სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ვიდეოს აქვეყნეს, რომელშიც ტაძრის სამრეკლო და იქვე კაფეები ჩანს, ასევე ისმის ქალის ხმა, რომელიც უკრაინულად საუბრობს. სამრეკლოსთან ჩანს სკამებიც, რომლებიც უკრაინის დროშის ფერებშია. ვიდეოს ადგილის მითითების გარეშე მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს და აფიქრებინებს, რომ ვიდეო უკრაინაშია გადაღებულია, რაც კომენტარებითაც დასტურდება. არა ერთი მომხმარებელი ადგილმდებარეობად სწორედ უკრაინას უთითებს. რეალურად, კადრები არა უკრაინაში, არამედ ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოშია გადაღებული და მასში „მეიფერის“ ბაზრობა ჩანს.
ვიდეოს, რომელშიც უკრაინული ხმა ისმის და ასევე ჩანს უკრაინის დროშის ფერებში სკამები, მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს და აფიქრებინებს, რომ ვიდეო უკრაინაშია გადაღებული (იხილეთ კომენტარები).
„ჯეოფაქტსმა“ ფოტოს ძიების ინსტრუმენტის საშუალებით (reverse image search) დაადგინა, რომ კადრებში რეალურად, ლონდონში, ოქსფორდ სტრიტთან ახლოს მდებარე „მერკატო მეიფერის“ ბაზრობა ჩანს. ბაზრობა იმართება ყოფილ ანგლიკანურ წმინდა მარკოზის ტაძარში, ლონდონის მეიფერის რაიონში.
1825-1828 წლებში ტაძარი არქიტექტორ ჯონ პიტერის პროექტის მიხედვით აშენდა. ტაძარი ასევე ცნობილი იყო, როგორც „ამერიკული ეკლესია“, აშშ-ს ყოფილ საელჩოსთან სიახლოვის გამო და ცნობილია, რომ ამერიკის პრეზიდენტი ეიზენჰაუერი და ელეონორ რუზველტი იქ წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მრევლი იმდენად შემცირდა, რომ 1974 წელს ინგლისის ეკლესიამ ეკლესიის სეკულარიზება გადაწყვიტა. ტაძარი 1989 წელს ინგლისის რისკის ქვეშ მყოფი შენობების რეესტრში შეიტანეს და მრავალი წელი მისი ალტერნატიული გამოყენების შეთავაზებებიდან ვერც ერთი პროექტი ვერ განხორციელდა.
2019 წელს, წმინდა მარკოზის ტაძარში საზოგადოებრივი ბაზარი „მერკატო მეტროპოლიტანო“ გაიხსნა, რითაც 5 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების რესტავრაცია დასრულდა. რესტავრაციის შედეგად შენარჩუნდა ტაძრის ორიგინალური არქიტექტურული თავისებურებები, მათ შორის ვიტრაჟები და მორთული ფასადი, ამავდროულად, სივრცეში მოეწყო კვების ობიექტები.
ამდენად, გავრცელებული ვიდეო არა უკრაინაში, არამედ ბრიტანეთშია გადაღებული.