Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ვადო მაჭავარიანის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვადო მაჭავარიანის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

март 16, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · Политика

მოკლედ საკითხავი

გავრცელებული შემოკლებული ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, თითქოს ვადო მაჭავარიანმა დებატებზე უარი ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად თქვა.
ვიდეოს სრული ვერსია ცხადს ხდის, რომ მაჭავარიანმა უარი თქვა კონკრეტულად ტელეკომპანია "იმედში" მისვლაზე და არა ირაკლი კობახიძესთან დებატებზე.

2026 წლის მარტის დასაწყისში სოციალურ ქსელში გავრცელდა (1; 2) პოლიტიკოს ვადო მაჭავარიანის ვიდეო, რომელშიც ის ამბობს: "იმედიდან დამირეკეს - შაბათს 7 მარტს მოდიო. დებატების თემა არის არაბული ქალაქებიო. ერთ მხარეს შენ იჯდები, მეორე მხარეს კობახიძეო. ხოდა რავი, ვერანაირად ვერ მივალ ეთერში." ამდენად, ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს ვაჭავარიანმა დებატებზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირება ვერ გაბედა.

პოლიტიკანის მიერ გამოყენებული ვიდეოს სრული ვერსია მოძრაობა 12 სართულის ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნდა. ვადო მაჭავარიანი სწორედ ამ მოძრაობის წევრია. ვიდეოში მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ძალიან კარგია, რომ ირაკლი კობახიძე დებატებს დათანხმდა. ის ამბობს, რომ დებატებს სთანხმდება თავადაც. თუმცა დამატებით ხაზს უსვამს, რომ მას აქვს ერთი პირობა დებატებში მონაწილეობისთვის - არ სურს სანქცირებულ ტელევიზია იმედში მივიდეს დებატებზე, მაშინ როცა თავადვე მოუწოდებს ბიზნესებს არ ითანამშრომლონ ტელეკომპანია იმედთან.

კომპრომისის სახით მაჭავარიანი ირაკლი კობახიძეს სთავაზობს დებატები გაიმართოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, სადაც უკვე ჩამოყალიბებულია დებატების პლატფორმა. მაჭავარიანი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს მოწვევა ნამდვილად დებატების ჩასატარებლადაა და არა ტელეკომპანია იმედია "გასათეთრებლად", მაშინ სხვა ტელეკომპანიის ეთერში დებატების გამართვა პრობლემა არ უნდა იყოს.

ამრიგად, ვიდეოს სრული კონტექსტის გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ ვადო მაჭავარიანმა ირაკლი კობახიძესთან დებატებზე კი არ თქვა უარი, არამედ დებატების ტელეკომპანია იმედის ეთერში გამართვაზე. იმედის ეთერის ალტერნატივები მაჭავარიანმა ირაკლი კობახიძეს შესთავაზა და ღიად დაადასტურა თავისი მზაობა მონაწილეობა მიიღოს დებატებში. შესაბამისად, პოლიტიკანის მიერ გავრცელებული, შემოკლებული ვიდეო მომხმარებლებისთვის შეცდომაში შემყვანია.

Все посты

Премьер-министр Японии не возлагала венок на могилу пилота, сбросившего атомную бомбу на Нагасаки
Премьер-министр Японии не возлагала венок на могилу пилота, сбросившего атомную бомбу на Нагасаки
апр 01, 2026
В социальных сетях распространяется конспирологическое утверждение о «химтрейлах»
В социальных сетях распространяется конспирологическое утверждение о «химтрейлах»
авг 22, 2024
Дезинформация: Владимир Зеленский приобрел 5-звездочный отель во Франции
Дезинформация: Владимир Зеленский приобрел 5-звездочный отель во Франции
дек 10, 2024
Дезинформация: Дональд Трамп сделал заявление о договоре между Россией и Украиной
Дезинформация: Дональд Трамп сделал заявление о договоре между Россией и Украиной
июл 25, 2025
Выступление Алисы Вайдель в Бундестаге не было обращено к Владимиру Зеленскому
Выступление Алисы Вайдель в Бундестаге не было обращено к Владимиру Зеленскому
мар 18, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.