Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
მცდარია მტკიცება, თითქოს გავრცელებული ვიდეო დუბაიში ირანის თავდასხმით გამოწვეულ კანალიზაციის პრობლემებს ასახავს

მცდარია მტკიცება, თითქოს გავრცელებული ვიდეო დუბაიში ირანის თავდასხმით გამოწვეულ კანალიზაციის პრობლემებს ასახავს

апрель 9, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · Международное
Поделиться

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეოს აღწერის თანახმად, ირანის დარტყმის შედეგად დუბაის კანალიზაცია პარალიზებულია.
არ დასტურდება, რომ ირანში მიმდინარე ომის პერიოდში დუბაიში კანალიზაციის პრობლემები იყო.
კადრები სავარაუდოდ ასახავს წვიმის შედეგად გამოწვეულ დატბორვას ქალაქ შარჟაში.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეოს აღწერის თანახმად, ირანის დარტყმის შედეგად დუბაის კანალიზაცია პარალიზებულია. ვიდეოს გამავრცელებელი მიუთითებს, რომ სიტუაციის სირთულის გამო ფეკალმზიდი მანქანები საქმეს ვერ შველიან.

გამოყენებული ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-იდანაა აღებული, რაც მისი ბოლომდე ნახვისას აშკარა ხდება. ვიდეოს ბოლოს ასევე მითითებულია თავდაპირველი გამავრცელებელი TikTok გვერდის სახელიც. ამ მინიშნებებს მივყავართ თავდაპირველად გავრცელებულ ვიდეომდე, რომლის აღწერაშიც ვხედავთ ე.წ. ჰეშთეგებს, რომლებიც მიგვითითებენ, რომ ვიდეო არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, ქალაქ დუბაის ან შარჟას ასახავს. ვიდეოს კომენტარებში მომხმარებლები აზუსტებენ, რომ კადრები ქალაქ შარჟადანაა.

ღია წყაროებში ინფორმაციის ძიება გვიჩვენებს, რომ 2026 წლის მარტის ბოლო კვირაში არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ძლიერი წვიმები იყო, რამაც რიგი ქალაქების, მათ შორის შარჟას დატბორვა გამოიწვია.

ღია წყაროებში ასევე ვხედავთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქალაქ შარჟაში დატბორვასთან გასამკლავებლად წყლის ტანკერებიანი სატვირთოები გამოიყენეს. სავარაუდოდ, სწორედ ეს პროცესია ასახული ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

ასევე აღსანიშნავია, რომ ღია წყაროებში ძიება ირანის დარტყმის შედეგად დუბაიში კანალიზაციის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ, რაიმე რელევანტურ შედეგებს არ იძლევა.

Все посты

Дезинформация: Елена Зеленская отдыхает в Швейцарии
Дезинформация: Елена Зеленская отдыхает в Швейцарии
янв 23, 2025
Дезинформация: В Украине «Арку дружбы» перекрасили в цвета ЛГБТ
Дезинформация: В Украине «Арку дружбы» перекрасили в цвета ЛГБТ
июн 07, 2024
В файлах Эпштейна не подтверждается причастность Зеленского к торговле людьми
В файлах Эпштейна не подтверждается причастность Зеленского к торговле людьми
янв 21, 2026
Правда ли, что Антикоррупционное бюро Украины изъяло золотую коляску во время обыска офиса Юлии Тимошенко?
Правда ли, что Антикоррупционное бюро Украины изъяло золотую коляску во время обыска офиса Юлии Тимошенко?
янв 20, 2026
В социальных сетях распространяется вырванное из контекста видео Владимира Зеленского
В социальных сетях распространяется вырванное из контекста видео Владимира Зеленского
дек 04, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.