Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
მცდარია მტკიცება, თითქოს გერმანიაში ქმარმა ცოლი მოკლა და მისი ორგანო გაყიდა

მცდარია მტკიცება, თითქოს გერმანიაში ქმარმა ცოლი მოკლა და მისი ორგანო გაყიდა

январь 23, 2026 · Проверенные факты

მოკლედ საკითხავი

  1. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიაში ქმარმა ცოლს ფეხი მოაჭრა, რომელსაც შემდგომ როგორც ხორცს ისე ყიდდა;
  2. იდენტური ტექსტით, განსხვავებული კადრებით ვიდეო სხვა ენებზეც გავრცელდა;
  3. კადრები სხვადასხვა ვიდეოებიდანაა აღებული, რომელიც მოცემულ მტკიცებასთან კავშირში არ არის.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გერმანიაში ქმარმა ცოლს ფეხი მოაჭრა, რომელსაც შემდგომ როგორც ხორცს ისე ყიდდა. მტკიცებას თან ახლავს გერმანულენოვანი ვიდეო, რომელიც სხვადასხვა კადრის ნაკრებია, მათ შორის ჩანს ადამიანის ფეხი, რომელიც სხვა სახის ხორცთან ერთად თითქოს მაღაზიაში იყიდება (არქივირებული ბმული).

საგულისხმოა, რომ ინტერნეტსივრცეში მსგავსი ინფორმაციის წერილობით მოძიებისას, მედიების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ იძებნება. ვიდეოს აწერია Breaking news (უახლესი ამბები) თუმცა არ არის მითითებული, სიუჟეტი ეთერში რომელმა საინფორმაციო გამოშვებამ ან ტელეარხმა გაუშვა.

ამასთან, ვიდეოზე მითითებულია TikTok-ის ანგარიში @na.und4, თუმცა 2026 წლის 23 იანვრის მონაცემით, ეს ანგარიში აღარ იძებნება.

გარდა ამისა, იდენტური შინაარსის ვიდეო ინტერნეტსივრცეში ინგლისურ ენაზეც იძებნება, სადაც განსხვავება მხოლოდ ვიდეოში არსებული პიროვნებების ფოტოები და სახელებია. მაგალითად, ინგლისურენოვან ვიდეოში ნაჩვენებია შემდეგი ფოტოსურათები, რომლებზეც თითქოს მკვლელი და მისი ცოლი ჩანან (ფოტო იხ. ქვემოთ).

ქალის ფოტო ვიდეოში:

ფოტო, რომელზეც თითქოს ის ქალია გამოსახული, რომელსაც ქმარმა ფეხი მოაჭრა, ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა ვებგვერდზე იძებნება.

რაც შეეხება ქმრის ფოტოს:

ძიებისას აღმოჩნდა, რომ ფოტო აღებულია ამერიკული დოკუმენტური სერიალიდან interrogation raw. თუმცა ამ ეპიზოდში მამაკაცის მიერ ცოლის მკვლელობასა და მის ორგანოს გაყიდვასთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი. აგრეთვე საგულისხმოა, რომ იდენტური ამბით, მაგრამ სხვა კადრებით, კიდევ ერთი ინგლისურენოვანი ვიდეო იძებნება.

ამგვარად, გავრცელებული ინფორმაცია სანდო წყაროებით არ დასტურდება.

Все посты

Дезинформация: Владимир Зеленский приобрел ранчо в США
Дезинформация: Владимир Зеленский приобрел ранчо в США
ноя 05, 2025
В социальной сети распространяется фальшивый плакат о мобилизации в украинскую армию
В социальной сети распространяется фальшивый плакат о мобилизации в украинскую армию
янв 25, 2026
Дезинформация: Камалла Харрис в молодости занималась проституцией
Дезинформация: Камалла Харрис в молодости занималась проституцией
июн 26, 2024
Дезинформация: Зеленский надел штаны задом наперед во время встречи с западными лидерами
Дезинформация: Зеленский надел штаны задом наперед во время встречи с западными лидерами
май 22, 2025
Дезинформация: В Украине планируется начать мобилизацию студентов
Дезинформация: В Украине планируется начать мобилизацию студентов
окт 25, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.