Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
აპირებს თუ არა გერმანია, შეუზღუდოს 17-დან 45 წლამდე მამაკაცებს ქვეყნის თავისუფლად დატოვების უფლება?

აპირებს თუ არა გერმანია, შეუზღუდოს 17-დან 45 წლამდე მამაკაცებს ქვეყნის თავისუფლად დატოვების უფლება?

апрель 9, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · საერთაშორისო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს გერმანია უზღუდავს საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვების უფლებას და 17-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცებს ავალდებულებს ბუნდესვერისგან (გერმანიის შეიარაღებული ძალები) სპეციალური ნებართვის მიღებას, თუ ისინი სამ თვეზე მეტი ვადით გეგმავენ საზღვარგარეთ გამგზავრებას.

სინამდვილეში, ეს ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ეფუძნება სამხედრო სამსახურის მოდერნიზებული კანონის არასრულ ინტერპრეტაციას.

2026 წლის იანვრიდან გერმანიაში ამოქმედდა სამხედრო სამსახურის „მოდერნიზებული მოდელი“, რომლის მიზანიც არის ბუნდესვერი-ს პერსონალის ზრდა და მოხალისეთა სისტემის გაძლიერება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ შეცვლილი უსაფრთხოების კონტექსტის გამო. ამ ფართო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში მართლაც არის მუხლი, რომელიც გულისხმობს სპეციალურ ნებართვებს 18-დან 45-წლამდე მამაკაცებისთვის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მუხლი წინა კანონშიც არსებობდა, მაგრამ ის მხოლოდ საგანგებო მდგომარეობების და კრიზისების დროს მოქმედებდა.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტების თანახმად, ეს ჩანაწერი არ წარმოადგენს რეალურად შემზღუდავ მექანიზმს, არამედ არის იურიდიული ჩარჩოს ნაწილი, რომელიც საჭირო გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გერმანია მომავალში გადავა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოდელზე და მას დასჭირდება პოტენციური წვევამდელების აღრიცხვა და მათი ადგილსამყოფლის ცოდნა. სამინისტროს თქმით, დღევანდელი მოცემულობით, როდესაც სამხედრო სამსახური გერმანიში ნებაყოფლობითია, ასეთი ნებართვები ფაქტობრივად ავტომატურად გაიცემა, ხოლო თავად რეგულაციის დარღვება არ გულისხმობს რაიმე სანქციას. გარდიანთან ინტერვიუში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული რეგულაციით სამინისტრო დააზუსტებს, რომ მანამ სანამ გაწვევა ნებაყოფლობითია ავტორიზაციები ავტომატურად გაიცეს.

შესაბამისად, მიუხედავად კანონში შეტანილი ცვლილებისა, თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მანამ სანამ სამხედრო გაწვევა სავალდებულო არ არის გერმანიაში, ნებართვები 18-45 წლის მამაკაცებისთვის ფაქტობრივად ავტომატურად გაიცემა. დამატებით, მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ ნებართვის აღების გარეშე ქვეყნის დატოვება, სანქციებს ფაქტობრივად არ მოიცავს.


Все посты

Дезинформация: Зеленский купил отель-казино на Кипре
Дезинформация: Зеленский купил отель-казино на Кипре
июн 10, 2024
Неверно, что Украина занимает третье место в Европе по продажам Bentley
Неверно, что Украина занимает третье место в Европе по продажам Bentley
май 04, 2026
Дезинформация: Дональд Трамп сфотографировался в футболке с изображением Путина и надписью «СССР»
Дезинформация: Дональд Трамп сфотографировался в футболке с изображением Путина и надписью «СССР»
авг 21, 2025
Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
фев 10, 2024
Дезинформация: Дональд Трамп сделал заявление о договоре между Россией и Украиной
Дезинформация: Дональд Трамп сделал заявление о договоре между Россией и Украиной
июл 25, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.