Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ნიკა გვარამიას მაია სანდუ მოლდოვის არჩევნებში ორგზის დამარცხებულად არ გამოუცხადებია

ნიკა გვარამიას მაია სანდუ მოლდოვის არჩევნებში ორგზის დამარცხებულად არ გამოუცხადებია

май 15, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ნიკა გვარამიას განცხადების მონაკვეთი, რომელშიც ის ამბობს, რომ მაია სანდუმ ორივე არჩევნები ქვეყნის ტერიტორიაზე, საკუთრივ მოლდოვაში წააგო.
გავრცელებული მონაკვეთი განცხადების საერთო კონტექსტიდან ამოჭრილია.
სრულ ინტერვიუში გვარამია აზუსტებს, რომ მაია სანდუმ მოლდოვური დიასპორის ხმების დახმარებით შეძლოს არჩევნებში გამარჯვების მოპოვება.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მაია სანდუმ ორივე არჩევნები ქვეყნის ტერიტორიაზე, საკუთრივ მოლდოვაში წააგო. გვარამიას კომენტარს მოჰყვება მაია სანდუს საჯარო გამოსვლის ვიდეო, რომელსაც გახმოვანებად სატირული ქართული ტექსტი აქვს დადებული. პოსტის გამავრცელებელი ასევე ირონიულად კითხულობს: "მაიას რა აკადრა" (არქივირებული ბმული).

ნიკა გვარამიას კომენტარის ის მონაკვეთი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, 12 მაისს ტელეკომპანია ფორმულას გადაცემის "ნამდვილი ამბავი" ეთერიდანაა აღებული. სრული ინტერვიუ 44 წუთზე მეტი ხანგრძლივობისაა, ხოლო რელევანტური მომენტი დაახლოებით მე-16 წუთიდან იწყება. გვარამია მოლდოვასა და მაია სანდუზე საუბრით პარალელებს ქართულ რეალობასთან ავლებს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მაია სანდუმ ორივე არჩევნები მოლდოვის ტერიტორიაზე წააგო, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებითაც, თუმცა ზოგადად არჩევნების მოგება შეძლო მოლდოველი ემიგრანტების უზარმაზარი მხარდაჭერის ფონზე. ამ კომენტარის შემდგომ, ნიკა გვარამია კვლავაც უბრუნდება ქართულ რეალობაზე საუბარს და პარალელს ქართული ოპოზიციური სპექტრისადმი ქართველი ემიგრანტების მხრიდან დიდ მხარდაჭერასთან ავლებს.

ამდენად, ინტერვიუს სრული კონტექსტის გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ ნიკა გვარამია აქცენტს ემიგრანტების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე აკეთებდა. აღნიშნული კონტექსტის გარეშე კი გვარამიას ინტერვიუს მოჭრილი მონაკვეთი შეცდომაში შემყვანია და შესაძლოა მომხმარებლებს აფიქრებინოს, რომ პოლიტიკოსმა მაია სანდუ ორივე არჩევნებში დამარცხებულად გამოაცხადა.

Все посты

Дезинформация: Дональд Трамп сделал заявление о договоре между Россией и Украиной
Дезинформация: Дональд Трамп сделал заявление о договоре между Россией и Украиной
июл 25, 2025
Дезинформация: Владимир Зеленский купил за 20 млн. фунтов особняк в Лондоне
Дезинформация: Владимир Зеленский купил за 20 млн. фунтов особняк в Лондоне
янв 23, 2025
Ложь, что украинских школьников заставляли носить шлемы в поддержку олимпийцев
Ложь, что украинских школьников заставляли носить шлемы в поддержку олимпийцев
фев 25, 2026
Дезинформация: Владимир Зеленский приобрел ранчо в США
Дезинформация: Владимир Зеленский приобрел ранчо в США
ноя 05, 2025
В социальных сетях распространяется фейковая обложка Charlie Hebdo
В социальных сетях распространяется фейковая обложка Charlie Hebdo
дек 12, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.