Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ენტონი ბლინკენის გამოგონილი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ენტონი ბლინკენის გამოგონილი ციტატა ვრცელდება

март 24, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Неправда · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, თითქოს ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ ტრამპმა ირანს ეპსტინის ჩანაწერებით შანტაჟის გამო შეუტია;
გავრცელებული ვიდეოს ორიგინალში, ეპსტინის ფაილებს ენტონი ბლინკენი საერთოდ არ ახსენებს;
ინტერვიუ აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ბლუმბერგს მისცა და მასში ირანში მიმდინარე კონფლიქტი მიმოიხილა;

სოციალურ ქსელში ვრცელდება ენტონი ბლინკენის, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ინტერვიუდან ამონარიდს, რომელსაც თან ერთვის აღწერა:

„ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ისრაელი ბარაკ ობამაზე ზეწოლას ახდენდა ირანის დამბობვაზე და, რომ ამას ამერიკასთან ერთად ან მის გარეშეც გააკეთებდა, ობამა კი წინააღმდეგი იყო‼️

მისივე თქმით ტრამპი დასთანხმდა რადგან ,, მათ მისი (დონალდ ტრამპის) ეპშტეინის ჩანაწერები აქვთ”.

ინტერვიუში ყოფილი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნამდვილად იხსენებს ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდს და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას. ის ამბობს: “როდესაც საქმე ირანს ეხება, ეს ვრცელი ისტორიაა. ობამას ადმინისტრაციის დროს, ისრაელი ზეწოლას ახდენდა ობამაზე რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაეწყო. [ისრაელის წარმომადგენლები] აფრთხილებდნენ [ობამას], რომ თუ ამას არ იზამდა, ისინი თვითონ გააკეთებდნენ. მაგრამ ობამამ ეს არ ქნა, რადგან ბირთვული პროგრამის შესაკავებლად უკეთესი გზა მოიფიქრა... ეს მიღწეული იქნა ძალიან ძალისმიერი დიპლომატიით, რომელსაც მოყვებოდა ძლიერი სანქციები, რომლის ირგვლივაც გავაერთიანეთ მსოფლიო და მივაღწიეთ ბირთვულ შეთანხმებას.

ჰამასის მხრიდან 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმის შემდეგ დღეებში, ისრაელი მოითხოვდა ჩრდილოეთის მიმართულებით პრეემფციულ თავდასხმას, ვინაიდან ლიბანიდან ელოდა ჰესბოლას შეტევას. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ჩვენ თქვენთან ვართ და ყოველთვის თქვენთან ვიქნებით, თუ ისრაელს თავს დაესხმებიან, ჩვენ დავიცავთ ისრაელს, მაგრამ ჩვენ არ ვართ თქვენთან თუ რაიმეს დაიწყებთ თქვენით. ჩვენ დაახლოებით 30 წუთი გვაშორებდა ჩრდილოეთში ომთან, რომელიც იწყებოდა იმ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ისრაელს, ჰესბოლასგან მყისიერი თავდასხმის საფრთხეზე ჰქონდა. ჩვენ ეს შევაჩერეთ. მაგრამ ბაიდენი იყო ძალიან მყარი, რომ ჩვენ არ გავაკეთებთ რაღაცას, რასაც თქვენ აინიციირებთ, რასაც თქვენ იწყებთ, ეს განსხვავდება ისრაელის დაცვისაგან, როცა მას თავს ესხმიან. მე ვერ ვისაუბრებ როგორი იყო დინამიკა ახლა, მე გავიგე რაღაც, შემდეგ ეს უკან წაიღეს, პრეზიდენტმა თქვა რომ პირიქით იყო, ცვალებადი რაციონალი, ცვალებადი ახსნები თუ რატომ ახლა და რატომ ეს? და ისევ, ამიტომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი, რომ ეს ყველაფერი აუხსნა ამერიკელ ხალხს და ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს.“

სრულ ინტერვიუში ბლინკენი იმასაც იხსენებს, რომ ადმინისტრაციების ცვლილების დროს (როდესაც ბაიდენის პრეზიდენტობის ვადა სრულდებოდა და დონალდ ტრამპი უკვე არჩეული პრეზიდენტი იყო), ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ტყვეების გაცვლა და პატიმრების გათავისუფლება მოჰყვა, მიღწეული იყო მათ შორის ტრამპის, როგორც არჩეული პრეზიდენტის მომავალი ადმინისტრაციის მონაწილეობით. ენტონი ბლინკენი მადლობას უხდის სტივ უიტკოფს (ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში) იმ როლისთვის, რაც მან ამ შეთანხმების მიღწევაში მაშინ ითამაშა.

სრულ ინტერვიუში ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში მოვლენების განვითარების სცენარებსაც ეხება და გამოსავლის შესაძლო ვერსიებზეც მსჯელობს, ის აანალიზებს საერთაშორისო წესრიგს და მიმდინარე მოვლენების გავლენას მასზე. ნახევარსაათიან ინტერვიუში არსად ენტონი ბლინკეინ, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი არ ამბობს, რომ დონალდ ტრამპი ისრაელის მხრიდან ირანზე თავდასხმის მოთხოვნას იმიტომ თასთანხმდა, რომ მასზე ჩანაწერები აქვთ. შესაბამისად, ფეისბუქის მომხმარებლის მიერ ვიდეოს აღწერაში მოცემული მტკიცება არ დასტურდება .


Все посты

Дезинформация: на видео показаны кадры премьер-министра Израиля Беньямина Нетаньяху, бегущего в бункер
Дезинформация: на видео показаны кадры премьер-министра Израиля Беньямина Нетаньяху, бегущего в бункер
окт 05, 2024
В социальных сетях распространяется вырванное из контекста видео Владимира Зеленского
В социальных сетях распространяется вырванное из контекста видео Владимира Зеленского
дек 04, 2025
Дезинформация: В баре в городе на Аляске, где может состояться встреча Путина и Трампа, появилось «эксклюзивное блюдо мистера Путина»
Дезинформация: В баре в городе на Аляске, где может состояться встреча Путина и Трампа, появилось «эксклюзивное блюдо мистера Путина»
авг 14, 2025
Фигурирует ли Эммануэль Макрон в файлах Эпштейна?
Фигурирует ли Эммануэль Макрон в файлах Эпштейна?
янв 25, 2026
Дезинформация: Майя Санду незаконно приобрела сперму, полученную от гей-знаменитостей
Дезинформация: Майя Санду незаконно приобрела сперму, полученную от гей-знаменитостей
авг 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.