Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში თორნიკე გოშაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში თორნიკე გოშაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

июнь 24, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · Закон, Политика
Поделиться

სოციალურ ქსელ ფეისბუქში მომხმარებელი აქვეყნებს ვიდეოს - ნაწყვეტს 2025 წლის 5 დეკემბრის ბრიფინგიდან. ბრიფინგზე აქციებზე დაკავებული პატიმრების მშობლებმა მიმართვა გაავრცელეს, რომლითაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების დასაშლელად გამოყენებულ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შესაძლო შერევის ფაქტის გამოძიება მოითხოვეს. მოცემული ბრიფინგიდან ნაწყვეტს სოციალური ქსელის მომხმარებელი ხელახლა ავრცელებს და თან ურთავს აღწერას: „პოლიციელების დაწვის ბრალდებით გასამართლებული პატიმრის დედა“.

ვიდეოს ამ კონკრეტულ მონაკვეთში პატიმრების მშობლების საერთო განცხადებას/მიმართვას მარიზი კობახიძე კითხულობს. შესაბამისად, ვიდეოს აღწერა სწორედ მას მიემართება.

მარიზი კობახიძე არის თორნიკე გოშაძის დედა. თორნიკე გოშაძე ერთ-ერთია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე დაკავებულთაგან. მისი საქმე სხვა შვიდი პირის საქმესთან ერთად განიხილებოდა. პროკურატურამ დაკავებულებს (ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილსა და გიორგი გორგაძეს) ბრალი 225-ე მუხლით წაუყენა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობდა. მოგვიანებით, სასამართლომ მუხლი გადააკვალიფიცირა - სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე. 226-ე მუხლი გულსიხმობს ჯგუფურ მოქმედებას / მის ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. საბოლოო ჯამში დაკავებულთაგან სამს (ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს) ჯგუფური ქმედების ორგანიზებისთვის 2 წლითა და 6 თვით, ხოლო დანარჩენებს ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობის გამო 2 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

ამდენად, თორნიკე გოშაძეს პოლიციელის დაწვა, პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფა ან მისი მცდელობა არათუ არ ჩაუდენია, არამედ საქართველოს პროკურატურა თავისი თავდაპირველი პოზიციითაც კი არ ედავებოდა მსგავს ბრალდებას. შესაბამისად, ვიდეოს აღწერაში მოცემული მტკიცება რეალობას არ შეესაბამება.


Все посты

Дезинформация: Трамп и Джеффри Эпштейн зафиксированы на видео на фоне малолетних девочек
Дезинформация: Трамп и Джеффри Эпштейн зафиксированы на видео на фоне малолетних девочек
июл 23, 2025
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
июн 02, 2025
Дезинформация: Датских учеников заставляют посещать мечети и изучать Коран
Дезинформация: Датских учеников заставляют посещать мечети и изучать Коран
авг 06, 2025
Дезинформация: На обложке американского сатирического журнала Humor Times опубликована карикатура на Зеленского
Дезинформация: На обложке американского сатирического журнала Humor Times опубликована карикатура на Зеленского
сен 03, 2024
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатура на президента Украины
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатура на президента Украины
окт 29, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.