უფროსი ანალიტიკოსი
თეონას ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით ფაქტების გადამოწმების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს („ფაქტ-მეტრში“ მუშაობით). 2013 წელს მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მედიის მიმართულებით. 2010 წელს მინიჭებული აქვს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკის სპეციალობაში. არის არაერთი ტრენინგის, სემინარის და კონფერენციის მონაწილე. პერიოდულად აქვეყნებს სტატიებს სხვადასხვა მედია გამოცემაში. 2014-2018 წლებში წერდა სტატიებს ჟურნალ Forbes Georgia-სთვის. 2010-2011 წლებში მუშაობდა „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ ჟურნალისტად. თეონას ასევე აქვს ტრენერად მუშაობის გამოცდილება, მონაცემთა ჟურნალისტიკის, სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის და ოჯახში ძალადობის მიმართულებით.