Home » სოციალურ ქსელში ილონ მასკის სატირული ფოტო ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები სატირა

სოციალურ ქსელში ილონ მასკის სატირული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები „ნაცი ხვიტია“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2), აქვეყნებს ფოტოს (დაარქივებული ბმული). ფოტოზე გამოსახულია ილონ მასკი ხელში წარწერით „Free Misha Saakashvili – ილონ მასკი სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს“. რეალურად, ფოტო სატირული შინაარსისაა და სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.

სინამდვილეში, ილონ მასკის ამგვარი ფოტო მსგავსი შინაარსის მოწოდებით არ გავრცელებულა არც ილონ მასკის ოფიციალურ X-ანგარიშზე,  არც ერთ სანდო მედია საშუალებასა თუ ღია წყაროში. ფოტოზე გარკვეული დეტალები მიუთითებს, რომ ის, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. უფრო კონკრეტულად, სურათზე გამოსახულ ბანერზე წარწერა Free Misha Saakashvili ცხადად ციფრულად არის დატანილი, ვინაიდან ერთგვაროვანი კიდეები და განათება დანარჩენი სურათის ფერებს არ ემთხვევა. აღნიშნული ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი გავრცელებული მახასიათებელია. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე გამოსახული მამაკაცი ილონ მასკს ნამდვილად ჰგავს, მისი ნაკვთები თვალებისა და ტანისამოსის გარშემო არაბუნებრივ მორფირებას ქმნის და ხელოვნურ ინტელექტზე მიუთითებს. დამატებით, ილონ მასკის მსგავსი ფოტო არც ფოტოს ძიების ინსტრუმენტით (reverse image search) იძებნება.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ილონ მასკს მიხეილ სააკაშვილისა თუ მისი პატიმრობის შესახებ არანაირი საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]