Home » სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ვიკა ბუკიას რედაქტირებული პოსტი ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ვიკა ბუკიას რედაქტირებული პოსტი ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მიხეილ მზეთუნახავი“ პოსტს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ჟურნალისტ ვიკა ბუკიას პოსტის ფოტოანაბეჭდია წარმოდგენილი, აღწერით: „გილოცავ, ვიკა“. რეალურად, პოსტი რედაქტირებულია და მასში ბრელოკის ზედა ნაწილში მამაკაცის სასქესო ორგანოს სილუეტია ჩასმული.

ვიკა ბუკიამ აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში 21 მაისს გამოაქვეყნა (დააარქივებული ბმული). პოსტში წარმოდგენილი ბრელოკზე წერია „Joe Wilson United States Congress”, წარწერის ზემოთ კი აშშ-ის კონგრესის სილუეტია.

ამდენად, Facebook-ანგარიშის პოსტში წარმოდგენილი ფოტოანაბეჭდი რედაქტირებულია

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]