Home » სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის გაყალბებული პოსტი ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის გაყალბებული პოსტი ვრცელდება

Facebook-ზე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ემანუელ მაკრონის ცოლი მამაკაცია. Facebook-პოსტს თან ახლავს ტრამპის პოსტის ფოტოანაბეჭდი. პოსტის აღწერის თანახმად, დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული პოსტი სოციალურ ქსელში მის გვერდზე  ხელმისაწვდომია. სინამდვილეში პოსტი გაყალბებულია.

საგულისხმოა, რომ პოსტის ვიზუალი ჰგავს დონალდ ტრამპის სოციალური ქსელის Truth Social-ის დიზაინს. თუმცა მასზე არ ჩანს პოსტის გამოქვეყნების თარიღი, რაც მის პოვნაში დაგვეხმარებოდა. დონალდ ტრამპის გვერდზე ბოლო 7 დღის განმავლობაში აღნიშნული პოსტი არ იძებნება. გარდა ამისა, ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით იდენტურ ფოტოს მხოლოდ X-ის არასანდო ანგარიშებზე ვპოულობთ. ასევე Truth Social-ის იდენტური შაბლონით ტრამპის ბევრი სხვადასხვა პოსტი იძებნება (1; 2) (იხილეთ ფოტო ქვემოთ).

მსგავსი პოსტი სანდო გვერდებზე არ იძებნება, არც სანდო მედიასაშუალებებს დაუწერიათ ინფორმაცია დონალდ ტრამპის მიერ მსგავსი შინაარსის პოსტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. პოსტი არც  დონალდ ტრამპის სხვა სოციალური ქსელების ოფიციალურ გვერდებზე (Facebook; Instagram; X) იძებნება.

შესაბამისად, პოსტი გაყალბებულია.

საგულისხმოა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის დისკრედიტაციის მიზნით, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია. ამ თემაზე დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]