Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ელექტრომანქანების ლითიუმის ელემენტები უეცარი აალების მაღალ რისკს არ ატარებს

ელექტრომანქანების ლითიუმის ელემენტები უეცარი აალების მაღალ რისკს არ ატარებს

январь 26, 2026 · Вердикт: Газетная статья · Изменение климата

მოკლედ საკითხავი


სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ელექტრომანქანების, მათ შორის ტესლას ლითიუმის ელემენტები აალების მაღალი რისკის მატარებელია, მაღალი ელექტრომაგნიტური ტალღების ზემოქმედების შედეგად, რასაც ავტორი 5G ტექნოლოგიას უკავშირებს.
აღნიშნული არ დასტურდება არც ელექტრომანქანების აალების სტატისტიკით.


სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელექტრომანქანების ელემენტები მაღალი ელექტრომაგნიტური ტალღების ზემოქმედების შედეგად ხურდება და ალდება (დაარქივებული ბმული). ავტორის მტკიცების მიხედვით, ელემენტები თავისით ცხელდება ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი გადამცემი ანძაა, მიუხედავად იმისა არის თუ არა ძრავი ჩართული. ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ გაცხელება იმდენად უეცარია, რომ სწრაფ აალებას იწვევს, იმ დონეზე, რომ მძღოლმა შეიძლება უსაფრთხოების ღვედის შეხსნა და ავტომობილიდან გადმოსვლაც ვერ მოასწროს. მტკიცებაში ასევე აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც 5G სრული დატვირთვით ჩაირთვება, ტესლას ავტომობილები ერთიმეორის მიყოლებით დაიწყებს აალებას.




ავსტრალიური ორგანიზაცია EVFireSafe მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 2010-2020 წლების პერიოდში, სამგზავრო ელექტრო მანქანების ელემენტების აალების პროცენტული მაჩვენებელი 0.0012%-ია. ამის საპირწონედ, იმავე ორგანიზაციამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ სტატისტიკებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ შიდა წვის ძრავების მქონე მანქანების აალების პროცენტული ალბათობა 0.1%-ია.


ამავე სტატისტიკას ციტირებს ავსტრალიის კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკის, გარემოსა და წყლის დეპარტამენტი და ამატებს, რომ 2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ავსტრალიაში ელექტრო მანქანის აალების სულ 12 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 10 მანქანის ელემენტს არ უკავშირდებოდა, 2 აალების მიზეზი კი კვლავაც გამოძიების სტადიაში იყო. ავსტრალიაში ელექტრომანქანების საერთო რაოდენობა 2025 წლის მონაცემებით 454,000-ზე მეტია.


EVFireSafe ასევე პასუხს სცემს კითხვას, რა არის ალბათობა, რომ ელექტრომანქანა გაფრთხილების გარეშე აალდეს. მათი შეფასებით, აღნიშნული ნაკლებ სავარაუდოა და ყველა შესწავლილ ინციდენტში არსებობდა წინასწარი გამაფრთხილებელი ნიშნები: გამაფრთხილებელი სიგნალები მანქანის ბორტ კომპიუტერზე; მანქანიდან ღია ან მუქი ფერის ორთქლის ან არაბუნებრივი ხმის გამოცემა.


ბრიტანული პლატფორმა The Car Expert განმარტავს ელექტრომანქანების აალების შემთხვევებში მიზეზი შესაძლოა ლითიუმის ელემენტებს უკავშირდებოდეს. თუმცა, პლატფორმა ასევე ხაზს უსვამს, რომ ელექტრომანქანების ლითიუმის ელემენტები დახვეწილი გაგრილების სისტემებით არიან აღჭურვილნი და ამიტომ დიდი დატვირთვის დროსაც კი, იქნება ეს დამუხტვა თუ ძრავის მუშაობა, მნიშვნელოვნად არ ცხელდება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ლითიუმის ელემენტები იგივე ტექნოლოგიაა, რაც მობილურ ტელეფონებსა და პორტატულ კომპიუტერებში გამოიყენება, დახვეწილი გაგრილების გამო გადახურების რისკი ბევრად ნაკლებია.


ამის საპირწონედ, The Car Expert აღნიშნავს, რომ თუ ელემენტები შეჯახების დროს დაზიანდება, ან ცეცხლთან ექნება შეხება ან სხვა რაიმე სისტემური დაზიანება მიადგება, შესაძლებელია მოხდეს შიდა მოკლე ჩართვა, რაც შემდგომ გადახურებას და აალებას იწვევს. ასეთ დროს, მოკლე ჩართვა უფრო სწრაფად აგენერირებს სიმხურვალეს, ვიდრე მისი გაუვნებელყოფაა შესაძლებელი, რამაც რთულად კონტროლირებადი აალება შეიძლება გამოიწვიოს.


რაც შეეხება 5G ქსელს და მის გავლენას ელექტრომანქანების ელემენტებზე, უნდა აღინიშნოს, რომ განვითარებული სამყაროს ბევრ ქვეყანაში უკვე წლებია 5G ქსელი სრული მასშტაბით არის დანერგილი. მიუხედავად ამისა, ასეთ ქვეყნებში, მათ შორის ავსტრალიაში, რომელზეც ზემოთაც აღინიშნა, ელექტრომანქანების აალების ბევრი შემთხვევა არ გვხდება, განსაკუთრებით ელემენტების მიზეზით.


ღია წყაროებში ძიებისას არ გვხვდება რაიმე მტკიცებულებები, რომ 5G ქსელს ელექტრო მანქანების ელემენტებზე რაიმე მავნე გავლენის მოხდენა შეუძლია. მეტიც, გვხვდება არაერთი კვლევითი ნაშრომი (1; 2; 3; 4), რომელიც 5G ქსელსა და ელექტრომანქანებს შორის სინერგიებს განიხილავს და ხაზს უსვამს თუ როგორ შეიძლება გააუმჯობესოს მეხუთე თაობის ქსელმა ელექტრომანქანების დამუხტვის სიჩქარე, ეფექტიანობა და ზოგადი ინტეგრაცია სხვა სისტემებთან.


აღსანიშნავია, რომ 5G ქსელი არაიონიზებადი რადიაციისგან დაცვის საერთაშორისო კომისიამ (International Commission on Non-Ionizing Radiation Protection – ICNIRP) უსაფრთხოდ მიიჩნია. ზოგადად, უსადენო ქსელები რადიოტალღების საშუალებით ვრცელდება. ეს ეხება როგორც წინა თაობის ტექნოლოგიებს – 4G, 3G, 2G, ისე მე-5 თაობის, ანუ 5G ტექნოლოგიებსაც. რადიოტალღებს ფართო გამოყენება აქვს სატელევიზიო თუ რადიო გადაცემებშიც და ისინი ფართო ელექტრომაგნიტური სპექტრის ტალღების პატარა ნაწილს წარმოადგენენ. რადიოტალღებს სხვა ტალღებთან შედარებით დაბალი სიხშირე აქვთ და მხოლოდ არაიონიზებად რადიაციას გამოსცემენ. 5G ქსელის შესახებ წარსულში არაერთი კონსპირაცია ვრცელდებოდა, რომელიც "ჯეოფაქტს" ადრეც ბევრჯერ გადაუმოწმებია.

Все посты

Дезинформация: Aдминистрация Трампа отказалась покрывать расходы Зеленского на проживание в Вашингтоне
Дезинформация: Aдминистрация Трампа отказалась покрывать расходы Зеленского на проживание в Вашингтоне
мар 03, 2025
Ложная информация, что младший сын Donald Trump разыскивается для военной мобилизации
Ложная информация, что младший сын Donald Trump разыскивается для военной мобилизации
мар 16, 2026
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» напечатана карикатура на президента Молдовы Майю Санду
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» напечатана карикатура на президента Молдовы Майю Санду
авг 11, 2025
Дезинформация: Российские войска не обстреливали ракетами детскую площадку в Кривом Роге
Дезинформация: Российские войска не обстреливали ракетами детскую площадку в Кривом Роге
апр 16, 2025
Дезинформация: Владимир Зеленский купил за 20 млн. фунтов особняк в Лондоне
Дезинформация: Владимир Зеленский купил за 20 млн. фунтов особняк в Лондоне
янв 23, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.