Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ისრაელს ჩინეთი “ანტისემიტურ სახელმწიფოდ” არ გამოუცხადებია

ისრაელს ჩინეთი “ანტისემიტურ სახელმწიფოდ” არ გამოუცხადებია

апрель 29, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · საერთაშორისო

სოციალურ მედიაში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს ისრაელმა ოფიციალურად გამოაცხადა ჩინეთი „ანტისემიტურ სახელმწიფოდ“ და მსოფლიოს ჩინეთის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების შემოღებისკენ და ჩინური პროდუქციის ბოიკოტისკენ მოუწოდა (არქივირებული ბმული). აღნიშნული მტკიცებები რეალობას არ შეესაბამება და არ ეფუძნება ისრაელის ოფიციალურ გადაწყვეტილებას, ან რომელიმე ლიდერის პოლიტიკურ განცხადებას.

როგორც ჩანს, აღნიშნული მტკიცების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის ებრაელი ხალხის პოლიტიკის ინსტიტუტის (Jewish People Policy Institute-ის (JPPI)) მიერ 2026 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ანგარიში “ჩინური ანტისემიტიზმი 2021-2025: წარმომავლობა და მიზანი,” რომელიც ჩინეთის მედია სივრცეში, აკადემიურ დისკურსს და ზოგიერთ ოფიციალურ ნარატივში ანტისემიტური სტერეოტიპების და კონსპირაციული თეორიების ზრდას ეხება. ანგარიშზე დაყრდნობით 2026 წლის 24 თებერვალს მასალა მოამზადა The Times of Israel-მაც. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთის მხარემ ეს შეფასებები უარყო და მათ „უსაფუძვლო და მავნე“ უწოდა.

მნიშვნელოვანია, რომ JPPI-ს მიერ მომზადებული ანგარიში არ შეიცავს არც ჩინეთის „ანტისემიტურ სახელმწიფოდ“ გამოცხადების და არც ბოიკოტისკენ მოწოდების შესახებ ინფორმაციას. ანგარიშში მოყვანილია რეკომენდაციები, რომ ისრაელმა გააძლიეროს გლობალური დიასპორის ჩართულობა ჩინეთში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ, განსაკუთრებით მედიასა და უნივერსიტეტებში; აქტიურად იმუშაოს დასავლურ ქვეყნებთან, რათა ერთობლივად დაგმონ ანტისემიტიზმის გამოვლინებები; უზრუნველყოს ჩინეთში ანტისემიტური ნარატივების სისტემური მონიტორინგი და მონაცემების შეგროვება; დაადგინოს ჩინეთის სახელმწიფო აპარატის რომელი ინსტიტუტები აწარმოებენ ასეთ დისკურსს; ოფიციალურად დააყენოს საკითხი ისრაელ-ჩინეთის ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებში, როგორც ურთიერთობების შემაფერხებელი ფაქტორი; გააძლიეროს კულტურული და აკადემიური თანამშრომლობა, როგორც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო ეფექტიანი ინსტრუმენტი; გამოიყენოს უფრო მკაფიო და ნაკლებად თავშეკავებული დიპლომატიური ენა; შეინარჩუნოს „ერთი ჩინეთის პოლიტიკა“, ხოლო პარალელურად, გააძლიეროს ურთიერთობები ტაივანთან კულტურულ და აკადემიურ დონეზე; იმუშაოს ჩინეთში ისრაელის იმიჯის, მისი მდგრადობისა და სტრატეგიული მნიშვნელობის გაძლიერებაზე.

აღსანისნავია, რომ ისრაელის მხრიდან ჩინურ მედიაში გავრცელებულ ანტი-სემიტური ხასიათის განცხადებებზე ადრეც ყოფილა რეაგირება. მაგალითად, 2021 წელს ისრაელის საელჩომ ჩინეთში სახელმწიფო მედიასთან დაკავშირებული არხები ანტისემიტური კონსპირაციების გავრცელების გამო მკაცრად გააკრიტიკა. თუმცა მაშინაც, ეს განცხადება კონკრეტულ რეპორტაჟზე რეაქცია იყო და არა პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩინეთის როგორც ანტისემიტური სახელმწიფოს შეფასების შესახებ.

ზემოთ აღნიშნული კვლევის მომზადებიდან რამდენიმე დღეში, 2026 წლის 1 მარტიდან სოციალურ ქსელებში, მათ შორის, ფეისბუქზე და Threads-ზე, გაჩნდა რამდენიმე პოსტი იმის შესახებ, რომ ისრაელმა „ოფიციალურად გამოაცხადა ჩინეთი ანტისემიტურ სახელმწიფოდ და მოუწოდა მსოფლიოს მისი პოლიტიკური ბოიკოტისკენ.“ მოგვიანებით სხვა პოსტებში ეს ფორმულირება კიდევ უფრო ხისტად გავრცელდა, თითქოს ისრაელი ჩინეთის ეკონომიკურ იზოლაციას ითხოვს და რომ ჩინეთი „მსოფლიოს ყველაზე დიდ ანტისემიტურ სახელმწიფოდ” გამოცხადდა. ყველა ეს პოსტი, როგორც ჩანს, ერთმანეთისგან არის კოპირებული და არც ერთ ოფიციალურ წყაროს ეყრდნობა. უფრო მეტიც, ღია წყაროებში არ იძებნება ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებიც დაადასტურებდა ისრაელის მიერ ჩინეთის “ანტისემიტურ სახელმწიფოდ” გამოცხადებას და ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ბოიკოტისკენ მოწოდებას.

შესაბამისად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ისრაელმა ჩინეთი გამოაცხადა “ანტისემიტურ სახელმწიფოდ” და მსოფლიოს მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ბოიკოტისკენ მოუწოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.


Все посты

Ложная информация, что младший сын Donald Trump разыскивается для военной мобилизации
Ложная информация, что младший сын Donald Trump разыскивается для военной мобилизации
мар 16, 2026
Дезинформация: Правительство Британии легализовало браки между кровными родственниками
Дезинформация: Правительство Британии легализовало браки между кровными родственниками
окт 07, 2025
Дезинформация: Aдминистрация Трампа отказалась покрывать расходы Зеленского на проживание в Вашингтоне
Дезинформация: Aдминистрация Трампа отказалась покрывать расходы Зеленского на проживание в Вашингтоне
мар 03, 2025
Дезинформация: В Виннице в православном храме проводится дискотека
Дезинформация: В Виннице в православном храме проводится дискотека
окт 17, 2024
Дезинформация: В украинском городе Черкасcы сторонники президента Зеленского взяли штурмом православный храм
Дезинформация: В украинском городе Черкасcы сторонники президента Зеленского взяли штурмом православный храм
окт 17, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.