Home » დეზინფორმაცია: უნგრეთი ევროკავშირს ტოვებს და ამ საკითხზე პლებისციტს ამზადებს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: უნგრეთი ევროკავშირს ტოვებს და ამ საკითხზე პლებისციტს ამზადებს

სოციალურ ქსელში „ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“  აქამდეც გადაუმოწმებია (1234), პოსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, უნგრეთი ევროკავშირს ტოვებს და ამისთვის პლებისციტს ამზადებს“. რეალურად, აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება და მისი გავრცელება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მტკიცება, უნგრეთის მიერ ევროკავშირის დატოვებისა და პლებისციტის შესახებ, ღია წყაროებში არ იძებნება. დამატებითი ინფორმაციისთვის „ჯეოფაქტსი“ უნგრულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციას „Lakmusz” დაუკავშირდა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიუხედავად ორბანის რიტორიკისა, ამ ეტაპზე მისი ადმინისტრაციის მხრიდან ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაჟღერებულა.

საგულისხმოა, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით ბოლო განცხადება, ვიქტორ  ორბანმა გასულ პარასკევს გააკეთა. ორბანმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპის, მათ შორის, უნგრეთის ეკონომიკის განადგურებას ნიშნავს. მისი თქმით,  ხელისუფლება  აპირებს  ხალხს ჰკითხოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.  ჯერჯერობით უცნობია, როდის და რა ფორმატით ჩატარდება გამოკითხვა, მას ექნება  რეფერენდუმის თუ ე.წ. „ეროვნული კონსულტაციის“ ფორმატი.

ამდენად, უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის დატოვებასა და ამ თემაზე პლებისციტის ჩატარებაზე განცხადება არ დასტურდება. გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრმა ორბანმა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების, და არა თავად უნგრეთის ევროკავშირიდან გამოსვლის, საკითხზე შესაძლო გამოკითხვაზე ისაუბრა.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]