სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს” არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), უკრაინის პრეზიდენტის ფოტოს ავრცელებს შემდეგი აღწერით: „ზელენსკიმ დასავლელ ლიდერებთან შეხვედრაზე შარვალი „უკუღმა“ ჩაიცვა“. ფოტოსურათი იდენტური მტკიცებით პრორუსულმა გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ და სხვადასხვა რუსულენოვანმა ანგარიშებმაც გაავრცელეს (1; 2; 3).
ფოტოსურათი 2025 წლის 10 მაისს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზეა გადაღებული. ფოტოზე ის მეუღლესთან ოლენა ზელენსკასთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ კირ სტარმერთან ერთად დგას. იმავე ფონზე გადაღებულია სხვა ფოტოებიც, მაგალითად, სადაც ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ხვდება. ფოტოში ჩანს, რომ შარვალს ნაკეცები ჰქონდა.
სხვა რაკურსით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ რეალურად ზელენსკის შარვალს ნაკეცები ჰქონდა (იხ. ფოტო).
ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ზელენსკის შარვალი უკუღმა ეცვა, მცდარია.