სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედისა და საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებლის გიული ალასანიას რედაქტირებულ ფოტოს აქვეყნებს (1; 2). რედაქტირებულ ფოტოზე ალასანიას მოკლე შორტი აცვია.
სინამდვილეში, გიული ალასანიას ვიზუალი აღებულია მისი 2022 წლის 17 ივნისს მედიასთან ჩაწერილი ინტერვიუდან. აღნიშნული გამოსვლის დროს, ალასანიამ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
ორიგინალ ვიდეოში გიული ალასანიას ჩაცმულობა სრული სახით ჩანს, რაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს სიყალბეს ადასტურებს.
რეალური ჩაცმულობა:
ჩაცმულობა რედაქტირებულ ფოტოში:
ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია. იდენტური დეზინფორმაცია წარსულშიც გავრცელდა და მას ქართული ფაქტების გადამმოწმებელი მედია „ფაქტ-მეტრი“ გამოეხმაურა.