაც დასრულებული სახე ჯერ არ აქვს. თუმცა, მის სხვადასხვა ვერსიაში განიხილება, მათ შორის დაშიფრულ ჩატებზე წვდომა და ელექტრონული სერვისების პროვაიდერებისთვის არა მოხალისეობრივი, არამედ სავალდებულო ხასიათის რეგულირების დაწესება.

Chat Control 1.0 და Chat Control 2.0 – შედარება

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს საკითხი თავად ევროკავშირშიც ცხარე დისკუსიის საგანია. ცვლილებას კრიტიკა მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მხრიდანაც, მაგალითად, Open Dialogue Foundation-ის პრეზიდენტი, ლიუდმილა კოზლოვსკამ აცხადებს, რომ „Chat Control 1.0“-ზე ჩატარებული კენჭისყრა ევროკავშირში კონფიდენციალურობის დაცვის თანდათანობითი შესუსტების უფრო ფართო კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. გაცილებით უფრო მკაცრი იყო პარტია ალდეს პრეზიდენტი, გერმანელი ევროპარლამენტარი სვენია ჰანი, რომელმაც ევროპარლამენტის კენჭისყრა მწვავედ გააკრიტიკა. EUTechLoop-თან კომენტარში მან განაცხადა: „სამარცხვინოა, რომ ევროპარლამენტმა ‘Chat Control’-ის მექანიზმს მხარი დაუჭირა. ეს ხსნის კარს ევროპელი მოქალაქეების მთელი კერძო კომუნიკაციის მასობრივი მეთვალყურეობისთვის, ნაცვლად იმისა, რომ ევროპარლამენტის მიერ შეთავაზებული მიზნობრივი ბრძოლა წარიმართოს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ.“

ამდენად, სინამდვილეში ევროპარლამენტის მიერ მიღებული დროებითი რეგულირება ბავშვებზე ონლაინ სექსუალური ძალადობის შემცველი მასალის გამოვლენისა და ბრძოლის ნაწილია. აღნიშნული კონტექსტის გარეშე გავრცელებული პოსტები მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ეს რეგულაცია ზოგადად მოქალაქეების "თვალთვალის" მიზნით მიიღეს.



[1] ePrivacy Directive, 2002/58/EC ევროკავშირის კონფიდენციალურობის შესახებ სპეციალური კანონია, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების კონფიდენციალურობას არეგულირებს. სწორედ ePrivacy-ის გამო კომპანიები, როგორიცაა Meta, Google, ვერ ამოწმებენ მომხმარებლების კერძო მიმოწერას, თუ ამისთვის სპეციალური სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.




Все посты

Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» опубликована карикатура на главу МОК Томаса Баха
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» опубликована карикатура на главу МОК Томаса Баха
июл 19, 2024
Неверно, что Украина занимает третье место в Европе по продажам Bentley
Неверно, что Украина занимает третье место в Европе по продажам Bentley
май 04, 2026
Дезинформация: Американская церковь Сатаны благодарит организаторов Парижской Олимпиады
Дезинформация: Американская церковь Сатаны благодарит организаторов Парижской Олимпиады
авг 10, 2024
Российские источники выдают бронеавтомобиль 1918 года за часть современных вооружённых сил Эстонии
Российские источники выдают бронеавтомобиль 1918 года за часть современных вооружённых сил Эстонии
июн 04, 2026
Дезинформация: Компания «Кока кола» прислала в Украину мобильные морги
Дезинформация: Компания «Кока кола» прислала в Украину мобильные морги
ноя 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.