Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
„მთავარის“ ლოგოთი ნანუკა ჟორჟორლიანის ყალბი ციტატა ვრცელდება

„მთავარის“ ლოგოთი ნანუკა ჟორჟორლიანის ყალბი ციტატა ვრცელდება

февраль 19, 2026 · Проверенные факты
Поделиться

მოკლედ საკითხავი

გავრცელებულ საინფორმაციო ბარათზე ელიკო კილაძის დაკავების შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანის ყალბი ციტატაა ასახული
ციტატა არ გავრცელებულა არც ნანუკა ჟორჟლიანის პირად Facebook-გვერდსა თუ „მთავარის“ სოციალური მედიის გვერდებზე
გაყალბებულ საინფორმაციო ბარათზე ფონტი განსხვავდება "მთავარი არხის" ორიგინალი ბარათებისგან


სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ნანუკა ჟორჟოლიანისა და ელისო კილაძის ფოტოებთან ერთად ჟორჟოლიანის ციტატაა ასახული. პოსტის მიხედვით, ნანუკა ჟორჟოლიანმა კილაძის დაკავებაზე განაცხადა: "ელისო კილაძე ივანიშვილის რეჟიმის და პუტინის პირადი პატიმარია". მათი ფოტოები და ციტატა "მთავარის" საინფორმაციო ბარათის სახით ვრცელდება (დაარქივებული ბმული).

18 თებერვალს "მთავარის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე საინფორმაციო ბარათის სახით ელისო კილაძის დაკავებასთნ დაკავშირებით მართლაც გამოქვეყნდა ნანუკა ჟორჟოლიანის კომენტარი, თუმცა ის სულ სხვა შინაარსისაა: "ღმერთმა დამიფაროს იმ მხარეს აღმოვჩნდე, სადაც დათო მიქაძე და ფარცხალაძეა...მინდა ძალიან მჯეროდეს, რომ ელისო საპირისპიროს დაამტკიცებს, მინდა მჯეროდეს, რომ არანაირი შეხება მას ამ თემასთან არ ჰქონდა". აღნიშნულ ფოტო-პოსტზე ნანუკა ჟორჟოლიანისა და ელისო კილაძის სწორედ ის ფოტოებია დატანილი, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით სოციალურ ქსელში ყალბი ბარათი გავრცელდა "მთავარის" ლოგოთი და სათაურით - "ნანუკა ჟორჟოლიანი კილაძის დაკავებაზე". "მთავარის" ბარათზე კილაძის ფოტოსთან ერთად ვხვდებით დავით და გიორგი მიქაძეებისა და ოთარ ფარცხალაძის ფოტოებს. მათი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყალბ ბარათზე ამოშლილია.

ამასთანავე, გაყალბებულ ბარათზე ნანუკა ჟორჟოლიანის ყალბი ციტატა განსხვავებული ფონტითაა დაწერილი, ვიდრე "მთავარი არხის" ორიგინალი საინფომაციო ბარათები. დამატებით, ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია:

"ღმერთმა დამიფაროს იმ მხარეს აღმოვჩნდე, სადაც დათო მიქაძე და ფარცხალაძეა. მიქაძე, რომელიც ჩემი, ჩვენი მეგობარი იყო, მაგრამ 2012 წელს სირცხვილის კორიდორებს უწყობდა “ნაც” მეგობრებს რომ ქოცების უკანალში უფრო მალე აღმოჩენილიყო. ბიჭი რომელმაც გოგოს (2012 წლამდე მეგობარს) ვალი აღარ დაუბრუნა (ფული შეაწერა) და უახლოესი მეგობარი არ დაასაფლავა. მარტო ლადოს გამო მიწა უნდა გამომეცალოს რომ როდესმე და ნებისმიერი ადამიანის გამო ოდნავ ახლოს აღმოვჩნდე მედროვე, უმორალო ხალხთან..

ეს პოსტი ადამიანური სოლიდარობაა და ის ეხება მხოლოდ ელისოს. არავის სხვას ვინც ჩამოთვალეს.

მინდა ძალიან მჯეროდეს რომ ელისო საპირისპიროს დაამტკიცებს. მინდა მჯეროდეს რომ არანაირი შეხება მას ამ თემასთან არ ჰქონდა. ყველაზე კარგად იცის რა და რატომ მოხდა და მინდა ვუსურვო ყველა შესაძლებლობა თავისუფლების.

როცა ადამიანს ციხე ემუქრება 9-12 წლამდე, თემაზე ღლიცინი ამორალურია. როგორ უცბად ვავლენთ საკუთარ თავს".

აღსანიშნავია ისიც, რომ Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებულ ბარათზე დატანილი აღწერა არ გავრცელებულა არც ერთ ღია წყაროსა თუ „მთავარის“ სოციალური მედიის გვერდებზე (1, 2).

ცნობისთვის, ელისო კილაძე 18 თებერვალს დააკავეს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე. საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, ამავე საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ ოთარ ფარცხალაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილსა და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Все посты

Дезинформация: На обложке французского журнала «Шарли Эбдо» опубликована очередная карикатура на Зеленского
Дезинформация: На обложке французского журнала «Шарли Эбдо» опубликована очередная карикатура на Зеленского
фев 18, 2026
Подлинность видео, в котором Путин  утверждает, что министры грабили Россию за его спиной, не подтверждается
Подлинность видео, в котором Путин утверждает, что министры грабили Россию за его спиной, не подтверждается
янв 26, 2026
Дезинформация: Зеленский купил отель-казино на Кипре
Дезинформация: Зеленский купил отель-казино на Кипре
июн 10, 2024
В социальных сетях распространяется фальшивая обложка «Charlie Hebdo»
В социальных сетях распространяется фальшивая обложка «Charlie Hebdo»
фев 02, 2026
Атака пранкеров — информационная операция, проведенная Россией в Грузии
Атака пранкеров — информационная операция, проведенная Россией в Грузии
май 20, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.