Home » დეზინფორმაცია: ვიდეოში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ბუნკერში გაქცევის კადრები ჩანს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: ვიდეოში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ბუნკერში გაქცევის კადრები ჩანს

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში  ისრაელის პრემიერ-მინისტრის ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული) და წერს: „ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს კროსი ბუნკერისაკენ!“. რეალურად, აღნიშნული ვიდეო 2021 წლისაა და ისრაელის პარლამენტში არის გადაღებული, როცა ნეთანიაჰუ  კენჭისყრაზე ხმის მისაცემად გარბოდა.

ვიდეო, რომელსაც Facebook-ანგარიში ავრცელებს, თავდაპირველად 2021 წელს თავად ნეთანიაჰუს მიერ  X-პლატფორმაზე გამოქვეყნდა (იხილეთ ფოტო). იმ ღამით ისრაელის პარლამენტში (ქნესეთი)  ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა მიმდინარეობდა, ნეთანიაჰუც სწორედ ამ კენჭისყრაზე ხმის მისაცემად  გარბოდა.

ცნობისთვის, ვიდეო სოციალურ ქსელში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირანმა 1 ოქტომბერს ისრაელის მიმართულებით 180-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.  თავდასხმას, რომელსაც  მსხვერპლი არ მოჰყოლია, წინ უძღოდა ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთში ჰეზბოლას წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყება.

ამდენად, მტკიცება, რომ ვიდეოში ბენიამინ ნეთანიაჰუს ბუნკერისკენ გაქცევის კადრები ჩანს, ტყუილია.

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]