სოციალურ ქსელში ანგარიშები „ნაცი ხვიტია“ და „ბრძენი კრიტიკოსი“, რომელთა მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2), ბანკომატის ფოტოს ავრცელებენ, რომელზეც მიკრულია ფურცელი წარწერით: „ბანკომატში არ არის რუბლი. ელენე ხოშტარიამ აიღო ხელფასი“. სინამდვილეში, ფოტო რედაქტირებულია. (არქივირებული ბმული)
ფოტოს ორიგინალი ვერსია ონლაინ მედია „პუბლიკას“ მიერ 2025 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდა. აღწერის მიხედვით, ფოტო „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ გამართულ აქციაზეა გადაღებული. ბანკომატზე წერია: „ბანკომატში არ არის ფული. თინა ბერძენიშვილმა აიღო ხელფასი“. აღნიშნული ფოტო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმაც გამოაქვეყნა, რომელიც რედაქტირებული ფოტოს იდენტური რაკურსითაა გადაღებული.
იმ ფაქტს, რომ ფოტოებში ერთი და იგივე ბანკომატი ჩანს და სოციალური ქსელის ანგარიშებმა რედაქტირებული ვერსია გაავრცელეს, რამდენიმე დეტალი ადასტურებს. მაგალითად, ბანკომატის ირგვლივ არსებული ხვრელები, ფურცლისა და ბანკომატის გარშემო არსებული წებოვანი ლენტი, იდენტური გამოსახულებები ბანკომატის ეკრანზე (შედარებისთვის ფოტოები იხილეთ ქვემოთ).
წყარო: პუბლიკა
წყარო: Giga Makarashvili
სოციალურ ქსელში გავრცელებული რედაქტირებული ფოტო:
შესაბამისად, გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია.