Home » სოციალურ ქსელში დეა მამისეიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში დეა მამისეიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში „POSTV – ანალიტიკა“ ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, დეა მამისეიშვილის მონოლოგი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეტრიალებულია. რედაქტირებული ვიდეო შემდეგნაირადაა დასათაურებული: „მამისეიშვილის სულისშემძვრელი მონოლოგი ოპოზიციის „გამარჯვების“ შემდეგ“.

სინამდვილეში, მონოლოგის რეალური ვიდეო საპარლამენტო არჩევნებამდე, 24 ოქტომბერს, გავრცელდა „მთავარი არხის“ ეთერსა და სოციალურ ქსელში და მამისეიშვილი ვიდეოში მმართველ პარტიას „ემშვიდობება“.

24 ოქტომბერს დეა მამისეიშვილმა გადაცემა „ღამის მთავარი“ 22:19 საათზე მონოლოგით დაიწყო, რომელშიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, მის გარკვეულ ქმედებებს აკრიტიკებს და წინასაარჩევნოდ ემშვიდობება: „მშვიდობით – უკან მოხედვა და თქვენთვის ისევ შეხედვა ძალიან ძნელია… პარადოქსულია, მმართველობის 12 წლის თავზე, კარგი თქვენზე სათქმელი აღარაფერია“. პრო-სახელისუფლებო მედიამ „POSTV – ანალიტიკა“ აღნიშნული მონოლოგი რედაქტირებული, შეცვლილი სახით გაავრცელა. კერძოდ, ე.წ. შეტრიალებული ვიდეოს ხელსაწყოს საშუალებით მისი სიტყვები შეტრიალებულია. Geofacts-მა POSTV-ის მიერ გავრცელებული ვიდეო დაამუშავა ამგვარი ხელსაწყოთი (ezgif.com) და შედეგად სწორედ დეა მამისეიშვილის რეალური მონოლოგის ვიდეო მივიღეთ. შესაბამისად, ვიდეო რედაქტირებულია და ჟურნალისტის დისკრედიტაციას ემსახურება. აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტში გამოთქმული მტკიცებაც, რომ ვიდეო არჩევნების შემდეგ გავრცელდა, ყალბია.

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]