Home » სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის შესახებ სატირული შინაარსის განცხადება ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები სატირა

სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის შესახებ სატირული შინაარსის განცხადება ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი გუბაზ სანიკიძის შესახებ პოსტს ავრცელებს. გამოქვეყნებულ ფოტოს თან ახლავს ინფორმაცია, თითქოს, „გუბაზ სანიკიძე სპორტულ კარიერას აანონსებს“. Facebook-პოსტი ქმნის წარმოდგენას, თითქოს, სიახლის შესახებ განცხადება „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა. სინამდვილეში, ფოტო-ანაბეჭდი გაყალბებულია და პოლიტიკოსს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის რეაქციებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ Facebook-მომხმარებელთა უმრავლესობამ კონკრეტული ამბავი სატირად აღიქვა, თუმცა კომენტარებიდან გამომდინარე, ჩანს ისიც, რომ ზოგიერთმა ადამიანმა განცხადება რეალურად მიიჩნია.

გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი ციტატა არც ერთ საძიებო სისტემაში, არც სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება. 28 ივნისს, გაყალბებული ფოტო-ანაბეჭდის გამოქვეყნების დღეს, „მთავარი არხის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გუბაზ სანიკიძესთან დაკავშირებული ინფორმაცია საერთოდ არ გავრცელებულა.