Home » სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facbook-ანგარიში „შიგ ევროპაში“ ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე ამბობს: „ვართ აგენტები, უსამშობლოები, პი*****, ლე*****, ლესბოსელები, მოგზავნილები, ამერიკის აგენტები“. ვიდეო, რომლის მეორე ნაწილში ჩანს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების კადრები, TikTok-პლატფორმაზეც გავრცელდა (1, 2) . რეალურად, ვიდეო ამოჭრილია. სრულ გადაცემაში გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ პოლიციელებს უტარდებათ „იდეოლოგიური დამუშავება“ და მათ ჰგონიათ, რომ ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ ივანიშვილის წინააღმდეგ  არიან „აგენტები, უსამშობლოები, პი*****, ლე******, ლესბოსელები, მოგზავნილები, ამერიკის აგენტები, მასონები, „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები“.

გადაცემაში „სპექტრი“ (03:15 წუთი), რომელიც  ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში 4 თებერვალს გავიდა, გუბაზ სანიკიძე ამბობს: „აქ შერჩევით არის ეს ხალხი მოხიკული [პოლიციელები] მათ უტარდებოდათ იდეოლოგიური დამუშავება, რომ აი, ესენი, ანუ ჩვენ ვინც ბიძინას დიადი იდეების მიმდევრები არ ვართ, ვართ აგენტები, უსამშობლოები, პი*****, ლე*****, ლესბოსელები, მოგზავნილები, ამერიკის აგენტები, მასონები, „დიფ სთეითის“  წარმომადგენლები“.

ამდენად, გადაცემიდან კადრი ამოჭრილია და მის ამგვარ გავრცელებას დამატებითი კონტექსტის გარეშე, მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

ცნობისთვის,  7 თებერვლის მდგომარეობით, დედაქალაქში 71-ე დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.  პროტესტის მონაწილეები ახალი არჩევნების დანიშვნასა და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

 

 

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]