Home » „პოსტვ“ საპროტესტო აქციიდან რედაქტირებული ბანერის ფოტოს ავრცელებს
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

„პოსტვ“ საპროტესტო აქციიდან რედაქტირებული ბანერის ფოტოს ავრცელებს

სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პოსტვ“ ფოტოს ავრცელებს ( დაარქივებული ბმული). ბანერზე, რომელიც აქციის მონაწილეს ხელში უჭირავს, იკითხება: „არ გაჩერდება *** მდინარე“. „პოსტვ“ პოსტის აღწერაში წერს: „როგორ აიდენტიფიცირებს პროტესტს აქციის მონაწილე“.  აღნიშნულ ბანერზე წარწერა რედაქტირებულია, მასზე წაშლილია წარწერის ნაწილი, რაც ბანერის შინაარს ამახინჯებს. რეალურად, ბანერზე დატანილია სიტყვები არა საპროტესტო აქციას, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს მიემართება: „არ გაჩერდება **** მდინარე მდინარაძიდან გამომდინარე“.

ფოტოს ორიგინალი ვერსია ონლაინ მედია „ტაბულას“ მიერ გუშინ, 3 თებერვალს გამოქვეყნდა (დაარქივებული ბმული). ბანერზე იკითხება: „არ გაჩერდება **** მდინარე მდინარაძიდან გამომდინარე“.

 

„ტაბულას“ მიერ პოსტშივე მითითებულია ფოტოს ავტორიც, კრისტინა საბაშვილი. ის Facebook-ზე თავად გამოეხმაურა (დაარქივებული ბმული) „პოსტვ-ის“ მიერ ფოტოს გამოქვეყნებას. პოსტში ვკითხულობთ: „ასეთ უნიჭო ფეიქ ნიუსებზეც გადასულან და კიდე ჩვენ ვართ “ლიბერდებილები”. გულზე მოხვედრიათ და რომ იჩქარეს, ლოყაზე ელჯიბიტი დროშის მიხატვა ვეღარ მოისაზრეს ალბათ“.

ცნობისთვის, გუშინ, 3 თებერვალს, უწყვეტი პროტესტის 68-ე დღეს, პარლამენტთან აქცია გაიმართა.  პროტესტის მონაწილეები ახალი არჩევნების დანიშვნასა და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

 

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]