Home » ქუთაისის მერიის და საკრებულოს 2024 წლის ბიუჯეტის სარესტორნო და სასტუმრო ხარჯებმა 156 ათას ლარზე მეტი შეადგინა
გადამოწმებული ფაქტები საგაზეთო სტატია

ქუთაისის მერიის და საკრებულოს 2024 წლის ბიუჯეტის სარესტორნო და სასტუმრო ხარჯებმა 156 ათას ლარზე მეტი შეადგინა

„ჯეოფაქტსი“ აუდიტორიას ხშირად აცნობს ინფორმაციას სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოების და სამინისტროების მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. ამჯერად ქუთაისის მერიის 2024 წლის ბიუჯეტიდან (18 დეკემბრის ჩათვლით) სარესტორნო და კვებით მომსახურებაში გაწეული ხარჯი დავთვალეთ.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ცხადყოფს, არსებული მდგომარეობით, ქალაქ ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტიდან, მხოლოდ სარესტორნო და კვებითი მომსახურებისთვის გახარჯული თანხის მოცულობა 78 328 ლარს შეადგენს (დასტურდება გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით). გარდა ამისა, მერიას არაერთი ხელშეკრულება გაფორმებული აქვს სასტუმრო მომსახურებისა და სასტუმროსა და კვებითი მომსახურების მიზნით.

„ჯეოფაქტსის ყურადღებას იპყრობს რამდენიმე სარესტორნო ხარჯი, რომლისთვისაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ათასობით ლარია გადახდილი. თუმცა გაურკვეველია, კონკრეტულად ვის გაუმასპინძლდა მერია, ან რატომ იყო აუცილებელი ასეთი ძვირადღირებული სუფრების რესტორნებში გაშლა. მაგალითად, ი/მ გიორგი გიორგაძეს ქუთაისის მერიამ გადაუხადა 3 000 ლარი, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით  გამართულ ღონისძიებაზე ქალაქში ჩამობრძანებული სტუმრებისთვის გაწეული კვებითი მომსახურების გამო. ასევე საინტერესოა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო რესტორანში გაუმასპინძლდა  ზაზა მამალაძესა და მის გუნდს. მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ გამოჩენილი ხელოვანის გამასპინძლებისთვის ბიუჯეტმა 700 ლარი გაიღო. ინფორმაციისთვის, ზაზა მამალაძის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე წერია, რომ ის  2020-2021წწ. იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „თბილისის“  ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი და რომ ის საკრებულოში საარჩევნო ბლოკი „პატრიოტთა ალიანსს“ წარმოადგენს.

გადამხდელებს საკმაოდ ძვირი დაუჯდათ კიდევ რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის:

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების გამასპინძლება მიმდინარე წლის 6 ივლისს, როცა ისინი ქუთაისში იმყოფებოდნენ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით – გადახდილია 5 620 ლარი;

11 ივლისს ქუთაისში გაიმართა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით დაფუძნებული თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა – გადახდილია 4 795 ლარი;

1 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, ჩატარდა  ქუთაისის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ტრენინგი – გადახდილია 3 050 ლარი;

იმავე გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა კურორტ საირმეში, რაც ბიუჯეტს 12 280 ლარი დაუჯდა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მიერ გაწეული სარესტორნო და სასტუმრო ხარჯები მოცემულია ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სარესტორნო, კვებით და სასტუმრო მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, ლარი

ღონისძიება მიმწოდებელი ღირებულება, ლ
CMR240003998 ახლადრეაბილიტირებული ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით, ასევე რეზო გაბრიაძის წყაროს გახსნასთან  დაკავშირებით ქალაქში ჩამობრძანებული სტუმრებისა და ქალაქის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისათვის კვებითი   კვებითი მომსახურება შპს „ელკო სერვის +“ 10 000
CMR240004115 რეზო გაბრიაძის სახელობის წყაროს გახსნაზე მოწვეული რეზო გაბრიაძის ოჯახის წევრებისათვის სასტუმრო მომსახურება შპს „ქუთაისი ინნ“ 280
CMR240153280 ხელშეკრულება გაფორმებულია 15 ნოემბერს სასტუმროსა და კვების მომსახურებაზე. კონკრეტულად რომელი ღონისძიების ფარგლებში და ვის გაეწია მომსახურება, უცნობია. არ არის გაფორმებული მ/ჩ აქტი

 

 

შპს „ქუთაისი ინნ“ 8 300
CMR240015640 “პროექტების მართვა და ხელოვნური ინტელექტი“ ტრენინგზე მოწვეული სტუმრებისათვის, ასევე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის სასტუმრო მომსახურება კვებით შპს „ჭყონია და კომპანია“ 7 180
CMR240024725 „ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში მ/წლის 25 იანვარს ჩატარებული მორიგი სამუშაო შეხვედრის მონაწილეებისათვის კვებითი მომსახურება 580
CMR240027298 საკრებულოს სტუმრების გამასპინძლება

 

შპს „კაფეტერია“ 1 150
CMR240033248 ლიეტუვას სახელმწიფოს აღდგენის დღისა და ლიეტუვასა და საქართველოს შორის დიპლომატიური  ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით, სასტუმრო შპს „ქუთაისი ინნ“ 140
CMR240042493 დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის მონაწილე ანსამბლ „თბილისის“  მონაწილეებისათვის, ასევე ქალაქების მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ქალაქ ქუთაისში გამართული  საქმიანი შეხვედრის მონაწილეებისათვის კვებითი მომსახურება შპს „ქუთაისი – 2021“ 4 000
CMR240045130 ახლადრეაბილიტირებულ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ჩამობრძანებული კულტურის სამინისტროსა  და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისათვის გაწეული იქნა  კვებითი მომსახურება შპს „გელათი რეზიდენსი“ 1 347
CMR240087958 ქუთაისის მე-4 საერთაშორისო ფორუმზე ჩამობრძანებული უცხოეთის დელეგაციებისა და სამინისტროების წარმომადგენელთათვის კვებითი მომსახურება

 

შპს „გელათი რეზიდენსი“ 2 300
CMR240049532 ნანა იამანიძის შემოქმედებითი საღამოს მონაწილე მომღერლების კვებითი მომსახურება

 

შპს „კაფეტერია“ 2 000
CMR240052280 ევროკავშირის საგრანტო პროგრამის EU4Culture და გოეთეს ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ქუთაისის საჯარო ხელოვნების ფესტივალის“ სამუშაო ჯგუფის წევრების სასტუმრო მომსახურება ი/მ ნანა იდაძე 825
CMR240052282 კვებითი მომსახურება ი/მ მაკა სილაგაძე 113
CMR240057851 საზოგადოება „ქუთაისელის“ წარმომადგენლების კვებითი მომსახურება შპს „კაფეტერია“ 590
CMR240060858 USAID ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის წარმომადგენლებისა და სამუშაო ჯგუფის წევრების საქმიანი შეხვედრის მონაწილეებისთვის კვებითი მომსახურება ი/მ პაატა სანიკიძე 400
CMR240071689 ქართველ ებრაელთა ყოფისა და ცხოვრების ამსახველი იაკობ ოფირის წიგნის  პრეზენტაციის მონაწილეების კვებითი  მომსახურება

 

ი/მ პაატა სანიკიძე 600
CMR240125546 ჟესტური ენების საერთაშორისო დღის აღნიშვნა ი/მ პაატა სანიკიძე 1 050
CMR240072369 ნარჩენების მართვის გაუმჯობესებისა და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით ჩატარებულ სემინარში მონაწილე უცხოელი პარტნიორებისა და მოწვეული სპეციალისტებისათვის კვებითი  მომსახურება ი/მ პაატა სანიკიძე 675
CMR240062891 საერთაშორისო ფორუმის მონაწილე სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლების, ასევე უცხოელი სტუმრების გამასპინძლება ი/მ დავით შარაბიძე 2 820
CMR240066337 ქუთაისქალაქობისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის  კონცერტის ფარგლებში მოწვეული  სტუმრების სასტუმრო მომსახურება.

 

შპს „ეიჩ-ბი ჯგუფი“ 1 775
CMR240066746 ქუთაისქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქში ჩამობრძანებული უცხოეთის დელეგაციებისათვის კვებითი მომსახურება

 

შპს „კაფეტერია“ 1 358
CMR240066751 ქუთაისქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მოწვევით ჩამობრძანებული საზღვარგარეთის დელეგაციებისათვის კვებითი მომსახურება

 

შპს „დები“ 1 851
CMR240067334 ქუთაისქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში ჩამობრძანებული სტუმრებისათვის სასტუმრო მომსახურება

 

შპს „ქუთაისი ინნ“ 14 446
CMR240067690 ევროკავშირის პროექტის EU4Culture ფარგლებში, ევროპის  დღისადმი მიძღვნილ გამოფენაში ქუთაისიდან მონაწილე პირების სასტუმრო მომსახურება ი/მ გიორგი თაქთაქიშვილი 1 270
CMR240067846 ქუთაისქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ მოწვეული საზღვარგარეთის დელეგაციებისა და ადგილობრივი სტუმრებისათვის კვებითი მომსახურება შპს „ქუთაისი – 2021“ 9 000
CMR240068083 ქუთაისქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მოწვევით ჩამობრძანებული საზღვარგარეთის დელეგაციებისათვის კვებითი მომსახურება ი/მ ზვიად შარაბიძე 1 135
CMR240076211 მე-19 საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის ფარგლებში გამართული კლასიკური მუსიკის კონცერტის მონაწილეთა კვებითი მომსახურება

 

ი/მ ზვიად შარაბიძე 498
CMR240101648 ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture ფარგლებში განხორციელებული ქუთაისის საჯარო ხელოვნების ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფისა და  მონაწილე პირების კვებითი მომსახურება ი/მ ზვიად შარაბიძე 2 400
CMR240138656 მონპლაზირის თაღის მიმდებარედ დაზიანებული კედლის მხატვრობის აღდგენით სამუშაოებში მონაწილე მხატვართა ჯგუფის კვებითი მომსახურება

 

ი/მ ზვიად შარაბიძე 700
CMR240153926 კლასიკური მუსიკის კონცერტში მონაწილე სტუმართა კვებითი მომსახურება.

 

ი/მ ზვიად შარაბიძე 700
CMR240068264 ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით  გამართულ ღონისძიებაზე ქალაქში ჩამობრძანებული სტუმრებისთვის გაწეულ იქნა  კვებითი მომსახურება ი/მ გიორგი გიორგაძე 3 000
CMR240068265 საერთაშორისო ფორუმ „არტქარავანის“ ფარგლებში, სასტუმროში შეხვედრების ორგანიზებისა და ფურშეტით მომსახურება შპს „ქუთაისი ინნ“ 3 600
CMR240069858 საერთაშორისო ფორუმ „არტქარავანის“ ფარგლებში, სასტუმრო და კვებითი მომსახურება შპს „ქუთაისი ინნ“ 4 090
CMR240069850 საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფისთვის კვებითი მომსახურება შპს „ლუდის მუზეუმი“ 1 068
CMR240069863 საერთაშორისო ფორუმ „არტქარავანის“ მონაწილეებისათვის კვებითი მომსახურება შპს „ელკო სერვის +“ 3 698
CMR240076217 საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით  ქალაქში ჩამობრძანებული ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფისა და მოწვეული სტუმრებისთვის კვებითი მომსახურება შპს „ელკო სერვის +“ 4 200
CMR240083214 ხელოვან ზაზა მამალაძისა და მისი გუნდის გამასპინძლება

 

შპს „ელკო სერვის +“ 700
CMR240095838 ქუთაისში სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით მყოფი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების კვებითი მომსახურება შპს „ელკო სერვის +“ 5 620
CMR240098368 საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით დაფუძნებული თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრის მონაწილეების კვებითი მომსახურება შპს „ელკო სერვის +“ 4 795
CMR240083222 ფინანსისტთა ასოციაციის  მიერ ქონების მართვის კუთხით ორგანიზებული ტრენინგი-სწავლების მონაწილეებისათვის   კვებითი მომსახურება შპს „Argo Investment” 1 880
CMR240134342 ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტის ფარგლებში ანსამბლის წევრთა სასტუმრო მომსახურება შპს „Argo Investment” 3 180
CMR240101649 ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture ფარგლებში ქუთაისის საჯარო ხელოვნების ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფისა და  მონაწილე პირების სასტუმრო მომსახურება

 

ი/მ ლეილა მარგველაშვილი 4 700
CMR240129115 ტრენინგი ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლებისთვის, კვებითი მომსახურება და დარბაზი შპს „ბუტიკი ქუთაისი“ 1 850
CMR240129525 ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, ტრენინგი ქუთაისის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის, კვებითი მომსახურება და დარბაზი შპს „ბუტიკი ქუთაისი“ 3 050
CMR240137613 მონპლაზირის თაღის მიმდებარედ დაზიანებული კედლის მხატვრობის აღდგენით სამუშაოებში მონაწილე მხატვართა ჯგუფის სასტუმრო მომსახურება

 

შპს „სანი“ 1 400
CMR240145529 XVI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეთათვის სასტუმრო მომსახურება ი/მ მადონა ბასილაძე 1 825
CMR240146492 გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებული 1-2 ნოემბრის სამუშაო შეხვედრა, სასტუმრო, კვება, დარბაზი შპს „კურორტი საირმე“ 12 280
CMR240169095 პროექტი „ქუთაისი – ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის, სასტუმრო და კვება. შპს „კურორტი საირმე“ 12 305
CMR240149357 კლასიკური მუსიკის კონცერტში მონაწილე ცნობილი პიანისტის დავით ალადაშვილის სასტუმრო მომსახურება შპს „გუდლაინი“ 400
CMR240161261 სამეცნიერო კონფერენციის „ოქროს საწმისის ქვეყანა“ მონაწილეებისათვის კვებითი მომსახურება შპს „ძირძველი“ 3 200

 

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

შენიშვნა: ხელშეკრულებების ნახვა შესაძლებელია სააგენტოს გვერდზე შესაბამის ფანჯარაში განცხადების ნომრის მითითებით.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, 1-2 ნოემბერს, შპს „კურორტმა საირმემ“ მერიას გაუწია მომსახურება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 12 280 ლარი გაიხარჯა. ამავე მიმწოდებელთან ბოლო ხელშეკრულება მერიამ 11 დეკემბერს გააფორმა. შემსყიდველს მომსახურება 17 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაეწია. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 12 305 ლარს შეადგენს. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ხარჯი გაწეულია ტრენინგისთვის, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისათვის ჩაატარა. მონაწილეებისათვის გაწეულმა სასტუმრო ხარჯმა – 5 034  ლარი, კვებითმა მომსახურებამ – 5 576 ლარი და საკონფერენციო დარბაზით მომსახურებამ 1 695 ლარი შეადგინა.

ამდენად, 2024 წელს, მხოლოდ სარესტორნო და კვებითი მომსახურებისთვის (აქედან ორი ხელშეკრულება დარბაზის მომსახურებასაც ითვალისწინებს), ქუთაისის ბიუჯეტიდან გადახდილია, ჯამში, 81 900 ლარი, ხოლო სასტუმრო მომსახურებისთვის – 30 240 ლარი. რაც შეეხება სასტუმროს, კვებისა და საკონფერენციო დარბაზის მომსახურებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებას, ის 44 155 ლარს შეადგენს. საბოლოოდ, სარესტორნო, სასტუმრო და საკონფერენციო დარბაზით მომსახურება ქუთაისის ბიუჯეტს, მხოლოდ 2024 წელს, 156 300 ლარი დაუჯდა.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]