სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ფრანგული სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ გარეკანს ავრცელებს, რომელზეც რინგზე მყოფი, ნაცემი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩანს, მის მარჯვნივ და მარცხნივ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არიან გამოსახულნი. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ: „მაკრონი აქეზებს: ,,მიდი, შენ სუპერი ხარ,,. მერცი არწმუნებს, რომ ის მალე გაიმარჯვებს. ზელენსკი კითხულობს: ,,მართლა ეშინია პუტინს ჩემი და იმიტომ არ შემხვდა?“. სინამდვილეში, გარეკანი გაყალბებულია.
„შარლი ებდოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც ყველა ნომრის გარეკანია ხელმისაწვდომი, მსგავსი ფოტო არ გვხვდება. საგულისხმოა, რომ გაყალბებულ გარეკანს გამოსვლის თარიღად 2025 წლის 15 მაისი აქვს მითითებული, ხოლო ნომერი 1713. 15 მაისი ხუთშაბათი იყო, მაშინ როცა „შარლი ებდო“ ოთხშაბათობით გამოდის.
გაყალბებული გარეკანი
შესაბამისად, ვებგვერდზე არსებული ბოლო ნომერი სწორედ 2025 წლის 14 მაისსაა გამოსული და მასზე სრულიად სხვა კარიკატურაა დაბეჭდილი. აღსანიშნავია, რომ 14 მაისს გამოსული ნამდვილი ნომერი რიგით 1712-ია. 1713-ე ჯერ არ გამოსულა.
ნამდვილი გარეკანი
ამგვარად, გავრცელებული გარეკანი გაყალბებულია.