სოციალურ ქსელში Facebook და TikTok ანგარიშები ვიდეოს ავრცელებენ, აღწერით: „ულამაზესი პროტესტი, უკეთესს რას ნახავთ“. გავრცელებულ ვიდეოს შეძახილები „არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა“ ადევს, რაც საქართველოში მიმდინარე პროტესტის დროს აქტიურად გამოიყენება. შესაბამისად, მომხმარებლები ვიდეოს შეცდომაში შეჰყავს და აფიქრებინებს, რომ მასში საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები ჩანან. სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და აუდიომასალა შეცვლილია. ამავდროულად, ვიდეო კანადაშია გადაღებული და მას საქართველოში საპროტესტო აქციებთან კავშირი არ აქვს.
„ჯეოფაქტსმა“ ვიდეოს ჩაწერის ადგილს მიაკვლია. კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში უკანა ფონზე ჩანს წაწერა „1133 Beach”, გვერდით კი ლურჯი აბრაა. „გუგლი მეფის“ გამოყენებით დადგინდა, რომ ვიდეო კანადაში, კერძოდ, ვანკუვერში არის გადაღებული.
კადრი ვიდეოდან
კადრი „Google Map-დან“
აღსანიშნავია, რომ ვიდეო სოციალურ ქსელებში სხვადასხვა უცხოენოვანი ანგარიშის მიერ გასულ წელს არა ერთხელ გავრცელებულა (1,2), რაც დამატებით ადასტურებს, რომ ვიდეოს საქართველოსთან და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან კავშირი არ აქვს.
ამდენად, ვიდეო რედაქტირებულია და მასში აუდიომასალა შეცვლილია.