Home » სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის ყალბი ციტატა ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში პოსტს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული) და ირაკლი კობახიძეს შემდეგ ციტატას მიაწერს: „ფაშისტურ გერმანიასთან მებრძოლ გმირებთან ერთად, ჩვენ უკრაინასთან მებრძოლ რუს გმირებსაც ვაღიარებთ გმირებად. თუმცა რუსეთს იმავეს ვერ მოვთხოვთ, რადგან ჩვენმა „გმირებმა“ 2008-ში ძალიან აწყენინეს რუსებს“. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ბარათი ონლაინ მედია „ტაბულას“ დიზაინითაა შექმნილი და მასზე გამოცემის ლოგოა დატანილი, რაც ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ ეს ინფორმაცია მედიასაშუალებამ გაავრცელა. ყალბი ამბის ავტორიტეტული მედიასაშუალების დიზაინით გავრცელება მიზნად ისახავს, მკითხველს გავრცელებული ინფორმაციისადმი მეტი სანდოობა გაუჩინოს.

სინამდვილეში, არც ერთი სანდო, ოფიციალური ან ავთენტური წყარო არ ადასტურებს, რომ აღნიშნულ ციტატა ნამდვილად ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. კერძოდ, დასახელებული ციტატა არ გვხვდება არც ირაკლი კობახიძის  ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე „ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze“ და არც „ქართული ოცნება / Georgian Dream“ სოციალური ქსელების ანგარიშებზე. ინფორმაცია არ იძებნება არც მედიასაშუალებებში, მათ შორის, ონლაინ მედია „ტაბულას“ Facebook ან Instagram-ანგარიშებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ტაბულას“ ბარათებზე განსხვავებულია ტექსტის შრიფტიც  და ფერიც. გამოცემა, ციტატის ავტორს ფოტოს მარცხენა ქვედა კუთხეში უთითებს, გაყალბებულ ქარდზე სახელი-გვარი საერთოდ არ გვხვდება.

    ბარათი „ტაბულას“ ანგარიშიდან და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ყალბი ბარათი

ამდენად, გავრცელებული ციტატა ყალბია, ირაკლი კობახიძეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]