Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს უკრაინა ირანში ჯარს აგზავნის

ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს უკრაინა ირანში ჯარს აგზავნის

март 12, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · Политика

სოციალურ მედიაში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს უკრაინა ირანში ჯარს აგზავნის. სინამდვილეში, ღია წყაროებში არსებული ინფორმაციით არ დასტურდება უკრაინული საბრძოლო ქვედანაყოფების ირანში გაგზავნა. ასევე არ დასტურდება, რომ უკრაინა უშუალოდ ერთვება ირანის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში.



სხვადასხვა საერთაშორისო სანდო მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ უკრაინა პარტნიორ ქვეყნებს სთავაზობს ანტიდრონულ გამოცდილებას, ტექნიკურ დახმარებას და სპეციალისტების მცირე ჯგუფების გაგზავნას იმ ქვეყნებში, რომლებიც ირანიდან გაშვებული დრონების საფრთხის წინაშე დგანან.

BBC-ის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედრო ექსპერტების ჯგუფები გაიგზავნა ყატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში, ასევე იორდანიაში, რომ აშშ-ს სამხედრო ძალებს დაეხმარონ სამხედრო ობიექტების დაცვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება დაუგროვდა დრონების მოგერიებაში, რადგან ოთხ წელზე მეტია რუსეთი სწორედ ირანული ტიპის „შაჰიდების“ გამოყენებით ესხმის თავს უკრაინას. შესაბამისად, დღეს უკრაინა პარტნიორებს გაუზიარებს იმ ცოდნას, რომელიც თავად ომის პირობებში შეიძინა. საუბარია სპეციალისტებზე, დრონებზე, ელექტრონული ბრძოლის სისტემებზე და შესაბამის სასწავლო მომზადებაზე ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ამგვარი დახმარების გაწევის მიზნით 11-მა სახელმწიფომ მიმართა.

იგივე ინფორმაციას ადასტურებს სხვა გავლენიანი მედია საშალებებიც. Al Jazeera-ს ცნობით, უკრაინა აპირებს სამხედრო ექსპერტები გაგზავნოს ყურის რეგიონში, ხოლო პარალელურად თავაზობს გადამჭერი (interceptor) დრონებისა და ანტიდრონული ტექნოლოგიების შეთავაზებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ირანული შეტევების სამიზნეები გახდნენ. იგივე ინფორმაციას ავრცელებს Forbes-იც, რომელიც ადასტურებს უკრაინელი სპეციალისტების გაგზავნას ახლო აღმოსავლეთში. არც ერთ ამ გამოცემაში საუბარი არ არის უკრაინული ჯარისკაცების ირანში გაგზავნაზე.

ამრიგად, მტკიცება, თითქოს უკრაინა ირანში აგზავნის ჯარს, არ დასტურდება. რეალურად, უკრაინა არ გზავნის საბრძოლო ნაწილებს ირანში. ის პარტნიორ ქვეყნებს სთავაზობს ტექნიკურ, საკონსულტაციო და თავდაცვით დახმარებას ირანული დრონებისგან თავის დასაცავად.


Все посты

Ложная информация, что младший сын Donald Trump разыскивается для военной мобилизации
Ложная информация, что младший сын Donald Trump разыскивается для военной мобилизации
мар 16, 2026
Дезинформация: Российские войска не обстреливали ракетами детскую площадку в Кривом Роге
Дезинформация: Российские войска не обстреливали ракетами детскую площадку в Кривом Роге
апр 16, 2025
Дезинформация: Герб Украины на самом деле является хазарским родовым знаком, который ставился на скоте и имуществе
Дезинформация: Герб Украины на самом деле является хазарским родовым знаком, который ставился на скоте и имуществе
мар 31, 2025
Выступление Алисы Вайдель в Бундестаге не было обращено к Владимиру Зеленскому
Выступление Алисы Вайдель в Бундестаге не было обращено к Владимиру Зеленскому
мар 18, 2026
Фигурирует ли Эммануэль Макрон в файлах Эпштейна?
Фигурирует ли Эммануэль Макрон в файлах Эпштейна?
янв 25, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.